Speed of Soul

1K 124 54
                                    



-მამა, შეგიძლია შემოხვიდე? - ომეგოს ხმა დერეფნის ბოლოდან მოესმა, თავისი ოთახიდან ზუსტად ორი ოთახის მოშორებით და წამში მიიხედა იქეთ. - სასწრაფოა! - კიდევ ერთი დაძახება და უკვე იცოდა, რომ უჩუმრად ვეღარ შევიდოდა თავის კაბინეტში.

-რატომ არ გძინავს? - დაეჭვებით იკითხა ოთახში შემოსულმა ალფამ, რომელმაც წამში შეამჩნია სასწავლო მაგიდასთან მჯდომი პატარა ომეგა, რომელიც მის წინ დადებულ ფურცლებს მიშტერებოდა. - კიო, იცი, რომელი საათია? ხვალ ხო სკოლაში უნდა წახვიდე, მა.

-არ მეძინება, - ჯიუტად გააქნია თავი და მამას ანიშნა მისკენ მისულიყო. - თანაც, ხვალ შაბათია და შემიძლია ვიძინო დილით.

ალფამ ნელა გადადგა ნაბიჯები მისკენ და როგორც კი მიუახლოვდა, ეცადა მის სიმაღლეზე დახრილიყო, კარგად რომ შეეხედა თაფლისფერთვალება სილამაზისთვის.

ომეგას თვალები უბრწყინავდა და დიდი გამოცნობა არ სჭროდებოდა იმას, რომ რაღაც ჩაფიქრებული ჰქონდა. კიოს ამოცნობა ადვილი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მამას ყოველთვის უმტკიცებდა, უკვე დიდი ვარ და არც ჩემი ნაბიჯების გამოცნობა შეგიძლიაო. რვა წლის ბავშვისთვის, ნამდვილად დიდი იყო, ზოგჯერ ისე აზროვნებდა, ჰოსოკი ვერ ხვდებოდა, რომელი იყო მათ შორის ოცდათოთხმეტი წლის და რომელი რვის. კიოს ხიბლიც სწორედ ეს იყო. ყველას წინ უსწრებდა ნაბიჯით და არასდროს იცოდი, რა აზრი მოუვიდოდა თავში.

-მართალია, ხვალ შაბათია, - ამჯერად ალფამ სკამი მისწია მაგიდისკენ და გვერდით მიუჯდა. - აბა, პატარა გენიოსო, რა არის ასეთი სასწრაფო, რომ ძიძა მოაჯადოვე და ამ დრომდე დამელოდე?

-ძიძას უბრალოდ ის ვუთხარი, რომ მამას დაველოდებოდი, - ამაყად გამოაცხადა ომეგამ და ფითქინა ლოყები გაწელა ღიმილში. - ისიც დავაყოლე, რომ უკვე დიდი ომეგა ვარ და როცა მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს მოსაგვარებელი, მათ ჩემითაც გავუმკლავდები.

Speed of Soul - .VHOPE. 🍂Where stories live. Discover now