ჯონგუკი საჭეს ხელებით ძლიერად ჩაბღაუჭებოდა, დროდადრო თვალებს მისი ახალი სამიზნისკენ აპარებს.
გულის ფეთქვა უხშირდება, სისხლი უჩქეფს. მის სადისტურ თვალებში კმაყოფილება ირეკლება. მალე ახალი სათამაშო ეყოლება.ჯონგუკმა მოწითალო ტუჩები გაილოკა. მისი დაუფლების სურვილი უმძაფრდებოდა. მსხვერპლს თავში აზრადაც არ მოსდის თუ რა ელის წინ. გაღიმებისას ახალგაზრდა კაცის თეთრმა კბილებმა გამოანათა, კლიენტის შეკვეთა ჩაინიშნა. ჯონგუკმა ენით ლოყა გამობერა, სახეზე უსიამოვნო გამომეტყველება აღებეჭვდოდა, ეჭვიანობდა რომ მისი ნადავლი სხვასთან დაინახა. მსხვერპლის ყურადღება მხოლოდ მკვლელს უნდა ეკუთვნოდეს, მხოლოდ მას უნდა უღიმოდეს, მისი თვალები მხოლოდ მას უნდა უყურებდნენ. ამიტომაც აბრაზებდა ჯონგუკს კაცის ასეთი დაუმორჩილებლობა, როგორ ბედავს და სხვა როგორ უღიმის, ის მხოლოდ მისი საკუთრებაა.
სულ რაღაც ერთი დღის წინ გამოეცალა ხელიდან ადრიანი, ვეღარავის ეთამაშება, ვეღარავის აწამებს. ახლა კი გარეთ უცდის მის მორიგ მსხვერპლს, რომელსაც სამუშაოს დასრულებისას წინ მთელი თავგადასავალი ელის.
ჯონგუკმა მისი რუტინა ზეპირად იცის: ახალგაზრდა კაცი ყოველ დილით ექვს საათზე დგება, ერთ საათს ვარჯიშს ანდომებს. სამსახური რვაზე ეწყება, მუშაობს კაფეში, სადაც სამუშაო გრაფიკი შვიდ საათამდეა. ამის მერე კაფეს ხურავს და სახლში ბრუნდება.
მკვლელი ბოლო ერთი კვირაა რაც აკვირდება, მას შემდგ რაც ადრიანი თავიდან მოიშორა. ჩვეულებრივ, ერთი კვირის განმავლობაში უთვალთვალებს მათ სანამ თავის მახეში გააბავს. სათამაშოს გარეშე დიდხანს ვერ ძლებს.
უკვე ორი საათია რაც აქ არის, შვიდი საათის დადგომას უცდის, რომ მიიღოს რაც ასე ძალიან სურს.
დაინახა როგორ მოემზადა კაცი გამოსვლისთვის, ბოლოჯერ დაემშვიდობა თავის კლიენტებს, რომლებმაც კაფე დაცალეს. ჯონგუკის სახეს ღიმილი მოეფინა. ახლა მისი სამიზნე მარტო, სულ მარტო დარჩა.
YOU ARE READING
Arrest Me! [Jikook]
Fanfictionაგათა ქრისტის წიგნზე დაფუძნებული. ჯიმინი არის ახალბედა დეტექტივი და ის ხდება ახალი სამიზნე ცნობილი სერიული მკვლელისთვის. ჯიმინი მოწადინებულია რომ დაიჭიროს ის რადაც არ უნდა დაუჯდეს, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს ნიშნავს რომ იგი თავად გაებას თავისივე თამა...