გუუკი განსაკუთრებით აგრესიული და მხიარული საღამოებისგან დაკაწრული მასიური კარის წინ ჩერდება, ხმაურზე ტრიალდება და დაახლოებით ექვსიოდე წლის ბიჭუნას ამჩნევს, რომელიც ქალაქის მკვიდრების მსგავსად, სატანის დანახვაზე ნაჩქარევად კი არ გაშორდა ქუჩას, არამედ თითქოს არაფერი მომხდარა, მსხვილ ქვას ესვრის ქვებისგან აწყობილ პატარა გორაკს. გუუკი მამაც ბიჭუნას თვალს უკრავს, საპასუხოდ მხიარულ ღიმილს იჭერს, თავის მეომრებს გარეთ ტოვებს და მხრით აწვება აჭრიალებულ კარს. ალფა ცხიმის ლაქებით მოთხვრილ და ჭუჭყისგან გაშავებულ ფარდებიან ოთახში ხვდება, რომელიც როგორც ჩანს სასადილოს ფუნქციას ასრულებს. მაგიდები და სკამები კუთხეებშია მიყრილი, ოთახის ცენტრში კი იმპერიის ხუთი მეომარი დგას, რომლებიც მაშინვე თავს ხრიან და გვერდით იწევენ, როგორც კი მბრძანებელს ხედავენ.
- გაქცევის დროს სამი გადარჩა, - თავით ანიშნებს იატაკზე მსხდარ და ხელშეკრულ ადამიანებზე ჰოსოკი. - ნამჯუნი კუდში მიჰყვება მათ, ვინც ქალაქიდან გაღწევა მოახერხა, შანსი არ აქვთ შორს წასვლის.
- მომახსენეს, რომ ჩვიდმეტნი იყვნენ, - იქუფრება გუუკი და ტყვეებს უახლოვდება.
- ცხრას დავეწიე.
- და მხოლოდ სამი დატოვე ცოცხალი. ცოტაა.
ჰოსოკი არ პასუხობს. იცის, რომ გუუკი მართალია, რომ ვერასოდეს თვლის ძალას, ხოლო როდესაც თავის ხმალს უშვებს საქმეში, ვერაფრით აჩერებს მის სისხლიან ცეკვას.
- ნუ, გისმენთ, - გუუკი ფეხით იჩოჩებს თავისკენ სკამს, ცენტრში მდგარი ერთადერთი მაგიდის ქვეშიდან და ჯდება, დაჟინებით ათვალიერებს დატყვევებულ ალფებს. - რას აგროვებდით, ყველაზე მთავარი კი ვისთვის?
მამაკაცები, თვალებს ხრიან და დუმან.
- ყველანი მოკვდებით, ეს არც კი განიხილება, - იფხანს დაბალ წვერს ალფა. - მაგრამ მარტივად და სწრაფად ნამდვილად არ მოკვდებით. თავს ვერ დააღწევთ ჯოჯოხეთურ წამებას, რომელიც თქვენთვის დიდი სიყვარულით მოვამზადე, სანამ არ იტყვით, ვინ მოგაგზავნათ.
أنت تقرأ
GUKYUN
أدب الهواةმოდიოდა მათზე, უთვალავი ჯარით გარშემორტყმული, რომელიც ქალაქს კალიასავით ედებოდა, გასაქცევ გზას არ ტოვებდა. წინა რიგების შუბებზე ადამიანების თავები იყო წამოცმული, რომელთა დათხრილი თვალები, გადარჩენილებს სიზმრებშიც ელანდებოდათ. ოღონდ არავინ მათ შორის...