●●●

336 23 49
                                    

იქ სადღაც შორს, სადაც ყველაფერი ფერადია. იქ სადღაც შორს, სადაც ღიმილიც კი ნამდვილია, სიყვარული წარმოიქმნა. მარადიული, თითქოს მიუწვდომელი, თუმცა ძალზედ სასურველი. იქ სადღაც შორს, იწერებოდა ლეგენდები, ზღაპრულ ფერიებსა და მომნუსხველ პრინცებზე. სწორედ იქ სუფევდა ბედნიერება, რადგანაც ყველაფერი წრფელი იყო, რადგანაც ადამიანებს  სიცოცხლე უხაროდათ. მათი მხიარული ხმა ცას სწვდებოდა და ექოს წარმოქმნიდა. იქ სადღაც შორს, ადამიანები ტკბებოდნენ მეორე ნახევრებთან გატარებული თითოეული წუთით. თითქოს მათ მუცელში პეპლები დაფრინავდნენ, თვალებში მცირე ზომის მოციმციმე ვარსკვლავები ენთოთ.

გოგონას აზრით ბებიის მოყოლილი ძველუ ისტორიები, ნამდვილ სიყვარულზე სრული ფარსი იყო.ის ვეღარ გრძნობდა ფრთებგაშლილ, ჭრელ პეპლებს. აღარც მისი თბალები ბრწყინავდა ძველებურად. იგი ახლა სრული წყვდიადით იყო მოცული. აღარაფერი ახარებდა, აღარ ცდილობდა სიყვარულისთვის ებრძოლა. დიდი ხნის წინ დაკარგა ნამდვილი სიყვარული, დიდი ხნის წინ შეწყვიტა ბრძოლა შავ ხვრელთან. მორევი კი იზრდებოდა და თანდათან უფრო ღრმად, მეტი სიძლიერით ითრევდა თვრამეტი წლის მიას მასში. ის ვერ ხვდებოდა, ვერ იაზრებდა ცხოვრებისგან მოყენებული ჭრილობების სიმრავლესა და სიძლიერეს. იგო სუსტდებოდა და ნელ-ნელა იფერფლებოდა. მოგიზგიზე ცეცხლის ალი კი მის არცერთ სანტიმეტრს არ ინდობდა. გოგონას ცრემლებიც კი არ შველოდა ბიჭის გაშეშებულ თვალებს. ორივეს სტკიოდა, ორივეს ეშინოდა თუმცა ხელიხელჩაკიდებულები მიუყვრბოდნენ ცხოვრების უსასრულო, დაკლაკნილ ბილიკს...

ცხოვრება ნამდვილად არ არის ია-ვარდებით მოფენილჯ და მოციმციმე ვარსკვლავებივით განათებული. ყველაფერს შრომა და ბრძოლა ჭირდება.სიყვარულისთვის ბრძოლა კი ძალიან ძნელია. მისთვის ბევრი რამის გაღება და შეძენა გიწევს. რთულია როცა იცი რომ მხოლოდ შენ იბრძვი, როცა იცი რომ მხოლოდ შენ გჯერა. მიას არ სჯეროდა. მას სწამდა რომ ყველა მიატოვებდა. დატოვებდა შუა გზაზე, ცრემლებისა და დასახიჩრებული გულის ამარა. ხოლო მისი მეორე ნახევარი ჰოსოკი ძალიან მხიარული გახლდათ. ყოველთვის ცდილობდა რომ მია გაებედნიერებინა. უცხოს რომ შეეხედა იფიქრებდა ერთმანეთისთვის უცხო არიანო, თითქოს მია ღამე იყო ჰოსოკი კი, დღე. განსხვავდებოდნენ როგორც ცა და დედამიწა. მიას ადამიანებისადმი ნდომის სურვილუ დაკარგული ჰქონდა, ჰოსოკი კი ყველას წრფელუ გულით იყვარებდა, ენდობოდა სიცოცხლით, თუმცა ადამიანების ამოცნობა ნამდვილად არ იყო მისი საქმე. ვინ იცის რა იმალება ამ ღიმილის მიღმა? ვინ იცის რამდენ ტკივილს განიცდის რომანტიკოსი? ხშირად ტიროდა ხალხისგან უჩუმრად, საათობით იჯდა მისი გადაშლილი ლეპტოპის წინ და არ ინძრეოდა. ხშირად ფანჯრიდან უცქიროდა შემოდგომის პეიზაჟს, მოსწონდა თუ როგორ ეცემოდა ყვითელი ფოთლები მიწაზე, თუმცა თავად არასდროს შეუწყვიტავს ოცნება მომავალზე. მია მთელი გულით უყვარდა, სულით ხორცამდე თბებოდა მასთან ახლოს ყოფნით, ყოველთვის ამბობდა რომ მის მის ცხოვრებას ამხიარულებდა და ახალ ელფერს სძენდა. თუმცა არ იცოდა გოგონას აზრი, მიაც იგივეს ფიქრობდა. მისი გადმოსახედიდან ჰოსოკი იდეალური იყო, მხოლოდ მისთვის. მაშინ როცა მიას ყველა ტოვებდა ჰოსოკი მის გვერდით დარჩა. მისი ღიმილით გაუთბო გული და ცხოვრებაში პირველად ვიღაცასთან ყოფნა მოანდომა.
ბიჭი ყოველთვის დიდი ყურადღებით უდგებოდა სხვებისთვის სიყვარულის მინიჭებას და ხშირად საკუთარი თავიც კი ავიწყდებოდა. შრომობდა იმისთვის რომ მომავალში მიასთან ერთაფ ერთ დიდ სახლში ეცხოვრა. სახლში სადაც მათ ირგვლოვ ბავშვები ირბენდნენ. ხშირად წარმოიდგენდა ხოლმე თუ როგორ ებღაუჭებოდა პატარა გოგონა მამის პერანგს და ძილში ბუტბუტებდა მშობლებისთვის გაუგებარ ენაზე. ამ დროს კი მია მათ ვაჟს ძილისპირულს უმღეროდა. ყოვრლთვის მოსწონდა გოგონას ხმა, მიუხედავად იმისა რომ მია ძალიან იშვიათად მღეროდა ჰოსოკი აღფრთოვანებული იყო სატრფოს უსაზღვრო ნიჭით. იმ გრძნობების, რომლებსაც მია სიმღერაში აქსოვდა, სიტყვებით გადმოცემა ძნელი, უფრო მეტიც შეუძლებელია.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Feb 11, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

RomanticWhere stories live. Discover now