2019 წლის 25 ოქტომბერისასტიკი მკვლელობა. მოკლულია 18 წლის ახალგაზრდა მამაკაცი.
სხეულზე აღენიშნება ბასრი საგნით მიყენებული 19 ჭრილობა.
საქმე გახსნილია სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით, რომელიც ითვალისწინებს განზრახ მკვლელობას.
»»
-საშინელებაა...
-იცოდე, არც გაბედო ღამე მარტომ სახლიდან გასვლა! ხომ ხედავ რა ხდება. -ბიჭმა საჩვენებელი თითი სახის წინ აუფრიალა წინ მდგომს.
-კარგი რა ჩან, ნუ ღელავ. არაფერი მომივა. -დაბალმა თვალები აატრიალა და გზა განაგრძო
-რასაც გეუბნები იმას გააკეთებ! ალბათ ის ბიჭიც შენსავით ფიქრობდა, მაგრამ ხომ ხედავ რაც მოუვიდა. -დაეწია და ხელი ჩასჭიდა - ქვეყანა მანიაკებითაა სავსე, შენ კი ასეთი ლამაზი და დაუცველი ხარ.
-საკუთარი თავის დაცვა შემიძლია.
ამ სიტყვების წარმოთქმა და თავში ძლიერი დარტყმა ერთი იყო.