👩‍👩‍👦

29 1 2
                                    

-კიდევ რას გვეტყვი თქვენი ცოლის შესახებ?-ჯგუფად შეყრილმა სტუდენტებმა ერთმანეთს გადახედეს და მოხუცი ქალბატონისკენ გადაიტანეს მზერა.

სახედამჭკნარი ქალბატონი ხელს საქორწინო ბეჭედს უჭერდა და ფიქრობდა იმაზე რომ, ხვალ შეიძლება გაიღვიძა საყვარელი ადამიანის გარეშე, ეს კი შინაგანად ანგრევდა მას.

-ქალბატონო ნინი კარგად ხართ?
-კარგად ვარ შვილო კარგად.-ერთი ღრმად ამოისუნთქა და ცრემლებს უფლება მისცა გზა გაეკვლიათ ლოყაზე.
-გთხოვთ არ იტიროთ რა,თქვენი ცოლი კარგად იქნება აი ნახავთ.-19-20 წლის გოგონამ ყელზე შარფი გაისწორა და მოხუცს ხელზე ნაზად მოეფერა.

-როგორ არ ვიტირო,ის ჩემი სიცოცხლეა.
თქვენ რომ გიყურებთ მახსენდება ერთად გატარებული წლები,როგორი ტკივილითა და ბედნიერებით გამოვიარეთ.17 წლის ვიყავი ის რომ გავიცანი..
იცით,ადრე ერთმანეთი დიდად არ გვეპიტნავებოდა,არ გვქონდა კარგი ურთიერთობა,მაგრამ საერთო ადამიანის გამო მოგვიწია ერთმანეთთან კონტაქტი.
მეფლირტავებოდა.-მოხუცს სუსტად გაეცინა და ლოყაზე დამჭკნარი ხელით ცრემლი მოიწმინდა.-ჯერ უბრალოდ ხუმრობით დაიწყო ყველაფერი,მერე კი გამომიტყდა რომ ვუყვარდი.-მზერა კედლისკენ გადაიტანა და ერთ წერტილს მიაშტერდა.

გაჩერდა.

ბეჭედს ხელი უფრო მოუჭურა და მშვიდად გააგრძელა საუბარი.

-რა თქმა უნდა,მეც მქონდა მის მიმართ გრძნობები მაგრამ,თავდაპირვლად ვფიქრობდი მისი მორიგი გასართობი ვიყავი.
-წინაცხოვრებაში ბიჭი იყო უეჭველი.-ფეხზე მდგარმა სტუდენტმა ბიჭმა თქვა და მეორე მეგობარს მხარზე მკლავი დაადო.
-სულიერად ბიჭი იყო.-გაეცინა მოხუცს.-ბიჭის სტილი ჰქონდა,ბევრი გოგო ჰყავდა და ფლირტიც ძალიან უყვარდა,ამიტომ მეგონა რომ შეიძლება გამოვეყენებინე.

-ბოლოს ხომ მაინც დაბრო მიეცი?-ყველას ერთად გაეცინა.
-რა კითხვებია კრეტინო,ახლა აქ კიარ იქნებოდა.
-მესამე დღეს მეც სიყვარულში გამოვუტყდი.-გაეღიმა ნინას.-23 იანვრიდან დღემდე ისევ ერთად ვართ.
-და მშობლები?მაშინ ხომ ერთსქესიანობაზე დიდი დავა იყო?
-ყველაფრის მიუხედავად ყველაფერი დავივიწყეთ,ასე რომ ვთქვათ დავიკიდეთ და მაინც ერთად ვიყავით.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Feb 13, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

DREAMWhere stories live. Discover now