სახლში დაღლილი მოვედი. დივანზე დავჯექი და დილით მოსულ წერილებს გადავავლე თვალი. ჩემი ყურადღება ერთმა წერილმა მიიქცია. არც ადრესატი იყო მითითებული. არც მისამართი. იმდენად დიდი იყო წაკითხვა შემეზარა და მაგიდაზე დავაბრუნე, თუმცა ვერაფრით ამოვიგდე თავიდან. საბოლოოდ წერილი ავიღე და კითხვა დავიწყე.
" დღეს უეცრად მომაგონდით ბატონო იუნგი. ჩვენი ერთად გატარებული დრო მომაგონდა. დარწმუნებული ვარ ვერაფრით ხვდებით ვინ ვარ, ან რატომ გაბეზრებთ უაზრო წერილებით თავს. გეტყვით. ყველაფერს გეტყვით. მინდა გაგახსენოთ ვინ ვარ. თუმცა ამაზე მეტად მინდა გაგახსენოთ თქვენ ვინ ბრძანდებით ბატონო იუნგი.
ორიოდე წლის ვიყავი რომ გაგიცანით. ნამდვილად ვერ ვიტყვი იმ წამს თქვენით მოვიხიბლე მეთქი. მე ხომ მაშინ სულ პატარა გახლდით, თანაც ის დრო მხოლოდ ბუნდოვნად თუ მაგონდება. ერთად გავიზარდეთ ბატონო იუნგი. მახსოვს თქვენი ლამაზი, ქერა თმა და ღრმა, ლურჯი თვალები.ათი წლის ვიყავი პირველად რომ მივხვდი. მივხვდი რომ შემიყვარდით. ოჰ ახლა ალბათ გაგეცინებათ ათი წლის გოგონას ბავშვურ სიყვარულზე. მაგრამ რა ვქნა რომ მე დღესაც არ მეცინება ბატონო იუნგი. ათი წლის ბავშვი თქვენს სიყვარულში ჩავიკარგე და ვერც შევამჩნიე როგორ გამოვტოვე ბავშვობა. მადლობა ღმერთს თქვენთან ახლოს ყოფნის საშუალება მქონდა თორემ ალბათ სულ დავკარგავდი თავს. ყველაფერი შევიყვარე რაც თქვენ გიყვარდათ. მთელი არსებით. გესმით? მთელი არსებით შეგიყვარეთ. ვგონებ თქვენც გიყვარდით. სხვას რას მივაწერო თქვენი თბილი სიტყვები, განსაკუთრებული ყურადღება ჩემს მიმართ. ან იქნებ ეს ჩემი ბავშვური ფანტაზიის ნაყოფი იყო. მართლაც მე ხომ არასდროს ვყოფილვარ გამორჩეული სილამაზით. სრულიად ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი. თუმცა ნება მომეცით მჯეროდეს რომ თქვენც გიყვარდით. ნება მომეცით დავიჯერო რომ სიცოცხლის რამდენიმე წელი მაინც მაქვს ბედნიერად გატარებული.

YOU ARE READING
Letter 🥀
Short StoryOnce you've hurt someone It will always be in their mind Even if they still have a smile on their face