Drag me to Hell. / Hell.
საშუალო ასაკის ბიჭი ოთახში ყვირილით იჭრება და სავარძელში მჯდომ მოხუცს კალთაზე აცოცდება,პატარა ხელებს წელზე ხვევს და თავს გულმკერდზე ადებს.
-ბაბუ,მომიყევი რამე ისტორია - თხოვს წუწუნა ხმით.
-საშიში ისტორია რომ მოგიყვე,სუნჯე? - იღიმის მოხუცი - თუ ჯერ პატარა ხარ?
-13 წლის ვარ,ჯეჰიონ - ხითხითებს და უფრო მაგრად ეკრვის ბაბუას - მომიყევი,მიდი.
-დარწმუნებული ხარ,რომ გინდა ამ ისტორიის მოსმენა? - ეკითხება დაინტერესებით კაცი და სათვალეს ცხვირზე ისწორებს.
-მინდა - მოუთმენლობისგან თავს სწევს და პირდაპირ დაღლილ თვალებში უყურებს მოხუცსს.
-მაშ ასე - ახველებს კაცი და მოსაყოლად ემზადება. სკამზე უფრო მოხერხებულად ჯდება,შვილიშვილს გულმკერდზე იხუტებს და ნიკაპს თავზე ადებს - ჩემს ახალგაზრდობაში,ერთ შესანიშნავ ბიჭს ვიცნობდი....
-გიყვარდა? - მოუთმენლად ჩაეკითხა ბავშვი.
-თუ დამაცდი ყველაფერს გეტყვი - ეცინება ჯეჰიონს და გონებით მოგონებებში გადადის.
-----------
-თეიონ,ცოტა ჩუმად - უწყრება უფროსი და ხელზე ხელს მაგრად კიდებს - ძალიან ხმაურობ.
-ჩვენ ჯერ კიდევ ეზოში ვართ,ჯეჰიონ - ეცინება უფროსს და თეთრ თმაში თითებს იცურებს.
ჯეჰიონი აკვირდება და ეცინება. მთლიანად შავებში გამოწყობილს,თეთრი თმა გვირგვინივით ადგა თავზე. ხელზეც კი შავი ხელთათმანები ეკეთა,ისევე როგორც მას. ორივე ბიჭი ისე იყო გამოწყობილი,თითქოს ბანკის გაძღცვას გეგმავენო,მაგრამ იქნებ უფრო უარესს აპირებდნენ?
-მაინც სიფრთხილე გვმართებს,ყველამ იცის ამ სახლის პატრონის შესახებ ლეგენდები - ჩურჩულებს ყავისფერ თმიანი და უფროსს უფრო ახლოს იყენებს,საკუთარი სხეულით იცავს.
YOU ARE READING
This Is a Hell
Horror-ახლა შენი ჯერია ჯოჯოხეთში,ჯეჰიონ - იღიმის ბიჭი - დამიჯერე,იქაურობა არ მოგეწონება.