- ჰაერი მჭირდებოდა და აქ ამოვედი. შენ რა გინდა აქ?- დამაჯერებლად მითხრა მან.
- რა დამთხვევაა მეც იგივე რამ მინდოდა.
უცებ შონი ჩაფიქრდა,ისეთი გამომეტყველება მიიღო თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ ერიდებოდა, თითქოს რცხვენოდა.ვერვხდვები რა უნდოდა მას.
- მე მინდა რომ ბოდიში მოგიხადო იმ ამბისთვის.- თქვა მან და თვალებში ჩამხედა.
ეს ის შონი არ იყო რომელიც მე იქ ვნახე ეს მისი ბევრად კეთილი და მეგობრული ვერსია გახლდათ. ცოტაარიყოს გამიკვირდა რადგან არმეგონა თუ მისი პირიდან ოდესმე ამ სიტყვას გავიგებდი.
- მაშინ შეტევა მქონდა-აგრძელებს იგი-რამოდენიმე წელია რაც ამ ავადმყოფობას ვებრძვი, შეტევები მემართება ხან ვტირი და ხან ძალიან ვბრაზდები,შფოთვებიც მაქვს ხოლმე.წარმოდგენაც კი არგაქვს რამდენჯერ მინანია ჩემი შეტევების გამო ჩადენილი რაღაცეები, მათშორის შენთან გამოხატული აგრესია.
გული მომილბა, არმეგონა თუ სინამდვილე ესეთი იქნებოდა.ის არ გამოდგა ისეთი ბოროტი როგორიც მე მეგონა, ის კარგი ადამიანი იყო რაც მე ძალიან მახარებდა.
- საავადმყოფოში ამის გამო ხარ მოსული?
-კი, ფსიქოლოგს გავესაუბრე- თქვა მან
-მეც.-ვუთხარი მე და გავუღიმე.ალბათ ეს ღიმილი ყველაზე გულრწფელია მათ შორის რომელიც ჩემს სახეზე ვინმეს
დაუნდახავს.
-რა გჭირს?ხომ კარგად ხარ?მითხარი რომ ჩემმა საქციელმა არ დაგაზარალა.- შეშფოთებით შემომხედა.
-არა, ახალი ჩამოსული ვარ ამიტომ ადგილის ცვლამ გავლენა მოახდინა, შენი ბრალი არაფერია.- სანახევროდ ვიცრუე,არ მინდოდა მას ჩემზე ენერვიულა.
-შეგიძლია შენი სახელი მითხრა?- მკითხა მან მორიდებით.
-რათქმაუნდა, მე ემა სთოუნი ვარ.
-სასიამოვნოა-თქვა მან და გამიღიმა
-აქამდე შენზე არ მსმენია, მხოლოდ შენი სახელი და რამოდენიმე სიმღერა ვიცი ეგეც ჩემი დაქალი ების წყალობით რომელმაც შენს კონცერტზე წამომათრია.
-მართლა?იცი არასდროს შევხვედრივარ გოგონას რომელსაც ჩემზე არაფერი სმენია, შენი დაქალი ძალიან კარგად მოიქცა რომ წამოგიყვანა, რომ არ წამოეყვანე ვერ გაგიცნობდი- მითხრა მან
-ჰოო,ეგ თემა სადაოა-გავიცინე მე-ისე ცოტა რამ მომიყევი შენს შესახებ.-შევთავაზე მას.
-კარგი, მე შონი ვარ 18 წლის, დავიბადე ტორონტოში მაგრამ ეხლა ძირითადად ნიუ-იორკში მიწევს მოღვაწეობა,მყავს და ალია 16 წლის რომელიც ძალიან მიშლის ნერვებს,ეხლა შენი ჯერია-თქვა მან და მე დავიწყე.
-მე ემა ვარ 16 წლის,2 დღეში დაბადების დღე მექნება და 17 წლის გავხდები.დავიბადე ლონდონში, ვცხოვრობდი თბილისში და ეხლა აქ ვარ,ვარ დედისერთა და მყავს მხოლოდ ჩემი ერთადერთი დედა რომელიც ძალიან მიყვარს.- ვამთავრებ და ვდგები.
-რატომ ადექი?-მკითხა მან
-უნდა წავიდე ალბათ დედა უკვე მეძებს,შეეშინდება.
-კარგი მაშინ იქნებ შენი ნომერი დამიტოვო?-მეკითხება იგი.
-რათქმაუნდა-ჩავაწერინე ნომერი და ვკითხე-შენ წამოსვლას არ აპირებ?
-კი წამოვალ მეც,ალბათ ენდრიუ მეძებს-თქვა მან.
-ენდრიუ ვინარის?-ვკითხე მე და კიბეზე ჩავაბიჯე.
-ის ჩემი მენეჯერია-ამბობს ის და ისიც აბიჯებს ქვემოთ.
ლაპარაკ ლაპარაკში ჩავიარეთ მთელი კიბე და დერეფანში გავედით,ვატყობდი რომ ის ჩემზე ბევრად მაღალი იყო, მასზე მაღალი ჯერ არავინ მინახავს.
ცოტა ხანში აღელვებული დედა დავინახე რომელიც ჩემზე ნერვიულობდა, რომ დამინახა მის სახეზე
ბედნიერება შევატყვე, ასევე გაკვირვებაც რადგან მე იქ ბიჭთან ერთად მივედი.ამდროს დედა ჩემსკენ შემოტრიალდა,ალბათ დამშვიდობება უნდოდა.
-აბა კარგად,
-კარგად- ვთქვი მე და ჩვენ ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით,შონი წავიდა და დედასთან დამტოვა.
დედა მთელი დღე თვალებს მიჟუჟუნებდა საბედნიეროდ როცა ჩემი გაწერის ბრძანება ოფიციალურად გასცეს,ჩასაცმელად მარტო დარჩენის საშვალება მომეცა.შონზე ვფიქრობდი,ის სასიამოვნო ადამიანი იყო,ძალიან მომეწონა მასთან გატარებული დრო, კარგი მეგობარივით მომექცა რაც მახარებს, თითქოს ახალი სულის ნაწილი მომენიჭა, საოცრად ბედნიერად ვგრძნობდი თავს, ის მიყვარდა ოღონდ მხოლოდ მეგობრული გრძნობით, თითქოს იმ წამებში ჩვენს შორის გრძელი ძაფი გაიბა,მე და ის ერთმანეთს ვუკავშირდებოდით,რაც ჩემთვის დიდი სიხარული იყო.
უცებ დედას ძახილი მომესმა რამაც ფიქრებისგან გამათავისუფლა.
-მოვდივარ დედა-ვთქვი მე და ოთახიდან გავედი.ესეც ჩემი მერვე თავი💕იმედი მაქვს მოგეწონებათ💕შონის ასაკი შევცვალე ისე არ შეეფერებოდნენ ერთმანეთს💕მიყვარხართ💕
YOU ARE READING
ოქროს გიტარა (შონ მენდესის Fanfiction)
Fanficშონ მენდესის Fanfiction. 17 წლის ემა სთოუნი განსხვავებული გოგოა.მას უყვარს 90 იანების მუსიკა, აქვს განსხვავებული სტილი, გოგონას არ ჰყავს მეგობრები რაც მისი მუდმივი მოგზაურობის ბრალია. გოგონა ერთ დღესაც კანადელ პოპვარსკვლავ შონ მენდეს შეხვდება, ემამ...