I lost everything...

23 2 2
                                    

Yoongi's P. O. V
-ეს ტყუილია.. ასე არ არის... მასთან რატომ არ მიშვებთ.. რატომ არ მანახებთ? იზიიი!!! არ მიშვებენ პატარავ... ქუქ გამიშვი ცივა.. იზის ცივა... გამიშვით!!!

ვერაფერს ვგრძნობ და ვერც ემოციას გამოვხატავ.. იზ ასე სრულდება ის, რაც არც დაგვიწყია?
-აქ რატომ ვარ? რა ხდება? აქ რა მინდა?
-იუნგი დამშვიდდი გთხოვ... იუნგი!
სწრაფად მივდივარ იმ შავი ყუთისკენ. არა, გთხოვ იზ... ოღონდ შენ არა...
-იზ პატარავ.. გაიღვიძე იზ.. იზ მაშინებ.. იზ გთხოვ.. სახლში წავიდეთ.. გთხოვ არ დამტოვო.. იზზ მეშინია.. გთხოვ მჭირდები.. დაბრუნდი გთხოვ.. იზი!! არ დამტოვო გთხოვ!!!

-იზ პატარავ სახლში ვარ. იზი?
ოთახში ავდივარ, ყველაფერი სისხლში ამოსვრილი.
-იზი!!
-არა.. არა.. პატარავ.. იზ ჩემთან დარჩი.. გთხოვ არ დამტოვო იზ..
-მა..პატ..იე
-არაფერი თქვა პატარავ.. სასწრაფო მოვა და კარგად იქნები..
-იუ..ნგიი.. (იზის სახეზე მკრთალი ღიმილი ისახება)
-იზ..
-In another life.. I wi..ll be your wife.. yoongz.. I.. love you..
-please Izzy don't go.. please..

autor's P. O. V
იუნგის იზი ჩახუტებული ჰყავდა და წამითაც არ აცილებდა მზერას კედელს. არაფრის ხმა არ ესმოდა, მხოლოდ რამდენიმე სიტყვას წარმოთქვამდა
-იზ პატარავ დიდხანს ნუ დაიძინებ, კარგი იზ..
გოგონას ჯერ ისევ თბილ სხეულს შუბლზე კოცნის და ღიმილით დაჰყურებს
-იუნგი..
-ჯინ გააღვიძებ... რომ გაიღვიძებს გამოფენაზე უნდა წავიდეთ..
ჯინი მუხლებზე დაემხო, თე კუთხეში იჯდა და ცხარე ცრემლები ცვიოდა, ნამჯუნი და ჯონგქუქი სამყაროს გამოეთიშნენ, გამოშტერებული სახით უყუფებდნენ თვალებდასიებულ იუნგის და მის მკლავებში მოქცეულ სისხლში ამოსვრილ იზის. ჰობის ღიმილი ალბათ სამუდამოდ გაქრებოდა, მუხლებზე დაცემულიყო და იზის სხეულს მიშტერებოდა. ყველას საშინლად ტკიოდა გული, მაგრამ ყველაზე მეტად იმ ერთს ტკიოდა, რომელსაც იზი გულში ჰყავდა ჩაკრული და წამით არ უშვენდა.

პოლიცია და სასწრაფო მოვიდა. ჯინმა პოლიციელს რაღაც უთხრა და იუნგის მიუახლოვდა
-იუნგ.. იზი.. იზი უნდა..
სიტყვას ვერაფრით ასრულებდა, თავი ხელებში ჩარგო და ჩუმად ატირდა..
ვერავინ დგამდა ნაბიჯს იუნგიმდე.
ბოლოს ჯონგქუქმა ნაბიჯი გადმოდგა.
-ჰიონგ იზი უნდა გაუშვა..
-ქუქ მას სძინავს და მე არ ვაპირებ მის გაშვებას. თანაც ცივა..
ნამჯუნისთვის ეს ბოლო წვეთი იყო, ოთახიდან უკან მოუხედავად გავარდა. ჯიმინი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ქანდაკებასავით იდგა, ცოტა აზრზე მოვიდა და ნამჯუნს გაჰყვა.
-არა.. ნუ მიგჰყავთ.. ჯინ იზის მართმევენ.. ქუქ გამიშვი.. გთხოვ მათ იზი მიჰყავთ..

hold on Where stories live. Discover now