To Sungie

108 19 17
                                    

ძალიან პატარა ტანის,წრუწუნასავით ბიჭი დიდ დერეფანში ანერვიულებული იჯდა და ხალხით გადაჭედილ სკამებს უმზერდა.ისინი საკუთარ საქმეში გართულები ჩანდნენ. ყველა რაღაცისთვის იყო აქ მოსული,ამ რაღაცას კი,ოცნების ასრულება ერქვა. ოცნება ხომ ერთადერთი საშუალებაა,შევურიგდეთ რეალობას. სწორად ოცნება გვეხმარება სიცოცხლის გაგრძელწბაში,ოცნება გვაძლევს ძალას არ დავნდებდეთ და მის ასასრულებლად ვიბრძოლოთ. დერეფანში შეკრებილები ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ,ყველანი ინდივიდები იყვნენ,რომლებსაც საკუთარი ოცნებები,მისწრაფებები,მიზნები გააჩნდათ.

ზოგი იატაკზე იჯდა,ზოგიც სკამზე და ზოგი საერთოდ,ნერვიულობისგან ადგილს ვერ პოულობდა,ჩქარი ნაბიჯებით დადიოდა აქეთ-იქით.რამდენიმე სკამზე მდჯომი,ფეხს გაუჩერებლივ აქანავებდა და წარმოქმნილ მელოდიას ტანს მსუბუქად აყოლებდა,ჩანდა რომ მოცეკვავეები იყვნენ,ზოგი მელოდიას ტუჩებს აყოლებდა და სიმღერას ჰქმნიდა. ზოგს გიტარა ეჭირა ხელში და აკორდების აღებაში ვარჯიშობდა,ზოგი ყველასგან განცალკევებით იდგა და ცეკვავდა,არავის აქცევდა ყურადღებას,ზოგს ყურსასმენები გაერჭო,მუსიკის რითმს აყოლებდნენ ტანს და მელოდიას იმახსოვრებდნენ,რათა სწორად შესძლებოდათ სიმღერა. იქ მყოფთაგან თითქმის ყველა,პატარა ბიჭზე უფროსი იყო როგორც გარეგნულად,ისე ასაკითაც.

ყველა განსხვავებულად გამოიყურებოდა. ზოგს გრძელი თმა ჰქონდა,ზოგს მოკლე,ზოგი მაღალი იყო და ზოგი დაბალი. ზოგს მოდურად ეცვა,ზოგი პირდაპირ საწოლიდან წამომდგარა ჰგავდა. ყველა განსხვავებული იყო,ყველანაირი გაგებით.

ბიჭი სკამზე ნერვულად სწორდება,ფეხს აჩერებს და გვერდით მჯდარ დედას უყურებს,რომელიც მის მსგავსად დერეფანს ათვალიერებს. ქალს ფართო ყვირიმალები,შვილის მსგავსი წურუწუნას მსგავსი ტუჩები და საყვარელი,პატარა ცხვირი აქვს. წაბლისბერი თმა მაღლა აეწია,რათა უფრო ახალგაზრდა გამოჩენილიყო. ჩანდა,მთელ ყურადღებას დარბაზსს აქცევდა.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Dec 10, 2023 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

U DID IT Where stories live. Discover now