6 თავი

148 10 0
                                    

სახლში რომ მივედით უკვე ძალიან გვიანი იყო, მთელი გზა ცრემლები და გიტარაზე იმ დამპალი ნაწერის მოშორების სურვილი მკლავდა. რომ დავბრუნდი არ მაინტერესებდა რომელი საათი იყო, ავიღე გიტარა და სველი სალფეთქი, სალფეთქი გიტარას გადავუსვი და შევეცადე წარწერა მომეშორებინა. უამრავჯერ წავუსვი, გიტარა თითქმის გავცრიცე, მაგრამ ხელმოწერა მაინც არ მოშორდა. გადავრიე საკუთარ თავზე კონტროლი დავკარგე მაგრამ დედაჩემმა შემახსენა რომ ძილის დრო იყო და დასაძინებლად წავედი. თავიდან არ მეძინებოდა მაგრამ თვალები რომ დავხუჭე უცებ გადავეშვი სიზმრების მორევში.
დილით შეშინებულმა გავიღვიძე, კოშმარი დამესიზმრა და ძალიან ავღელდი. სიზმარში თითქოს ვიღაცამ სილა გამაწნა და შემდეგ გიტარაც გამიტეხა. სრული წამება იყო ნეტავ აღარ განმეორდეს.
ცოტა ხანში ოთახში დედა შემოვიდა და ლაპაკი დამიწყო:
- კარგად ხარ?
- კი
- შვილო, მესმის რომ ცუდად ხარ და დახმარება გჭირდება ამიტომ ისეთი რამ მოვიფიქრე რომელიც შენ გაგაბედნიერებს.
- რა?- გაკვირვებულმა ვიკითხე მე.
- მალე შენი დაბადებისდღე იქნება, მას აუცილებლად გადავიხდით და ალბათ ბევრ ვინმესაც დავპატიჟებთ - ოღონდ ეს არა, ეს კატასტროფული იდეა იყო მაგრამ დედას ამას ვერ ვეტყვოდი.
- ვნახოთ დედა მაგრამ სკოლაში არავის ვიცნობ ამიტომ იმედი არ გქონდეს - ვთქვი მე და ჩასაცმელად ავდექი.
ჩაცმისას სულ მასზე ვფიქრობდი, ტვინიდან ვერ ვიგდებდი, არმინდოდა მასზე ფიქრი ,"ის ბიჭი წარსულს ჩაბარდა" ვიმეორებდი გულში და უაზრო მოსაზრებების დაიგნორებას ვცდილობდი
ამასობაში ჩავიცვი:

ჩაცმისას სულ მასზე ვფიქრობდი, ტვინიდან ვერ ვიგდებდი, არმინდოდა მასზე ფიქრი ,"ის ბიჭი წარსულს ჩაბარდა" ვიმეორებდი გულში და უაზრო მოსაზრებების დაიგნორებას ვცდილობდიამასობაში ჩავიცვი:

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

სკოლაში დედამ მიმიყვანა, რომ მივედი ყველაფერი იგივენაირად დამხვდა, უამრავი იდიოტი.
- შენი გიტარა სად წაიღე, მოგპარესს?- მკითხა ჰარიმ და დამცინავად გამომხედა. ვერ ვხვდები რა უნდა. ყველაზე დამპალი ვინმეა ნუ შონის მერე.
გიტარა თან არ მქონდა და თითქოს სულის ნაგლეჯი წაიღეს,ზოგადად ყველა იცინოდა ჩემი გიტარის ჩვევაზე მაგრამ დღეს ჩემი გიტარის გარეშე ყოფნა მეგონა რომ ცინიზმის შესყვეტას გამოიწვევდა, ჩემდა გასაკვირად და საუბედუროდ პირიქით მოხდა და უფრო მეტი იცინეს.
სახლში რომ მივედი თავს ცუდად ვგრძნობდი, ფეხები ამიკანკალდა და მოვითენთე. დედა სახლში იყო, იმედი მქონდა რომ თუ რამე ცუდი მოხდებოდა დამეხმარებოდა. საწოლში დავწექი და ყველაფერზე ფიქრი შევწყვიტე, თვალები დავხუჭე და რაღაც დავინახე, სიზმარი მესიზმრებოდა:
ვიღაც მომიახლოვდა, შემეშინდა ამიტომ ადგილიდანარ დავძრულვარ ის უფრო ახლოს მოდიოდა, მხარზე როგორც ყოველთვის გიტარა მქონდა ჩამოკიდული, უცებ ვითარება შეიცვალა და ჩვენ მაღალსართულიანი კორპუსის თავზე აღმოვჩდით, უსახო ადამიანმა ჩემი გიტარა აიღო რომელსაც ისევ შონის ხელმოწერა ამშვენებდა. სილუეტმა ჩემი გიტარა დაამსხვრია, მე კივილი დავიწყე, ვტიროდი, გიტარა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, მან ის მოისროლა და ამდროს გამეღვიძა.
აზრზე რომ მოვედი ვკივოდი, ვკანკალებდი, ოფლში ვცურავდი, თითქოს მოვკვდი და ახლიდან გამაცოცხლეს,დედა მამშვიდებდა, იმწამს მიხვდვი რომ დეპრესია დაბრუნდა რომ დარხეული მქონდა და რომ მალე ჩემი მაგიდა წამლების კოლოფებით გაივსებოდა.

აი ჩემი მეექვსე თავი💕 იმედი მაქვს მოგეწონებათ💕

ოქროს გიტარა (შონ მენდესის Fanfiction)Where stories live. Discover now