at dusk, death came in the form of a man

557 94 8
                                    

ქარბუქი.

ლამაზი იყო ქათქათა ფიფქების სწრაფი ვარდნა, ჯონგუკს მარტოობის გრძნობას უქარვებდა. ხის იატაკზე, ორქიდეის ცარიელ დარბაზში იჯდა მიყუჟული და აჩახჩახებული შანდლის ფონზე ნახშირით რაღაცას ხაზავდა. ნარინჯისფერი ელვარება მკრთალად ეფინებოდა ოთახის პატარა კუნჭულსაც კი.
აწითლებულ მტევნებში მოექცია ნახშირის ნატეხი და ხაზებს ავლებდა თითქოს უმისამართოდ, მაგრამ შემდგომ ქაღალდზე ნავის ფიგურა გამოიკვეთა, რომელიც ზღვაში მიცურავდა. ზღვის ტალღები უდარდელად მოეხაზა, ანცად გადაატარებდა შავ მასალას შეუბღალავ ნაწილს.
ძველ საყვარელ საქმიანობას რომ აკეთებდა, უჩვეულო ნოსტალგიის შეგრძნება ეუფლებოდა. თითქოს თითები იცნობდნენ ხატვას, ყველაფერს, რასაც იგი მისის შტრაუსთან აკეთებდა. ახლა ჰიტლერის ფოტო აღარ უნახავს, ზედ რომ მიეხატა ფრთებ-ფარფატა მტრედი.

-რას ხატავ? - იუნგიმ ჰკითხა, რომელიც აქამდე თეჰიონთან საუბარში იყო გართული, ახლა კი გატაცებული ჯონგუკი რომ დაინახა, ყურადღება მასზე გადაიტანა.
ბიჭმა კითხვის მოსმენისთანავე დამალა ფურცელი და ოდნავ ხმამაღლა მოუვიდა წამოძახება, არაფერიო!
-მანახე.

ბიჭმა ყოყმანით ამოაძვრინა ოდნავ დაკუჭული ქაღალდი.

-ხატვა შეგძლებია... არ მეგონა, - აღმოხდა იუნგის, ნახატზე თვალმოუშორებლად.
თეჰიონი ჩუმად იდგა, აკვირდებოდა, შემდეგ კი ქურდივით წააგლიჯა ბღუჯიდან.
-ასეთი ნავები რამდენიმეჯერ შეგვინიშნავს, არა, იუნგი? - მიუბრუნდა მეგობარს.
- უთუოდ კარგია, მომწონს. შენ არა?
-ოჰ, კი, კი, მახსენდება, ჩვენი პორტისგან ორიოდე მილში რომ დაცურავდა რამდენიმე. ძვირადღირებული არ არისო, ჯუნჯემ მითხრა, მაგრამ თევზჭერაში კარგიაო. შენ რა იცი ეს ნავი, ჯონგუკ?

-მყავდა.
-რა? ეს ნავი?
-ახლა სადაა? - მიღებულ კითხვებზე ბიჭი შეჩერდა და წამით კალთაზე დაიხედა, სევდის ნაპერწკალმა გაუელვა.

HikaruWhere stories live. Discover now