Chapter 15

232 17 0
                                    

Lili's Pove
"ძვირფასო დღიურო,
    ნიუ იორკში დრო სწრაფად გადის. დედამიწაც თითქოს უფრო სწრაფად ბრუნავს ვიდრე ადრე. ბოლოს მგონი ორი თვის წინ გესაუბრე. ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ დამიგროვდა მოსაყოლი.
   ახალი წელი ახლოვდება. ვხედავ ხალხი, როგორ დარბის ქუჩებში საჩუქრების შესარჩევად. მაღაზიები და სუპერმარკეტები უამრავი ციმციმა ნათურებით მორთეს. ყოველდღე ვხედავ ხალხის გაბადრულ სახეებს. მიყვარს შობა და ახალი წელი. ამ დროს ყველა ბედნიერია, თითქოს ჰაერშივე იგრძნობა დადებითი ატმოსფერო. უცნაური სურნელი ტრიალებს: ზამთრისა და სიცივის და სითბოსა და ბედნიერების.
   ნიუ იორკშიც აცივდა. გარდერობში სქელმა და თბილმა ტანსაცმელმა გადმოინაცვლა წინ. სახლშიც გამათბობელი ჩავრთეთ და გადასახადებიც მოგვემატა.
   სამეგობროში, კლარა და ქეიჯეი ძალიან დაახლოვდნენ.   კლარა კარგად გავიცანი და საერთოდ აღარ მშურს მისი. ეს გრძნობა ისე გაიპარა, თითქოს არც არასდროს მქონია. მის მაგივრად კი თანდათან მასთან მეგობრობის წყურვილმა დაიმკვიდრა ადგილი.
   ტრევისს და მადის წინსვლა აქვთ მეთქი ვერ ვიტყვი. ახლა ერთმანეთის ეჭვიანობაზე გადავიდნენ. ერთი კვირით ითრევენ ხოლმე შეყვარებულებს და როცა ერთმანეთის ეჭვიანობას მორჩებიან მათ შორდებიან.
  კამი ჩარლზთან გადავიდა. ეს წყვილი ყოველთვის მომწონდა. ამ ბოლო დროს რაღაც ცოლ-ქმარივით იქცევიან. შეიძლება ჩარლზი კამისთვის ხელის თხოვნას აპირებს, არ ვიცი.
   დილანი და ბარბარა ისევ ერთმანეთს ეჟღურტულებიან.  თითქოს ცალკე სამყარო აქვთ შექმნილი, სადაც მხოლოდ მათ შეუძლიათ შესვლა. როცა იქ შედიან ვერაფერს გააგებინებ, სანამ თავიანთი ნებით არ გამოვლენ! ეს კი მალე სულაც არ ხდება.
   ქოული თითქმის ყოველდღე რეპეტიციაზეა. თუ მომეპრიანა მეც მივყვები ხოლმე. ისე დღის უმეტეს ნაწილს ისედაც ქოულთან ვატარებ. მასთან ერთად ვსწავლობ პიესის სცენარს და ძირითადად ამას მასთან ვაკეთებთ. ქოულთან ყოფნა მომწონს. მის გვერდით თავს დაცულად და ბედნიერადაც კი ვგრძნობ. როცა სცენარის სწავლა არ გვინდა ან გვეზარება ან ფილმს ვუყურებთ ან სხვა საქმეს გამოვნახავთ ხოლმე.
   რამოდენიმე დღის წინ მისი მუდამ არეული სახლის დალაგება მოვინდომე და როგორღაც ისიც დავიყოლიე ამაზე. თმა კოსად ავიწიე, თავზე ბენდენა წავიკარი და თავი ნამდვილ დიასახლისად წარმოვიდგინე. სანამ მე სახლს ვალაგებდი, ქოული დივანზე იყო წამოწოლილი და ვიდეო თამაშებს თამაშობდა. ბოლოს ფანჯრის რაფაზე ავედი და შუშების გაწმენდა მოვინდომე. ეს კარგად არ დამთავრებულა. ჩამოხტომისას ფეხი გადამიბრუნდა და იატაკზე გავიშხლართე.
-მოკლედ რა, ლილი პირდაპირ მაოცებ, ყველაფერ ცუდს იზიდავ!- აბუზღუნდა ქოული, მაგრამ საავადმყოფოში მაინც წამიყვანა. ვიცოდი, რომ მოტეხილი არ მქონდა, მაგრამ მაინც მტკიოდა.
  ფეხი შემიხვიეს და დასვენება მიბრძანეს. ასე დარჩა ქოულის სახლი დაულაგებელი.
  მალე ტესის დაბადებოს დღეა. გადავწყვიტე ჩემ ოჯახს სიურპრიზი მოვუწყო და ბოსტონში ჩავიდე რამდენიმე დღით. თვითმფრინავის ბილეთები უკვე ვიყიდე, ახლა საჩუქარი დამრჩა შესარჩევი. დედას, რომ ვეკითხები, მეუბნება კოსმეტიკა უყიდე ან სუნამოო, მაგრამ რად უნდა კოსმეტიკა? მე რომ წამოვედი მაშინაც ტონა ტონალურს ისმევდა, რაც საერთოდ არ მომწონდა ასე, რომ ვცდილობ სხვა რამე ვუპოვო.
   ახლა ჩემ ოთახში ვზივარ, ფანჯრის რაფაზე, და გარეთ ვიხედები. მეთექვსმეტე სართულიდან მანქანებიც კი ჭიანჭველებივით ჩანს, მაგრამ ვხვდები, რომ გარეთ ცივა, მითუმეტეს აქ, მაღლა. ნიუ იორკში უკვე ბინდი ჩამოწვა. ღამის სქელი საბანი ეფარება ქალაქს და მზის უკანასკნელი სხივები სადღაც იკარგება.       
    მადიც სახლშია, ბარბი დილანთან. კამი ხშირად შემოირბენს ხოლმე, უმეტესად ჩარლზთან ერთად. მალე კლარა, ქეიჯეი და ტრევისიც მოვლენ და საღამოს მთელი სასტავი აქ იქნება. ქოული კი მგონი აქ უფრო მეტ დროს ატარებს ვიდრე საკუთარ სახლში.
   ხველა ამიტყდა. გუშინდელიდან მოყოლებული გაციებული ვარ, იმედია მალე გამოვჯანმრთელდები!"
  -ალიოო! გააღეთ!- კარზე კაკუნის ხმა გავიგე. დღიური უჯრაში ჩავდე და ოთახიდან გამოვედი. კარი ფრთხილად გავაღე. ქოული იყო.
-გავიყინე, ორი საათია აქ ვდგავარ, ცოტა მალე გააღეთ ხოლმე!- მაშინვე გამათბობელთან მივიდა. სახე ასწითლებოდა და თმაც კი გაყინულს მიუგავდა. ვიფიქრე ყავას გავაკეთებ მეთქი და სამზარეულოში შევედი.
-მარტო ხარ?- დაინტერესდა ქოული.
-არა, მადი სახლშია- ვუპასუხე და კარადიდან ჭიქები გამოვიღე.
  სანამ ყავას დავასხამდი ჩავფიქრდი. ბოსტონი მომენატრა, მაგრამამავდროულად ნიუ იორკიც ძალიან შემიყვარდა.
  ყავის დასასხმელად შემოვბრუნდი და მაგიდასთან წამომჯდარი ქოული, რომ დავინახე, შიშისა და გაკვირვებისგან ყავა ლამის ზედ გადავისხი.
-ასე შეუმჩნევლად როგორ შემოხვედი?- ვკითხე როგორც კი დავმშვიდდი.
  ამჯერად სახეზე ჩვეული ფერი ჰქონდა და ქურთუკიც გაეხადა. თხელი ხაკისფერი პულოვერი ზედ აკვდებოდა. ძალიან საყვარელი იყო.
-ეს მეხერხება!- ტუჩის კუთხე ოდნავ ჩატეხა და თავისი ჭიქა აიღო. ყავა დავასხი და მადისაც დავუძახე.
-მალე დილუ და ბარბიც მოვლენ!- შეგვახსენა მადიმ და ტელევიზორის წინ დივანზე ჩამოჯდა.
-დროზე მოვიდნენ თორე მშია!- აწუწუნდა ქოული.
  ცხვირზე რაღაცამ მომიღიტინა და... ისე ძლიერად დავაცემინე, კიდევ კარგი სალფეტკი ხელში მეჭირა.
-ლილი გაციებული ხარ და რა გაცვია? თბილად ჩაიცვი!- შემახსენა მადიმ.
-დედაჩემივით ლაპარაკობ!- თვალები ავატრიალე და პლედში გავეხვიე.
-რამე წესიერი არ გადის?- პულტი აიღო ქოულმა და ჩემ გვერდით ჩამოჯდა.
  მადი კი თერმომეტრის მოსაძებნად წავიდა.
-გაიწიე, გადაგედება!- გავაფრთხილე ქოული.
-ჩემი თავიდან მოშორება სხვა ხერხით უნდა სცადო, ეს არ ჭრის!- თავისი მწვანე თვალები შემომანათა და კიდევ უფრო ახლოს მოიწია.
-ქოულ სერიოზულად გეუბნები...
-რა საყვარელი ხმა გაქვს, ჯობია სულ გაციებული იყო- გაიცინა თავისთვის და ისევ ტელევიზორს მიუბრუნდა. ამასობაში მადი თერმომეტრით ხელში დაბრუნდა.
-სიცხე გაიზომე!- მკაცრად მითხრა და თერმომეტრი გამომიწოდა.
-არ მაქვს სიცხე...- ამოვიკნავლე მე, მაგრამ მაინც გამოვართვი.
-მე სხვანაირად ვფიქრობ!- თვალები დამიბრიალა და დოინჯი შემოირტყა.
-კარგი ჯანდაბას...
   ჩემი ეს სიტყვები და ბარბის და დილანის შემოსვლა ერთი იყო.
-აბა რას შვებით?- უცნაურად და დებითი მუხტი შემოიტანეს ოთახში.
-გვრიტები მოსულან!- მათ გახედა ქოულმა- დანარჩენები მალე მოვლენ?
-მივწერ- გაუღიმა ბარბმა და ოთახში შევიდა.
-მანახე თერმომეტრი!- თავზე დამადგა მადიმ. მეც, დარწმუნებულმა იმაში, რომ სიცხე არ მქონდა, არც შემიხედავს ისე მივაწოდე.
-37 და 7 გაქვს! ახლავე უფრო თბილად ჩაიცვი და უფრო თბილი პლედი დაიფარე!
  ვიცოდი შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა და ჩემი თბილი ხალათი ჩავიცვი. მადიმ დივნიდან ქოული ააგდო, რომ მე დავწოლილიყავი და ორი პლედი დამაფარა. მერე კამის გრიპის ჩაის მოტანა დაავალა და ჩემთვის წვნიანის გაკეთებას შეუდგა. ისე მცხელოდა, რული მალე მომეპარა. ძილი ჩუმად და ფეხაკრეფით მოიწევდა ჩემკენ და თავის იდუმალ, მუქ და სიზმრებით სავსე სამყაროში მითრევდა. მეც მივენდე და ამ სამყაროში შევაბიჯე.

eyes never lie [COMPLETED]Where stories live. Discover now