ჯიმინმა სასტუმროს ოთახის კარებზე დააკაკუნა, სადაც ადრიანის მშობლები იმყოფებოდნენ, ახლახანს შეიტყვეს შვილის გაუჩინარების ამბავი. ხანშიშესულმა ქალმა გააღო კარები, დაღლილი ჩანდა.
"დილა მშვიდობისა ქალბატონო. მე ვარ დეტექტივი პაკ ჯიმინი, ეს კი ჩემი პარტნიორი ჯონ ჰოსოკი. ჩვენ ვართ სოულის პოლიციის განყოფილებიდან. ადრიანის თაობაზე გვინდა გაგესაუბროთ. შეიძლება შემოვიდეთ?" ჯიმინმა ოდნავ გაუღიმა, ქალს კი ამის გაგონებაზე მღელვარება დაეტყო.
ქალმა შეიპატიჟა ისინი პატარა ოთახში.
კაცი საწერ მაგიდასთან იჯდა და ისიც დაღლილი გამოიყურებოდა როგორც მისი ცოლი.
" საყვარელო, დეტექტივებს ჩვენთან უნდათ გასაუბრება" ცრემლი შეეპარა ქალს და ქმარს გვერდით მიუჯდა.
" როგორც იქნა რაღაც გაქვთ სათქმელი ამ ერთი კვირის გაუჩინარების მერე. აქამდე რას აკეთებდით? რამდენი ხანია უკვე გელოდებით " მისტერ პირსმა ყვირილი მორთო. გაბრაზებას ვერ მალავდა.
" დამშვიდდი, გთხოვ, მოდი მოვისმინოთ რის თქმას აპირებენ" მისის სპირი ქმრის დაწყნარებას ცდილობდა.
"მესმის თქვენი, წარმოდგენაც მიჭირს რა გადაიტანეთ" ჯიმინს სძულდა შემზარავი ამბების მაუწყებლობის პროცესი.
" ვწუხვარ რომ ამას გეუბნებით მაგრამ თქვენი შვილის სხეული დღეს დილით აღმოაჩინეს"
" რაა? ეს შეუძლებელია. ჩემი შვილი არ მომკვდარა! ღმერთო ჩემო ჩემი პატარა ბიჭი" მისტერ პირსს ტირილი აუვარდა.
" რაა? ..... რა მოუვიდა?! ვინ ჩაიდინა?! " ტირილი მორთო და ქმარს გადაეხვია.
"გამოძიება ისევ მიმდინარეობს, ამ მომენტისთვის მკვლელი უცნობია, მაგრამ გპირდებით რომ მას ვიპოვით და მართლმსაჯულებას გადავცემთ. ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია რომ ის დაჭრეს და გატაცებული და გამომწყვდეული ჰყავდათ." აუხსნა და სკამის საზურგეს მიეყრდნო.
VOCÊ ESTÁ LENDO
Arrest Me! [Jikook]
Fanficაგათა ქრისტის წიგნზე დაფუძნებული. ჯიმინი არის ახალბედა დეტექტივი და ის ხდება ახალი სამიზნე ცნობილი სერიული მკვლელისთვის. ჯიმინი მოწადინებულია რომ დაიჭიროს ის რადაც არ უნდა დაუჯდეს, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს ნიშნავს რომ იგი თავად გაებას თავისივე თამა...