სამიზნე: ლი მინჯუნი.ასაკი: 45 წელი.
სტატუსი: მსხვილი ბიზნესმენი.
დანაშაული: არ არის განხილული.
მიზანი: თავიდან მოცილება.
ჯილდო: 2 000 000$.
* * *
კიდევ ერთხელ შეათვალიერა საკუთარი თავი სარკეში, მიხვდა რომ არც ზედმეტად ჰქონდა რაიმე ან პირიქით, ნაკლებად და როცა დარწმუნდა, რომ ყველაფერი რიგზე იყო, საკუთარი შავი ნიღაბი მოირგო და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. არა, არ ნერვიულობდა, გულიც კი არ ჰქონდა აჩქარებული, მით უმეტეს, იცოდა, სად მიდიოდა და რა უნდა გაეკეთებინა, მაგრამ...
ეს დაწყევლილი კაბა! ოდესმე დადგება დღე, როცა მიეჩვევა?
კიდევ ერთხელ ამოიოხრა, ბარძაყზე ხელი მოიკიდა, რომ გადაემოწმებინა, მისი პატარა ადგილზე ჰქონდა თუ არა და როცა დარწმუნდა, ყველაფერი რიგზე ჰქონდა, საპირფარეშოც მშვიდი გამომეტყველებით დატოვა და როგორც კი შენობის შუაგულს მიაღწია, სადაც იმდენი ადამიანი იყო, რამდენსაც მოელოდა კიდეც, მაშინვე იგრძნო რამდენიმე წყვილი თვალი მასზე, რომლებიც ურცხვად ათვალიერებდნენ მის მოხდენილ სხეულსა და ჩაცმულობას, რომელიც თვალს არ გამოეპარებოდა.
ნამდვილად კარგად გამოიყურებოდა, შავი ატლასის მოკლე კაბა, რომელიც წვრილ ზონარებზე იყო დამაგრებული და რომელსაც ზურგის უმეტესობა ნაწილი მოშიშვლებული ჰქონდა, კიდევ უფრო ლამაზს ხდიდა, ვიდრე ჩვეულებრივ იყო. თმა ცხენის კუდად ჰქონდა აწეული, რომელიც მის გამოყვანილ სახეს, ყბის ძვალსა და მწვანე თვალებს, კიდევ უფრო მკაფიოდ აჩენდა, სახეზე მორგებული შავი ნიღაბი კი, იმდენად მისტიურ ხდიდა ქალს, შავი კაბითა და წითელი ტუჩსაცხით, რომ შეუძლებელი იყო, მისთვის თვალი აგერიდებინა.

YOU ARE READING
Nabi - K.TH. 🍂
Fanfiction~ One -Shot ~ "-Come back home, Nabi." February 2nd, 2020.