5 კვირა გავიდა მას შემდეგ რაც დეპრესია დამეწყო. ღმერთმა იცის რამდენი უძილო ღამე და კატასტროფული კოშმარი გადავიტანე. ყოველი კოშმარი ერთიმეორეს მოსდევდა ზოგი რაზე იყო ზოგი რაზე. ყოველღამე კივილით ვიღვიძებდი და სიცოცხლის ნაწილს ვკარგავდი. არშემეძლო ადგომა, ჭამა და ცხოვრება. ძალიან გავხდი, იმდენად რომ თავი ძვალზე გადაკრული ტყავი მეგონა, უპეები ჩამცვენოდა და თვალები ჩამშავებოდა. დედაჩემი არ იმჩნევდა მაგრამ მე მის გამოხედვაში დიდ ტანჯვას ვხედავდი. ის მეცოდებოდა მე მას ძალიან ვანერვიულებდი, ერთ დღეს თითქოს ძალა მომემატა,ამ ძალამ გადამაწვეტინა რომ ჩემი დეპრესიის გამომწვევი მიზეზები ჩამომეწერა, ცხრილი ჩამოვწერე ,ის ძალიან შეესაბამებოდა რეალობას, ჩამონათვალი ასეთია:
" ჩემი დეპრესიის გამომწვევი მიზეზები-
1.საცხოვრებელის გამოცვლა;
2. მარტოსულობა;
3.გიტარა რომელზეს იმ მონსტრის ხელმოწერაა;
4.სიყვარული რომელსაც მისდამი ვგრძნობ."
25 ოქტომბერის შუა ღამეს წარმოსახვითი სიკვდილის შემდეგ შფოთვით და კანკალით გამეღვიძა. ბევრი ვიკივლე და ვინერვიულე, დედაჩემი სწრაფად ამოვარდა ოთახში
,მან სასწრაფოში დარეკა. მე სასწრაფო არ მჭირდებოდა, სრულიად ჯანმრთელი ვიყავი, მხოლოდ ფსიქოლოგიური ტკივილი მქონდა რომლის ამოვსება არ ვიცოდი რას შეეძლო. დედასთან ლაპარაკი მინდოდა, ხრინწიანი ხმით დავუძახე მას, ის ჩემთან მოვიდა.
-რახდება?- მკითხა მან.
-დედა სასწრაფო არ მჭირდება.-ვუთხარი ნაღვლიანმა.
-დამიჯერე, გჭირდება, ფსიქოლოგთან წაგიყვან იქნებ გიშველოს.კარგად იქნები არ ინერვიულო.- თქვა მან და ცრემლი ჩამოუგორდა.
მე გავუღიმე და ხელი ჩავჭიდე.
მალე სასწრაფო მოვიდა და ჩონჩხი ჩემი სახით სასწრაფოს მანქანაში გადაიყვანა. ძილი არ მინდოდა, არმინდოდა ისევ დამენახა როგორ ვკვდები რადგან ვფიქრობ ყველაზე რთულია საკუთარი სიკვდილის ყურება.
საავადმყოფოში მისვლამდე ფხიზლად ვიყავი, მაგრამ რომ მივედი დამაძინებლები დამალევინეს, რომელმაც
ძალიან ღრმა ძილი მომანიჭა,საბედნიეროდ ამ წამლების საშვალებით არაფერი დამსიზმრებია, დიდი ხანია მშვიდად არ მიძინია და ეს სიმშვიდე ჩემთვის უცხოც კი გახდა.
რომ გავიღვიძე პალატაში ვიწექი, ჩემს წინ კი სათვალეებიანი ქალბატონი იქჯდა,ალბათ ფსიქოლოგი იყო. ქალბატონმა ნაზად გამომხედა და მომესალმა.
-გამარჯობათ მის, მე თქვენი ფსიქოლოგი ვარ.
-გამარჯობა.-ვთქვი მე და გავუღიმე.
-დედათქვენმა მომახსენა თქვენი კოშმარების და მდგომარეობის შესახებ, როგორც ვხვდები ძალიან ცუდი პერიოდი გაქვთ, ჩემი მოვალეობაა დაგეხმაროთ და თქვენი ტკივილი გავიზიარო. მომიყევით რაც გაწუხებთ, მე დაგეხმარებით.
იძულებული ვიყავი ყველაფერი მომეყოლა, ამიტომ ამბის თხრობა დავიწყე. მოვუყევი როგორ ვცხოვრობდი,მოვუყევი ჩემს ოქროს გიტარაზე, მოვუყევი სკოლაზე, მარტოობაზე და რაც მთავარია შონზე.
მან რამოდენიმე რჩევა მომცა, დამშვიდების მეთოდებიც მასწავლა და წამლებიც გამომიწერა.ქალი მალე წავიდა, როცა წავიდა სუნთქვა გამიჭირდა და სუფთა ჰაერი მომინდა. გადავწყვიტე გარეთ გავსულიყავი, პალატაში არავინ იყო ამიტომ კარები გავაღე და დერეფანს გავუყევი, რათქმაუნდა ფილტვების ჰაერით ავსებისთვის ყველაზე კარგი ადგილი სახურავია, მეშინოდა ვინმეს არ დავენახე ამიტომ უკანა კიბეებით სახურავზე ავედი და სუფთა ჰაერი ჩავისუნთქე,ცივი ჰაერი ძვალ-რბილში ატანდა, ჩემი სიგამხდრის გამო ქარი მაქცევდასავით მაგრამ თითქოს იქ დგომა შვებასაც მგვრიდა, მსიამოვნებდა ეს ყველაფერი. ჩემთვის ვიდექი და ქალაქს გავყურებდი მაგრამ მოულოდნელად ვიღაცამ მხარზე ხელი დამადო, შეშინებული შემოვტრიალდი და შონი დავინახე. გაკვირვებულმა, შეყვარებულმა და განრისხებულმა მას სილა გავაწანი და გაოგნებულ შონს უნებურად დავუყვირე კიდეც:
-აქ რა გინდა შონ მენდეს?
YOU ARE READING
ოქროს გიტარა (შონ მენდესის Fanfiction)
Fanfikceშონ მენდესის Fanfiction. 17 წლის ემა სთოუნი განსხვავებული გოგოა.მას უყვარს 90 იანების მუსიკა, აქვს განსხვავებული სტილი, გოგონას არ ჰყავს მეგობრები რაც მისი მუდმივი მოგზაურობის ბრალია. გოგონა ერთ დღესაც კანადელ პოპვარსკვლავ შონ მენდეს შეხვდება, ემამ...