სახლში რომ მივედით დედამ არაფერი მკითხა, თავს მაჩვენებდა ისე თითქოს არ აინტერესებდა თუ ვინ იყო ის ბიჭი,მაგრამ ის მე ასე ვერ მომატყუებს,მე მას ვიცნობ და ვხვდები რომ ცნობისმოყვარეობა გულს უთხრის. არვიცი რავქნა ვუთხრა თუ არა მას იმ ბიჭის შესახებ, იქნებ სანდო არარის ან იქნებ ამიკრძალოს მასთან მიახლოვება თუმცა რაღა აზრი აქვს დარწმუნებული ვარ მისგან ერთ შეტყობინებასაც კი არ მივიღებ, ალბათ ვკიდივარ და ჩემზე არც ფიქრობს მაგრამ შეიძლება ასეც არარის შეიძლება მას ჩემთან კარგი მეგობრობის ჩამოყალიბება უნდა როგორც მე,ის კარგი ბიჭია და ვფიქრობ ერთმანეთს ძალიან კარგად გავუგებთ.
ფიქრში გართულმა ვერ შევამჩნიე რომ სამზარეულოში ჩავედი, სადაც დედა იყო და რაღაც გემრიელს ამზადებდა,მას არ გამოპარვია ჩემი შესვლა და ხმადაბლა მისკენ მიმიხმო.
-გისმენ დედა-ვუთხარი იმის მოლოდინში რომ შონზე რაღაცას მკითხავდა.
-ის მაღალი და საყვარელი ვინიყო?-ცბიერად გამიღიმა
-არავინ, უბრალოდ საავადმყოფოში გავიცანი-ვიცრუე
-აააა.
იმედი მქონდა რომ დედაჩემი ამ პასუხმა დააკმაყოფილა.
ორ დღეში ჩემი დაბადების დღეა, ალბათ უბრალოდ შევხვდები სახლში მარტო, არანაირი გართობა და დანარჩენი სისულელეები,სახლში მყუდროდ და განშორებულად.
ორი დღე მალე გავიდა. საბედნიეროდ დედა სამსახურში გამოიძახეს რის გამოც დარწმუნებული ვარ არაფერი გამოუვა მითუმეტეს დიდი წვეულების მოწყობა.
მთელი დღე სახლში ვიჯექი სანამ კარებზე კაკუნის ხმა არ გავიგე,კარები გავაღე და უეცრად სახლი ღამის კლუბად იქცა.ყველა იქ იყო ების და მაიკლის გარდა, არვიცი საიდან გაიგეს მაგრამ ცხადია ეს სიტვაცია არ მომწონდა. საშინლად მეცვა,ხალხმრავალ ადგილებს არ ვარ მიჩვეული. ტექნო მუსიკა და ასე შემდეგ ძალიან ცუდად მოქმედებდა ჩემს ნერვებზე,ტვინი უკვე ახდაზე მქონდა სანამ ჩემს წინ ჰარი არ გაჩნდა და ეშმაკურად არ გამიღიმა.
-რას შვრები?-მკითხა მან
-ასეთ წვეულებაზე რას უნდა ვშვრებოდე?
-ალბათ უნდა სვამდე.
-არ ვსვამ მითუმეტეს მაშინ როცა ჩემი სახლი დაუპატიჟებელი სტუმრებითაა სავსე.
-როცა ბრაზდები ლამაზი ხარ.
-უკაცრავად?-განვრისხდი.
-რაიყო კონპლიმენტი გითხარი-მომიგო მან
-შენი კონპლიმენტები შენთვის შეინახე.-ვუთხარი და გავეცალე.
შუაღამის ორი საათია,მისაღებში ისევ მუსიკის ხმა ისმის.მე ოთახში ვარ და ვცდილობ ყურადღება რამეზე გადავიტანო.უცებ ტვინში შონი ამომიტივტივდა,ის იმედგაცრუება რომელიც მან განმაცდევინა, არადა მეგონა მეგობრები გავხდებოდით თუმცა ცნობილებს ხომ ჩემნაირი ჩვეულებრივი გოგონები მეგობრადაც არ უნდათ.
უცებ ტელეფონზე რეკვის ხმა გავიგე,იმედი მქონდა დედაჩემი იქნებოდა მაგრამ ჩემდა გასაკვირად უცხო ნომერი აღმოჩნდა. ამ დროს ვინ უნდა იყოს- გავიფიქრე და ზარს ვუპასუხე.
-გისმენთ.
-ჰეი,ემა,შონი ვარ მიცანი?-აი ისიც
-ჰეიი,ველოდებოდი შენს ზარს, ამ შუაღამეს რამ გაგახსენა ჩემი თავი?
-გავიგე რომ დაბადების დღე გაქვს, მინდა რომ მოგილოცო, გილოცავ და მრავალს დაესწარი. აქამდე დაგირეკავდი უბრალოდ საშინელი გრაფიკი მაქვს.
-მადლობა და არაუშავს.
მან მალევე გათიშა და თითქოს ჩვენს მეგობრობას ფრთები შეასხა. ძალიან გამიხარდა რომ დამირეკა,ღმერთო მასზე ამდენი არ უნდა ვიფიქრო წავალ მისაღებში და იქნებ დავშალო ეს ხალხი.
მისაღებში გავედი და ყვირილი დავიწყე:
-წვეულება დასრულებულიაა!!!
-ჯერ ეხლა იწყება-თქვა ჰარიმ და ხელში ამიტაცა.გადავირიე, ხელში მახტუნავებდნენ, ვყვიროდი,სადაცაა ხელიდან გავუვარდებოდი მათ მაგრამ უცებ კარი დედამ შემოაღო და გაოცებისგან პირი ღია დარჩა.ჰარიმ ხელი გამიშვა და იატაკზე დამსვა. ბავშვები დედაჩემის დანახვაზე დაიშალნენ.როგორც კი წავიდნენ დედაჩემს მთელი გულით ჩავეხუტე და მადლობა გადავუხადე რომ არსებობს.დიდი ხანია თავი არ დამიდია და გთხოვთ მაპატიოთ,მიყვარხართ და იმედი მაქვს მოგეწონათ💕💕
YOU ARE READING
ოქროს გიტარა (შონ მენდესის Fanfiction)
Fiksi Penggemarშონ მენდესის Fanfiction. 17 წლის ემა სთოუნი განსხვავებული გოგოა.მას უყვარს 90 იანების მუსიკა, აქვს განსხვავებული სტილი, გოგონას არ ჰყავს მეგობრები რაც მისი მუდმივი მოგზაურობის ბრალია. გოგონა ერთ დღესაც კანადელ პოპვარსკვლავ შონ მენდეს შეხვდება, ემამ...