მოხუცი კაცი სევდიანი თვალებით უყურებს მის წინ მდგომ ახალგაზრდა, სუსტი აღნაგობის, დაბალ ბიჭს და ცდილობს ცრემლები შეიკავოს. ის მზად იყო, მან თავიდანვე იცოდა რომ ამ პატარა ბიჭს ასეთი მომავალი ეწერა თუმცა არაფრის შეცვლა შეეძლო.
პატარა სხეული გაკვირვებული უმზერს ბაბუამისს და ცდილობს მოსმენილი გაიაზროს.
მის წასაყვანლად მოვლენ... ის მოვა და წაიყვანს...
მისი ოცნებები,მიზნები და დარჩენილი ცხოვრება ფერფლად იქცევა...
ის რასაც ბავშვობაში უბრალო ზღაპრადაც არ მიაჩნდა, ახლა რეალური გამხდარიყო...
ათი წლის წინ:
-ბაბუაა- 8 წლის ბიჭუნა მთელ თავის ენერგიას იკრებს და მაქსიმალური სიჩქარით მირბის მოხუცთან. ეს უკანასკნელიც მარჯვედ ხვევს თავის ცელქ შვილიშვილს ხელს და გულში იკრავს
ზაფხულია და შესაბამისად ძალიან ცხელა. ბუნება საოცარი ფერებითაა სავსე. მზე თავის სხივებს აგზავნის დედამიწაზე და ცდილობს იგი მთლიანად მოიცვას.
ბაბუა და შვილიშვილი ორსართულიანი სახლის წინ , მწვანედ მობიბინე ეზოში ერთმანეთს თბილ ჩახუტებას ჩუქნიან.
- ჩემი პატარა ბიჭი ჩამოვიდა- თმები აუჩეჩა და შუბლზე აკოცა.
-მე პატარა აღარ ვარ! უკვე 8 წლის ვარ და გავიზარდე!
-ხო ხო- მოხუცმა ბავშვის საქქციელზე ჩაიცინა და კვერი დაუკრა- ჩემი დიდი ვაჟკაცი ხარ.
-ბაბუ იცი ამ დაბადების დღეზე ხელზე უცნაური ნიშანი გამიჩნდა, მე მომწონს, ლამაზია, თუმცა დედას და მამას შეეშინდათ და მერე დედამ ტირილი დაიწყო
ეს თქვა თუ არა მოხუცს სახე დაუსერიოზულდა და თითქოს მიჩვენება ნახაო, გაფითრდა.
ბიჭის მაჯას დახედა და სრულიად გაუცნობიერებლად თვალიდან ცრემლი მოწყდა.
-ბაბუ შენ რა ტირი?
-ბექი პატარავ მოდი ერთად დავჯდეთ, ნაყინი ვჭამოთ და რაღაცას მოგიყვები კარგი?