Lili's Pove
უსაფრთხოების ღვედი შევიკარი და მანქანის ფარებით განათებულ გზას გავხედე.
-მაინც სად მივდივართ?- ვიკითხე გაუბედავად.
-ჩემთან!- მიპასუხა ქოულმა ისე, რომ ჩემთვის არ შემოუხედავს.
-ჰაა?
-ჩემ აგარაკზე!- თვალები აატრიალა.
-იქ რა ჯანდაბა გვინდა?
-კამის, ბარბს და მადის კითხე რომ მივალთ!
-შენ რომ ამიხსნა არა?
-არა...
-რატომ?
-ოდესმე გაჩუმდები?
-არა!
-მეც ასე ვფიქრობდი, რა დამთხვევაა!
მინდოდა კიდევ მეკითხა რაღაცები, მაგრამ შეტყობინება მომივიდა.
-შეიძლება ცოტა ხნით გავჩუმდე- ტუჩი მოვიკვნიტე და მესიჯი გავხსენი. ტომი იყო.
Tom: რას შვები ლამაზთვალება?
Lili: რავი არაფერს. ხომ გითხარი მირჩევნია ლილი დამიძახო;)
Tom: კი, მაგრამ მე ეს უფრო მომწონს)))
გამეღიმა. იმაზე საყვარელი აღმოჩნდა ვიდრე მეგონა. ქოულის არ იყოს, მეც ვფიქრობდი, რომ ერთი თავშიავარდნილი ტიპი იყო, მაგრამ მან ყველანაირად შეცვალა ჩემი წარმოდგენები მასზე.
-რა გაცინებს?- დაინტერესდა ქოული.
-ხომ გინდოდა, რომ გავჩუმებულიყავი, ხოდა ჩუმად ვარ. დანარჩენი შენ არ გეხება- განვუცხადე მე კმაყოფილი ღიმილით.
ქოულმა გაიცინა და ისევ გზას გახედა. ტელეფონი ავიღე და ისევ ტომს დავუბრუნდი.
Lili: კარგი იქნებ მაგასაც მივეჩვიო
Tom: აუცილებლად მიეჩვევი)) პაემანზე ისევ თანახმა ხარ?
Lili: რა თქმა უნდა!
Tom: ხვალინდელ დღეზე რას იტყვი?
-ქოულ!- მივუბრუნდი ქოულს- ხვალ დავბრუნდებით?
-ვერა ძვირფასო!- აფერისტულად გამიღიმა.
-აბა როდის?
-ხომ თქვი ჩუმად ვიქნებიო? რაღაც სიჩუმის ხმა არ მესმის!
-ამაზე მიპასუხე და მორჩა. აღარაფერს გკითხავ.
-კარგი, მპირდები?
-კი!
-სიმართლე გითხრა ეგ თავადაც არ ვიცი- თვალი ჩამიკრა და ისევ გზას გახედა.
-შენ რა ამისთვის მახვეწნინე ამდენი?
-შენ დამპირდი ლილი.
-იცი რა? იდიოტი ხარ!
Lili: ტომ არ ვიცი ხვალ როგორ შევძლებ. შეიძლება დაკავებული აღმოვჩნდე, პასუხს მოგვიანებით მოგწერ, კარგი?
Tom: რა თქმა უნდა! ამაზე არ იდარდო.
ტელეფონი ისევ ჩანთაში ჩავდე. თავი შუშას მივადე და ფანჯრიდან ყურება დავიწყე. მანქანაში უჩვეულო სიჩუმე იდგა. აი ისეთი სიჩუმე, რომ გინდა, რომ დაარღვიო, მაგრამ არ იცი როგორ. გარე განათება გზას გაცრეცილ ყვითლად ღებავდა და სინათლის ეს პატარა სხივები ღამის სიბნელეში იკარგებოდნენ. ბინდი და წყვდიადი შთანთქავდა მათ. ვერც გზას ვცნობდი და ვერც ადგილს. როგორც ჩანს ნიუ იორკს დიდი ხნის წინ გავცდით. ვიცოდი ასე შეიძლება ჩამძინებოდა, მაგრამ არ ვიცოდი ეს როგორ გამომესწორებინა.
ქოულს ჩუმად გავხედე, მაგრამ მან მაინც შემამჩნია და ჩემი მზერა დაიჭირა. ვერ გავიგე რანაირად ხვდება ყოველთვის როცა ვუყურებ? თვალები ავატრიალე და ისევ გზას გავხედე, მაგრამ ფიქრებით ბევრად შორს წავედი. ბოსტონში, ჩემ პატარა და ლამაზ სახლში ვიყავი. ბუშტებს ვბერავდი და ვცდილობდი ყველგან დამემაგრებინა.
-ტეს! - გავძახე ჩემ პატარა დას.
-რა?
-მორჩი შენ საფირმო ტორტს?
-თითქმის!
-ლილი, ახლახანს დამირეკა და მალე მოვა!- ოთახში შემოვიდა ანერვიულებული დედა.
-რამდენ ხანში?
კითხვაც ვერ მოვასწარი, რომ კარზე ვიღაცამ დააკუკანა.
-ვაიმე მოვიდა! ტეს დროზეე! ეს ბუშტები იქით წაიღეთ!
-შუქი გამორთეთ!-შეგვახსენა ტესიმ და ტორტზე სანთლები აანთო. მამაც მოვიდა და საბოლოოდ კარის გასაღებად წავედი. კარი გავაღე და ყველამ ერთად დავიწყეთ სიმღერა. ქლოი გაბრწყინებული ხან მე მიყურებდა, ხან დედას, ხან მამას და ხანაც ტესის. სიმღერას, რომ მოცრჩით ჩემთან მოვიდა. მეც ხელები გავშალე, რომ ჩავხუტებოდი, მან კი რატომღაც ხელები მხრებზე ჩამავლო და შემანჯღრია.
-ლილი! ჰეი!ჰეი!
მერე კი ქლოის ნაცვლად ქოული გამოჩნდა. ჯერ დავიბენი, მერე კი მივხვდი, რომ ჩამძინებოდა და ეს ყველაფერი სიზმარი იყო. გარემო მოვათვალიერე. ქოულს მანქანა უცნაურად დიდი და ლამაზი სახლის წინ გაეჩერებინა.
-გამოფხიზლდი, ჯერ ათი არ არის რა გჭირს?
-მოვედით?- ყურადღება არ მივაქციე მის ბუზღუნს.
-ჰოო!
-დანარჩენები სად არიან?
-ალბათ ჯერ არ მოსულან, წამოდი!
კარი ფრთხილად გავაღე. მანქანის სითბის შემდეგ გრილი ნიავი საშინლად არ მესიამოვნა და გამაჟრიალა. სახლი კიდევ ერთხელ შევათვალიერე და ქოულს უკან გავყევი.
-მალე მოვლენ?
-არ ვიცი!- გულგრილად მიპასუხა მან.
-მერე დაურეკე!
-შენ თვითონ დაურეკე!
-კარგი!- ახლაღა მივხვდი, რომ ჩანთა მანქანაში დამრჩა.
-აუ ჩანთა... წამომყევი რა!
-შენ რა მართლა დარეკვას აპირებ?
-ჰოო!- მხრები ავიჩეჩე მე.
ქოულმა გასაღები გადაატრიალა და სახლის კარი ჭრიალით გაიღო. შიგნით იდუმალი სიბნელე იდგა.
-მიბრძანდით!- გზა განმინთავისუფლა ქოულმა და გამიღიმა. წარბები ავწიე.
ნამდვილად რაღაცას მიმალავს, გავიფიქრე, მაგრამ მაინც შევედი. ისიც შემოვიდა და შუქი აანთო.
-გილოცაავთ!- გაისმა აქეთ-იქიდან შეძახილები. ღიმილი სახეზე შემახმა.
-მაგრამ, აბა ჯერ არ მოსულანო!- ქოულს შევხედე მე.
-ძალიან მეამიტი ხარ ძვირფასო!- თვალი ჩამიკრა მან და რაღაც შეფუთული გადმომიგდო- ეს ჩემგან, დარწმუნებული ვარ გამოგადგება! ოღონდ მაშინ გახსენი როცა შენგან შორს ვიქნები!
მინდოდა მისთვის რამე მეთქვა, მაგრამ კამი, მადი და ბარბი დამესივნენ.
-აჰა ხომ არ გინდოდა ხალხმრავლობა!- გაიცინა კამიმ- ხოდა უიქენდი აქ გავატაროთ, მშვენიერი ადგილია განტვირთვისთვის და რა თქმა უნდა შენი დაბადების დღის აღსანიშნავად!
-რაც ყველაზე მთავარია, მარტო ჩვენ ვართ!- შეახსენა მადიმ.
ჩარლზმა და დილანმაც მომილოცეს და ყველამ საჩუქრები გადმომცა.
-კარგი ახლა წვეულების დროა!
ვიღაცამ მუსიკა ჩართო. ბარბიმ ხელი მომკიდა და ძალით გამათრია საცეკვაოდ. ცეკვას ვერ ვიტან და როგორღაც გამოვეპარე მათ. გარეთ გავედი. გრილოდა და მოსაცმელი მჭიდროდ შემოვიხვიე ტანზე.
-დალევას, რომ დაიწყებენ დამიძახე!- მომესმა ქოულის ხმა. კიბეზე იჯდა სიგარეტის კვამლში გახვეული.
-კიდე ეწევი?- გვერდით მივუჯექი მე.
-შენ არ გინდა?- კოლოფი გამომიწოდა მან.
-არა, მადლობა არ ვეწევი!- თვალი ავარიდე.
-კარგი, არც მე მოვწევ!- სიგარეტი ჩააქრო და ნამწვავი გადააგდო.
-გარემოს აბინძურებ!
-კაი ერთი! გარეთ რატომ გამოხვედი?
-კარგი კითხვაა, მეც მინდოდა იგივეს კითხვა!
-არ მიყვარს ცეკვა...
-რა დამთხვევაა!- თვალები ავატრიალე მე.
-შენ საერთოდ რამე გიყვარს?
-ყოველ შემთხვევაში ცეკვაზე არ ვგიჟდები.
-არც შენი დაბადების დღე გიყვარს?
-აღნიშვნა არ მიყვარს, თორე დაბადების დღეს რა ჯობია!- გავიცინე მე.
-ბევრი რამ, თუმდაც სკოლის ბოლო დღე!
-ჰაჰ!- ირონიულად გავიღიმე- ამ დღეს ხომ დაიბადე, ამ დღეს დაიწყო შენი ცხოვრება და ეს დღე რომ არა არც სკოლის ბოლო დღე იარსებებდა შენთვის!
-კარგი რა, ეს დღე ხომ არც კი გვახსოვს?!
-მერე რა!
-ეს იმას ჰგავს, რომ დალიო იმ ადამიანის სადღეგრძელო რომელსაც არც კი იცნობ!
-კარგი რა! მოეშვი ყველაფერზე ღადაობას...
-შენ კი მოეშვი ბრძნული რჩევების მოცემას.
-მე რჩევებს არ გაძლევ, სიმართლეს გიხსნი!
-ყველას თავისი სიმართლე აქვს ძვირფასო...
-მაგრამ ჭეშმარიტება ერთია!
-და შენ იცი რა არის ჭეშმარიტება?- თავისი მწვანე თვალები შემომანათა ქოულმა.
-და შენ?
არაფერი მიპასუხა. ჩვენ შორის დუმილი ჩამოვარდა. ხანდახან ჭრიჭინას ხმა თუ დაარღვევდა ირგვლივ გამეფებულ სიჩუმეს. სახლიდან გამომავალი მუსიკის ხმა მიწყდა.
-ჯობია შეხვიდე, გრილა!
-შენ რა ჩემზე ზრუნავ?- გავიცინე მე.
-არა, უბალოდ არ მინდა მერე მე დამაბრალო.
-ჰოო? კაი მაშინ შევალ!- ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი.
-ლილი?- დამიძახა ქოულმა, სანამ კარს შევაღებდი.
-ჰო!- შევბრუნდი მე.
-გაერთე დღეს შენი დღეა!- გამიღიმა და კოლოფიდან ახალი ღერი ამოიღო.
-შენ კი ნაკლები მოწიე, ეს შენი ცხოვრებაა!- ვუთხარი და შიგნით შევედი._____________________________
Vote & comment 💖💖💖