"ხო და კიდევ ერთი რაღაც" ჯინმა ზეწარი გადააფარა ადრიანის გვამს.
ჯიმინმა ყურადღება მიაპყრო, მეტის გაგების მოლოდინში იყო.„კაცის ჩადენილი უნდა იყოს მკვევლობა" ჯინი მოტრიალდა და სურათები გადმოიღო.
„და ასე რატომ გგონია" ჯიმინი ჩაეძია, იმისდა მიუხედავად რომ უკვე თვითონაც ეჭვობდა ამას. ბევრი ქალი ვერ შეძლებდა შორ მანძილზე ეტარებინა გვამი.„შევამოწმე გაუპატიურების ნიშნები, და ნამდილად აღენიშნება ამის კვალი.
უცხოს დეენემის პოვნა ვერ შევძელი, ანუ თავდაცვის საშუალება გამოიყენა დამნაშავემ. მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო რამდენიმე დღე კაცთან ჰქონდა სექსუალური კავშირი, თუმცა აშკარაა რომ მასზე იძალადეს" ჯინმა დეტექტივს თავისი გადაღებული სურათები გაუწოდა.
„ანუ არამარტო მკვლელს ვეძებთ, არამედ მოძალადესაც. დარჩა საერთოდ რაიმე რასაც არ ჩაიდენს ეს ადამიანი" ჯიმინმა ამოიოხრა, წარმოიდგინა რამხელა ტკივილი განიცადა ამ კაცმა მისი სიკვდილის ბოლო დღეებში.ჯიმინმა და ჰოსოკმა თავი დაუკრეს ჯინს. თავთავიანთი ოფისებისკენ გასწიეს, ჯიმინმა კომპიუტერი ჩართო და გახსნა ფაილი, რომელიც ადრიანის გაუჩინარებას შეეხებოდა, რათა გაეგო მისი სახლისა და სამუშაოს მისამართი.
„ახლა რა მოვიმოქმედოთ" ჰოსოკმა იკითხა, ორივემ შეკრებილი ინფორმაცია კომპიუტერში გადაიტანეს.
„მოვინახულოთ ის ადგილი სადაც ადრიანი ბოლოს იმყოფებოდა, ასევე მისი სახლიც საიდანაც გაიტაცეს. რაიმე გამოსადეგი უნდა ვიპოვოთ, რაც მკვლელმა შემთხვევით დატოვა. მშობლებისთვის მისი გარდაცვალების შესახებ შეტყობინება არ დაგვავიწყდეს, შეიძლებ მსხვერპლზე მათგან ახალიც კი შევიტყოთ"
ჯიმინმა ჯინის მოცემული საბუთი ხელში აიღო და კომპიუტერი გამორთო.
ჰოსოკმა თავი დაუკრა და ქურთუკს დაავლო ხელი.დეტექტივმა უფროსთან დალაპარაკება მოინდომა სასწრაფოდ.
"სერ, ჯინის აუტოფსიის შედეგები მზადაა. ეს ზუსტად ის ადრიანია რომელიც ერთი კვირის წინ გაუჩინარდა. გარდაცვილია თერთმეტიდან დილის ორი საათის შუალედში. ჭრილობა მკერდისა და მკლავის მიდამოში მიყენებულია სიკვდილის შემდეგ. მამაკაც მკვლევლთან გვაქვს შეხება. ზუსტად შვიდი დღე გაატარა დამნაშავესთან. ახლა მე და ჰოსოკი ვაპირებთ მისი ბინისა და სამუშაო ადგილის დასათვალიერებლად წასვლას. ის წიგნი რომელიც შემთხვევის ადგილას იყო ნაპოვნი, ადრიანის სახლშიც აღმოაჩინეს, განზრახ უნდა დაეტოვა დამნაშავეს გამოძიებისთვის" დეტექტივმა დეტალურად მოახსენა ყველაფერი დაინტერესებულ უფროს.
„საკმარისი ფაქტები გვაქვს, კარგია მსხვერპლის სახელი მაინც რომ ვიცით, ეს დროს დაგვიზოგავს. ახლა შეგვიძლია ძებნა მხოლოდ კაცებზე დავიყვანოთ. კარგი ნამუშევარია ჯიმინ, ყველაფერი გამომიგზავნე რაც დაადგინე.სრული მოხსენება მინდა იმის რასაც დღეს გაარკვევთ. გამაგებინე დამხმარე ძალა თუ დაგჭირდებათ, იმედებს ვამყარებ შენზე რომ გამოძიებას ბოლომდე მიიყვან სანამ გაიზრდება მოკლულთა რაოდენობა" ნამჯუნმა გაისტუმრა ის ოფისიდან, ჯიმინმა ფაილები მაგიდაზე დააწყო და ოთახი დატოვა.
"წავედით ჰოსოკ, დღეს ბევრი საქმე გვაქვს"
"კარგად იუნგი შეეცადე არ ჩაგეძინოს" ჰოსოკმა დასცინა მის მძინარე სახეს. იუნგიმ გაუღიმა, შემდეგ, ყურადღება ისევ თავის კომპიუტერზე გადაიტანა.
"იმედი მაქვს მის მეგობრებზე, ოჯახზე , ხალხზე ვისთანაც დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა რამეს გამირკვევ. მოგამარაგებ დამატებითი ფაქტებით" ჯიმინმა გაამხნევა იუნგი.
"კარგი, ვნახავ რა შემიძლია. უკვე სახელიც გცოდნიათ, ეს კარგია" იუნგიმ კისერზე ხელი მოისვა და საბუთებს დახედა.
"შემატყობინე რამე ახალს თუ აღმოაჩენ" დეტექტივები ჯიმინის მანქანისკენ გაემართნენ."უმჯობესი იქნება პირველი ოჯახს დავუკავშირდეთ" თქვა და მანქანა დაძრა.
.........................................................
🐰💛🐥
ESTÁS LEYENDO
Arrest Me! [Jikook]
Fanficაგათა ქრისტის წიგნზე დაფუძნებული. ჯიმინი არის ახალბედა დეტექტივი და ის ხდება ახალი სამიზნე ცნობილი სერიული მკვლელისთვის. ჯიმინი მოწადინებულია რომ დაიჭიროს ის რადაც არ უნდა დაუჯდეს, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს ნიშნავს რომ იგი თავად გაებას თავისივე თამა...