Chapter 18

222 15 1
                                    

Lili's Pove
    დილის 6 საათი იყო. გაჭირვებით წამოვდექი საწოლიდან და ზლოზნით წავედი აბაზანისკენ. შხაპი მივიღე, მოვემზადე და ჩემოდნები შევამოწმე.
   7 ხდებოდა ქოული, რომ მოვიდა. ისე გავედით სახლიდან არავინ გაგვიღვიძებია.
-ადრე ადგომა არასდროს მიყვარდა, დღეს კი შენ წარმოიდგინე თავისით გამეღვიძა!- დღეს რაღაც ლაპარაკის ხასიათზე იყო.
   ვერ გავიგე ამით რისი თქმა უნდოდა და ამიტომ არაფერი ვუპასუხე. ჯერ ნიუ იორკიდან გასულები არ ვიყავით, რომ ქოულმა პიცა იყიდა. სანამ ჩავალთ დაღამდება და მოგვშივდებაო.
-როცა დაიღლები გამაღვიძე და შეგცვლი!- ვუთხარი და სავარძელში გადავწექი.
-ნუ ღელავ, არ დავიღლები- გამიღიმა ქოულმა.
   თვალები დავხუჭე და ნელ-ნელა ჩამეძინა.
   
   მზემ თვალებში მომიჭყიტინა. ძლივს-ძლივობით გავახილე ჯერ ერთი, მერე მეორე. საათს შევხედე, უკვე პირველი საათი იყო. წამოვიწიე და გზას გავხედე.
-გაიღვიძე?- შემამჩნია ქოულმა- დიდება შენ გაღვიძებას!
-ამდენი ხანი მეძინა?!- ავბუზღუნდი მე.
-ჰო, სიმართლე გითხრა საშინლად მომშივდა! პიცა გადმოიღე რა!
  უკანა სავარძელზე გადავიწიე და პიცის ყუთს დავწვდი. ის იყო უნდა მოვტრიალებულიყავი, რომ ქოულმა დაატორმუზა და ლამის თავით გავიტანე საქარე მინა.
-რას აკეთებ?-აღვშფოთდი მე.
-ბოდიში, ბოდიში! ჩემი ბრალი არ იყო ვიღაცამ გადამირბინა!- იცინოდა ქოული.
   ბუზღუნ-ბუზღუნით გადმოვიტანე პიცის ყუთი და თავი ავხადე.
-აჰა, ჭამე!- წინ დავუდე.
-რანაირად? ხელები დაკავებული მაქვს!- მხრები აიჩეჩა ქოულმა.
-კაი მაშინ მე შევჭამ!- პიცას მივუბრუნდი.
-ჰეი! მეც მინდა!
-ხელები დაკავებული გაქვს!
-სამაგიეროდ, შენ არ გაქვს...
-რას გულისხმობ?- ეჭვი შემეპარა მე.
-რას უნდა ვგულისხმობდე... ვიფიქრე ლილი...
-არასწორად იფიქრე!- არ დავამთავრებინე.
-კაი რა ლილი მშია!
-მაშინ გააჩერე მანქანა და ისე ჭამე!- შევთავაზე მე.
-ასე ბოსტონში დაგვაგვიანდება!
-უფჰ!- ამოვიოხრე- კარგი მხოლოდ ერთი ნაჭერი!
-ჯანდაბას!- თავი დამიქნია ქოულმა.
-ღმერთო რას ვაკეთებ?!- გავიფიქრე გულში, მაგრამ პიცა მაინც ავიღე და ქოულს გავუწოდე. მან პირდაპირ თვალებში შემომხედა.
-გზას უყურე!- შევუტიე მე.
-კაი კაი, -გაიცინა და პიცა მოკბიჩა.
   სანამ სულ არ შეჭამა, რასაც ქვია დამტანჯა. ზოგჯერ ერთი საათი უნდებოდა, ვითომ ვერ კბეჩდა. საბოლოოდ ეს ტანჯვა დამთავრდა. მერე მეც ვჭამე და კიდევ ერთხელ შევთავაზე, რომ საჭესთან დავჯდებოდი, მაგრამ ქოული სასტიკ უარზე იდგა.
   ბოსტონში, რომ ჩავედით უკვე საკმაოდ ბნელოდა. ის კი არა ადრეც კი ჩავედით. ღამე იყო. ალბათ პირველი საათი იქნებოდა.
-ისე შენ ოჯახს ასე ღამე ხო არ დავადგებით თავზე! ჯობია დღეს სასტუმროში დავრჩეთ!- შემომთავაზა ქოულმა.
-არ ჯობია!
-ისე ლამაზი ქალაქი ყოფილა ბოსტონი...- გარემო მოათვალიერა ღიმილით.
-ახლა რას ხედავ, დღე უნდა ნახო!- წავიტრაბახე მე და სახლის კარზე დავაკაკუნე.
-ეს არის შენი სახლი?
-ჰო!
-ძალიან საყვარელია... შენსავით!
   ბოლო სიტყვამ გული გამითბო, მაგრამ არ შევიმჩნიე.
-ნეტა შენსავით ჯიუტიც თუა?
   ამ ფრაზით ჩაამწარა ყველაფერი, მაგრამ მაინც გამეღიმა.
-ვინ არის?- მომესმა მამას გაოგნებული ხმა.
-კარი გააღე და დაინახავ!- შევძახე მისი ხმის გაგონებით გახარებულმა.
-ლილი?- მაშინვე კარის საკეტი გადაატრიალა და გაგვიღო.
-შვილო!-ღიმილით შემომეგება და მკლავები გაშალა. მეც არ დავაყოვნე და ჩავეხუტე.
-ეს რა სიურპრიზია? რატომ არ გვითხარი, რომ მოდიოდი? თან... ეს ბიჭი ვინ არის?- დაინტერესდა მამა.
-ეს... ქოულია! ჩემი მეგობარი, - ქოულს გავხედე. მანაც თავი დაუქნია და მამაჩემს ხელი ჩამოართვა.
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა მისტერ რეინჰართ! ლილი თქვენზე ბევრს ყვებოდა ხოლმე, ამიტომ დაუსწრებლადაც გიცნობთ!
-მართლა?- გაუკვირდა მამას- შემოდით, შემოდით ბავშვებო, რა კარებში დადექით!
   ჩემი ჩემოდნები ქოულმა შემოიტანა და მამამ კარი ჩაკეტა.
-ასე გვიან რატომ ჩამოხვედით შვილო, ხომ ყველაფერი კარგადაა?
-ჰო მამა, უბრალოდ უამინდობის გამო ფრენები არ იყო და ამიტომაც ჩამომიყვანა... ქოულმა... თავისი მანქანით!- ავუხსენი მე.
-გასაგებია, გასაგებია!- მამამ დაკვირვებით შეხედა ქოულს- ალბათ დაიღლებოდით გზაში ამდენი ხანი, დაისვენეთ და ხვალ დილას გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი!
-მართალი ხარ, ახლა შუაღამეა!- დავეთანხმე მე.
-მე შემიძლია სასტუმროში დავრჩე- ღიმილით წამოდგა ქოული.
-რას ამბობ, შენ ჩვენი სტუმარი ხარ, არსად გაგიშვებთ! ლილი ქოული ქლოს ოთახში დაწვეს დღეს, ხვალ რამეს მოვიფიქრებთ!
-ქლოც ჩამოდის?
-ჰო, ხვალ აქ იქნება!- თვალი ჩამიკრა მამამ- მიდით ახლა დაღლილები ვართო და...
   მე და ქოული მაღლა ავედით. ჩემი ჩემოდნები დაბლა დავტოვე,გადავწყვიტე ხვალ ამომელაგებინა.
   ქლოს ოთახი ზუსტად ისე დამხვდა, როგორც დავტოვე. კარადიდან თეთრეული გამოვიღე და საწოლზე გაშლა დავიწყე. ქოული მანამდე აბაზანაში შევიდა. რამდენიმე ბალიში დავულაგე და სქელი საბანი დავუდე, ყოველი შემთხვევისთვის.
-მადლობა,- აბაზანიდან გამოვიდა ქოული.
-მადლობას მე უნდა გიხდიდე!- ჩავილაპარაკე ჩემთვის.
  ქოულს არ გაუგია, ან შეიძლება გაიგო და არ შეიმჩნია. მაისურის გახდა დაიწყო.
-ჰეი, ჰეი! ჯერ გავიდე!- ცოტა ხმამაღლა მომივიდა.
-კაი!- წარბები ასწია ღიმილით.
-თუ რამე დაგჭირდება... მოკლედ ძილინებისა!- ამოვიბლუყუნე მე და კარი გამოვიხურე.
   ჩემ ოთახში შევედი. ღმერთო როგორ მომნატრებია ეს ადგილი. პიჟამა ჩავიცვი და საბანში გავეხვიე. სანამ ჩამეძინებოდა ფიქრებით ათას რამეს მივწვდი.

eyes never lie [COMPLETED]Where stories live. Discover now