მთვარიანი ღამე.

1.8K 143 8
                                    


ერთ შემაღლებულ გორაკზე, დიდი ორმო ამოეთხარათ. სასიკვდილოდ გამზადებული მიწა, სამარეზე რომ უნდა მიეყარათ, ისეთი. წვიმიანი დღე იყო სვანეთში, ყველაფერი უფრო მუქი და უსინათლო. თითქოს ყველა რაღაცის მოლოდინში იყო, თუმცა კარგის არაფრის.
-მითხარი, რა გითხრა უკანასკნელად?- თავზე შავი ნაჭერი ჩამოეფარებინათ ბენდელიანისთვის და მისთვის
გამზადებულ სამარის კიდესთან, მუხლებზე დაეჩოქებინათ. კითხვას არ უპასუხა. შიში კლავდა, სიკვდილის. ახლა, როცა შვილი ეყოლებოდა, ახლა როცა უკვე ოჯახი ჰყავდა და ცდილობდა ახალი ცხოვრების დაწყებას, საკუთარმა დანაშაულმა აქაც მოაგნო და მის სამარემდე მოიყვანა. უბადრუკი იყო სინანულით სავსე კაცი.
დაინახავდი და ვერ გაიგებდი, გული აგრეოდა იმაზე ასეთად რომ გაიზარდა, თუ პირიქით, მუხლებზე მის გვერდით დაგეწყო ტირილი, მხარი გაგეკრა მისთვის და გეთქვა, რომ სხვისი სიცოცხლის წართმევის
წამიდან, იგი უბადრუკია. რომ იგი აღარაფერია იმ წუთის შემდეგ, მათ შორის აღარც საკუთარი თავი. მოგინდება მოუსამძიმრო, იმისთვის რომ საკუთარი თავი ცოცხლად დაიმარხა სხეულში.
-გთხოვდა რომ შეგეწყვიტა მისი ცემა?- გეგიმ ერთხელ კიდევ ჩაილაპარაკა გესლიანად და ეცა ბენდელიანს. უკვე მეასედ გამოართვეს ხელებიდან. სულ დაასისხლიანა. საღი ძვალი ან ხელშეუხებელი ხორცი არ დარჩა ტანზე, ცემისგან მის თავს არ ჰგავდა. იდგა ოსე და ხმის გაუღებლად ადევნებდა თვალს სიტუაციას. ვეღარც ფიქრობდა და ვეღარც ამბობდა რამეს.
-რა იგრძენი, როცა მიხვდი რომ ცოცხალი სხეული აღარ იყო შენს წინ? თვითონ სიკვდილმა გაგაოცა, თუ საკუთარმა თავმა უფრო?!- ხმას არ იღებდა კაკი. სიკვდილივით დუმდებოდა, როცა ვინმე მარგოს ახსენებდა და ეს სიტუაციაც არ გახდებოდა გამონაკლისი.
-საქმე დაასრულეთ, ოსე.- საბოლოოდ თქვა ეგნატე კოპალიანმა, შვილს ერთხელ შეავლო თვალი, მზერით ანიშნა სათქმელი და ცხენზე ამხედრებულმა დაეშვა ბარისკენ, ქალაქში.
-ახლა იქ მოხვდები, სადაც მარგო დავაწვინეთ. შენგან დალურჯებული მისი სახე, მაინც არ კარგავდა იმ სილამაზეს, დაუკითხავად რომ დაიპატრონე. ყველაზე კარგი იცი რა არის? არცერთი წუთით არ ჰყვარებიხარ. არცერთ დღეს და ღამეს არ უყვარდი და შენი სასჯელიც ეს იყო, ასე დაგსაჯა. ახლა კი, ისე მოკვდები როგორც შეგეფერება, ნაბი****ო!- მაშინვე ხელი ჰკრა გეგი კოპალიანმა და ცივ ორმოში ჩააგდო კაკი.
აღელვებას და შურისძიების წყურვილს გრძნობდა ბიჭი. უყურებდა ბიძაშვილი და იცოდა, გეგი ამას თუ გააკეთებდა მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება ინანებდა ამ საქციელს. ქამრიდან თოფი ხელის კანკალით ამოიღო და მიწაში ჩაგდებულ ხელფეხშეკრულ კაკის დაუმიზნა.
-გეგი..- ამოთქვა ოსემ მას შემდეგ, რაც მისი ბიძაშვილის ნერვიულობისგან, აღელვებისა და ღვარძლისგან გაოფლიანებული სახე შენიშნა. ტანით თრთოდა გეგი, ადამიანის მკვლელობა მისთვის არაადამიანობას უდრიდა. დაუვლიდა მის გონებას მისი დის სახე და ისევ ბრაზი და შურისძიება იპყრობდა მის გულს. მერე კი, ისევ ადამიანობის შეგრძნება ჩაენაცვლებოდა.
სასხლეტზე თითი უთამაშებდა, ოსე რომ ჩააფრინდა ხელში და იარაღი წაართვა. -სახლში წადი.-
-არავითარი! მე უნდა დავასრულო საქმე.- გაჯიუტდა. განა არ კმაროდა მისთვის ცოცხლად სამარეში ჩაგდებული კაკის ნახვა? საკმარისი იყო. ვერ ეგუებოდა იმას, რომ წლები ეძება, იპოვა და ახლა სიტყვას ვერ ასრულებდა.
-თუ ახლა არ წახვალ, სამუდამოდ შეგაწუხებს საკუთარი სინდისი. ყოველ ჯერზე, როცა ხელებზე დაიხედავ, გაგახსენდება რომ ისინი სისხლიანია.- თვალი თვალს გაუსწორეს კოპალიანებმა.
-შენ არ შეგაწუხებს მისი სისხლი?-
-მე უკვე ისეც აღარაფერი მაწუხებს ამქვეყნად. აღარც მაოცებს და არც მაკვირვებს. სახლში დაბრუნდი გეგი
და ეგნატეს უთხარი, ასრულდაო.- ერთხანს იდგა არეული, ყველა გრძნობა უსწორმასწოროდ ელაგა გულში.
რა აღარ გაიფიქრა, თუმცა ცხენზე მაინც შეჯდა. მოუსმინა მის ბიძაშვილს, ერთხელ მოავლო თვალი ამ მისთვის უკვე საძულველ გორაკს და ბარისკენ დაეშვა. სწრაფად უცემდა გული, გასროლის ხმის მოლოდინში. სწორად მოიქცა? მაგრამ რომ არ მოეკლა, როგორღა დაეძინა დღეს. იქ მის ნაცვლად მისი ბიძაშვილი იდგა, სასიკვდილო ტყვიით ხელში და არა მან. ამ ფიქრებში იყო, გასროლის ხმამ მთები რომ გააზანზარა. ისევ ჩაეღიმათ მთებს. ასე იყო, გინდ ცუდი, გინდ კარგი ყოფილიყო ეს ხმა, მაინც ეღიმებოდათ. ყველა დეტალზე, რაც ამ სამყაროში ხორციელდებოდა. გავარდა ტყვია და მოეშვა ყველა დაუოკებელ სულს, ვისაც სწადდა შურისძიება. მოეშვა გეგის, მოეშვა ყველა იმას, ვისაც აწუხებდა შინაგანი ხმა. ვისაც სტანჯავდა წარმოდგენა იმისა, რომ დამნაშავე დაუსჯელი იყო. ვისი სულიც შეჭმული იყო შურისძიების მიერ და მას აბოროტებდა. არაფერია შურისძიების წყურვილი, თუ არა ბოროტებისკენ ბიძგი. თუ შენ ამას შენში ჩაახრჩობ, მაშინ დაუმარცხებელი ხარ. თუ შენ მისი გაქარწყლება შეგიძლია, ვერაფერი მოგერევა, რადგან ყველაზე დიდი ომი, რომელიც შეიძლება ადამიანმა გადაიტანოს, ეს საკუთარ თავთან ჭიდილია. ურთულესი ბრძოლაა, რადგან ორივე შენ ხარ, ორივე ნაწილი შენია და ისე ძლიერად გრძნობ, თითქოს ორად იხლიჩები. შენ კი არა, შენი ყოველი უჯრედი ორად იხლიჩება, იშლები და ღმერთმა იცის, რა დარჩება შენგან ბოლოს. მხოლოდ ოსე ვერ გრძნობდა ვერაფერს, რადგან ბრაზმა და წყურვილმა გასროლისას კი არ გადაუარა, ეს მანამდეც თავისით მოხდა. როცა გაიგო მარგო მოუკლეს, იმ წუთში დაუფიქრებლად დაახლიდა ტყვიას კაკის, მაგრამ წლები გავიდა და ერთ რამეს მიხვდა. დროს შეეძლო წაეღო დარდი, ეს ჯოჯოხეთური მღელვარება და სისხლის წყურვილიც, სხვა დანარჩენთან ერთად. და ეს ყოველივე, რაც მარგოს ტრაგიკული სიკვდილის შედეგად ბუდობდა მისში, ისიც დროს გაექარწყლებინა. გრძნობდა ამ ადამიანურ სხივებს მის სხეულში და თან ხვდებოდა ტყვია კაკისთვის რომ დაემიზნებინა, არც მის სიკვდილს არ ექნებოდა აზრი. ოსე კოპალიანმა ტყვია ჰაერში ისროლა. იმიტომ, რომ ერთადერთი იყო, ვინც შეძლო ომის მოგება საკუთარ თავთან. მის თავში აღმართულ მთას გადააბიჯა ფეხი და ორმოში ჩაგდებული მტერი არ მოკლა. რა დარჩებოდა ხელებში, მისი სიკვდილის შემდეგ? სისხლი, რომელიც ზუსტად კაკისნაირ ადამიანად აქცევდა მას, მკვლელად. მაცდური რამაა შურისძიება. შეგიტყუებს როგორც ტყე და შიგნით გამხეცებულ ცხოველს დაგახვედრებს, მერე კი საკუთარი თავის გადარჩენისთვის იმდენს გაგაკეთებინებს, რომ ბოლოს არაფერი დაგრჩება ისეთი, რაც იმ მხეცისგან გაგანსხვავებს. ზედმეტად ჭკვიანი იყო იმისთვის, რომ ამ მხეცს დამსგავსებოდა. არ შეეწირებოდა შურისძიებას. არ მოკლავდა მისში ადამიანობას და არ გაისვრიდა ხელს სიბინძურეში.
-არაფერში მარგია მე შენი სისხლი.- ჩასძახა ბენდელიანს.
ერთხანს სიჩუმე იყო. მერე კი, ცივ მიწაში მწოლიარე, ყველაზე საცოდავი ადამიანი აქვითინდა. აქამდე ცრემლიც კი არ შეტოკებია, ახლა კი გატყდა. დაე მიწას ეჭამა ის, რასაც იგი იტევდა. მტერსაც არ ვუსურვებ, ამ სიშავის დანახვას.
-ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ არაფრად მიმაჩნია შენი სიცოცხლე. ჩემთვის მკვდარი თუ ცოცხალი, მაინც არარაობა ხარ. სამუდამოდ დაიტანჯები და ინატრებ სიკვდილს, შენი ხელით გაითხრი სამარეს, რომ ცოდვისგან გათავისუფლდე. აუცილებლად დაგიდგება ეგ დღე და სულელი არ ვარ საქმე გაგიადვილო. შენი ტანჯვა უნდა შეირგო, განა მაგას დაგიშლი?-
-მთხოვდა გაჩერებას..- ბღავილში გადაუვიდა ხმა ბენდელიანს. შოკისგან არ იცოდა, რა გაეკეთებინა. ახლა ხომ ცოცხლად ცივ სამარეში იწვა.
-არ მინდა მოსმენა!- დაიყვირა ბრაზისგან აკანკალებულმა ოსემ.
-მესროლე.- ამოთქვა ქოშინით.
-არა ბენდელიანო, შენი სასჯელი სიცოცხლეა. ისე ვერაფერი დაგაუძლურებს და დაგაჩოქებს, როგორც სამარედან ამოსვლის შემდეგ ცხოვრების გაგრძელება.-
-მომკალი გეხვეწები..-
-გავიგე, შვილს ელოდები.- მთებს გახედა ბიჭმა. სუნთქვა შეეკრა უეცრად ბენდელიანს, ამას არ ელოდა.
-საიდან გაიგე?!-
-არამგონია ოდესმე ნახო.- მოუჭრა.
-რას ნიშნავს.. თათულის რა დაუშავეთ?!- სული შეეკრა სიმწრისგან. ჩაეცინა ოსეს.
-საოცარი რამაა ადამიანი. შესაძლოა სამარეში იწვე, მაგრამ მაინც გაგიკვირდეს, როცა გეტყვიან რომ ვიღაცას ვეღარ ნახავ. ნეტავ რამდენი გრამი იმედის ბრალია ეს ყველაფერი, ნუთუ ჯერ კიდევ ბევრი დაგრჩა? წარმოიდგინე ვინმე ისე რომ მოექცეს მას, როგორც შენ მარგოს ექცეოდი, ბენდელიანო..- სხეული შიშით აუკანკალდა ორმოში მწოლიარე კაცს.
-ყველაფერს გაფიცებ, ბავშვმა რა დაგიშავა, თავი დაანებეთ..- ბღაოდა და მიწა ეყრებოდა მთელ ტანზე.
-ზუსტად იმ ბავშვის გამოა, ახლა რომ ცოცხლობ. იმ უდანაშაულო არსების მამის მკვლელი არ გავხდები, რადგან ოდესმე თუ სადმე გადამეყრება, სულმა არ შემაწუხოს და არ გადამთელოს იმის გახსენებისას, რომ მას ცუდი მამა მოვუკალი.-
ოსე კოპალიანი არ ყოფილა უბრალო, რადგან მას ადამიანობა ყველაზე სუსტ მდგომარეობაშიც კი არ დავიწყებია.
-მას არაფერს დაუშავებთ, ხომ?- სიკვდილამდე იყო შეშინებული.
-ხელის დაკარებას არ ვაპირებ მისთვის, მაგრამ ვერ შეგპირდები, რომ ვასილიც ასე მოიქცევა.- ვასილის გაგონება იყო და სხვანაირი წარმოდგენები გაუღვივდა გონებაში. შიშმა ასმაგად დაისადგურა
მისში, რადგან იცოდა რომ ხერგიანში სიტყვა სიბრალული არ არსებობდა. ცხენის ხმას მოჰყვა ვასილ ხერგიანი და მისი რამოდენიმე კაცი. გაუკვირდა კოპალიანს, თან მისი შვილიშვილიც რომ არ ახლდა, მათე კოპალიანი.
-ყოჩაღ ბიჭო.- ცხენიდან ჩამოვიდა და ოსეს დაჰკრა ხელი მხარზე.
-ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ. მე მაინც მგონია, ტანჯვას იმსახურებს და ამას ცხოვრების გარდა მას ვერაფერი მოუტანს. ახლა არავინ არაფერს გრძნობს, ყველას სულმა სიმშვიდე მოიპოვა. მე კი აღარც სათქმელი დამრჩა და არც გასაკეთებელი. თქვენთვის მომინდია, რაც გინდათ ის გააკეთეთ.- თქვა საბოლოო სიტყვა და ცხენზე შეჯდა.
-კარგი ქენი ჩემთან რომ მორიგდი. მამაშენს რომ არ დაუჯერე და მე გადმომეცი ბენდელიანი. სიკვდილით არ მოვკლავ, ჯერ.. მანამდე ძალიანაც უნდა დავტანჯო.- ბოლოს ის დაინახა, როგორ ამოჰყავდათ ორმოდან ბენდელიანი და ადამიანობის ნატამალმა ისევ გაირბინა მისში. ცას ახედა და თითქოს იგრძნო მარგოს ღიმილი, იმ გოგოსი, ვინც კაკი ბენდელიანის არაადამიანობას შეეწირა. ახლა კი, ალბათ იგი მართლაც იღიმოდა რადგან მისმა ბიძაშვილმა არ გაიმეორა, არ დაემსგავსა მხეცს.
რა იყო შურისძიების გრძნობა? მე თუ მკითხავთ, ასე გიპასუხებთ.
შურისძიებისთვის გამზადებულ, შემდეგ კი სატყუარად გასროლილ ტყვიას შეუძლია დაგაჯეროს, რომ საწადელს მიაღწიე და მერე იგრძნობ, როგორ ჩაქრა შენში ეს მძვინვარე ბოროტება. გეგის შური ტყვიის ხმამ გაუქრო. იფიქრა, რომ აღსრულდა კაკის სიცოცხლე და დამშვიდდა კიდეც.
რეალურად კი დროს ისედაც წაეღო ეს სურვილი მათგან, უფროსწორად, იმდენად ძლიერი აღარ იყო, რომ ვინმე მოეკლათ. გეგი რომც დარჩენილიყო, ვერც ის ისვრიდა ტყვიას. ოსეს კი თავიდანვე გაეფიქრა და ჩაეწყო, რომ ასე არ მოიქცეოდა. ამიტომაც ჩააბარა ხერგიანს. რომც არ ჩაებარებინა, ვასილი გადაემტერებოდათ, არ შეეშვებოდა. დამნაშავედ გრძნობდა თავს, რადგან მამამისს არაფერი უთხრა, მაგრამ ისე მოიქცა, როგორც გულმა უკარნახა. ქალაქისთვის გვერდი უნდა აეარა, ტყეში აპირებდა წასვლას მოსადუნებლად, რა დროსაც ხმა შემოესმა ორღობიდან.
-ოსე, დაიცა!- მისი მეგობარი, ანრი ჩიქოვანი შერჩა ხელებში.
-რა იყო ჩიქო?-
-შენები შენს საცოლეს ეძებენ, დედაჩემს დაუნახავს, ცხენით წავიდა ტყისკენო. ნერვიულობენ შენები, გელოდებიან.- დასვენებას გეგმავდა ოსე, თუმცა არავინ დააცდიდა. "ახლა რა ჯანდაბა მოგაფიქრდა მაგ ჯიუტ თავში?!" ერთი გაიფიქრა და იგრძნო, როგორ მოერია ბრაზი.
-ჩემებს უთხარი ოსე მოიყვანსო, არ ინერვიულონ. მადლობა ანრი!-
-წამოგყვები, მარტო ხომ არ წახვალ?-
-შენ ჩემები გააფრთხილე, მე ვიპოვი და უკან მოვიყვან.- დაიჯინა ბიჭმა.
-მაქეთ მხარეში ხერგიანები დავინახე ცოტა ხნის წინ, იქნებ მათ იცოდნენ საით წავიდა.- ოსეს აღარაფერი უპასუხია ჩიქოვანისთვის. უფრო მეტად აღელდა, როცა მიხვდა რომ ხერგიანები ამ მხარეში იქნებოდნენ. მათე ხერგიანს მეტი რა ენდომებოდა, ეს უცხო და მიუწვდომელი ქალი ხელში ჩაეგდო? თუ რამეს აპირებდა, მაშინ შესანიშნავი მომენტი შეურჩევია, რადგან ფიცხელაური მიყრუებულ, თუმცა ლამაზ ტყეს ეწვია. დასეირნობდა ცხენით და თვალიდან არაფერი არ ეპარებოდა. ორი მხედარი მიჰყვებოდა მის კვალს. ხერგიანი და მისი თანმხლები. კვალს გამოჰყვა, როგორც კი შეამჩნია რომ თინათე მარტო გამოსულიყო სახლიდან. უკან მოტრიალდა და მხოლოდ მერე შეამჩნია თინათემ უკვე მისთვის ნაცნობი ბიჭი.
-რატომ დამყვებით?- ჰკითხა უხეშად.
-მოგწონს ჩვენი მხარე?- ხერგიანმა თვალი ისე მოავლო მთებს, თითქოს კითხვა ვერც გაიგონა.
-რა გინდათ ჩემგან, რატომ დამყვებით აქ მოსვლის დღიდან?-
-გეცოდინება, ბაბუაჩემი მოვიდა კოპალიანებთან. შენს სანახავად იყო მოსული, ასე რომ ძალიან ნუ გაჯიუტდები და ნებით წამომყევი.-
-რა?-ნერვიულად ჩაეცინა გოგოს. -ამ მხარეში ყველა ერთნაირად აფრენთ? გირჩევნია აქედან წახვიდე, სანამ ეს ქვა თავში დაგახალე.- მიხვდა ვინც იყო ეს ბიჭი. ცხენიდან ჩამოხტა და მოზრდილ ქვას სტაცა ხელი.
-ფიცხი ხასიათი გქონია, მაგრამ არაუშავს, მაგასაც მოვუვლით.- მის გვერდით მდგარ მხედარს გახედა და გაუცინა, ანიშნა დროაო. ნაბადი გაამზადა თანმხლებმა და ცოტათი მიუახლოვდნენ თინათეს.
-არ მომეკაროთ!- დაიყვირა და ქვა მათეს მიმართულებით ისროლა. მხარში მოარტყა ხერგიანს.
-დაიჭირე!- დაიყვირა ტკივილისგან და მხარზე იტაცა ხელი. შეჯდა თინათე ცხენზე და მაღალი ხეებისკენ დააპირა წასვლა. ახლა რომ დაეჭირათ, სახლში მიყვანილ ქალს, უკან არაფრით გამოუშვებდნენ. როგორც ჩანდა, მათესთვის ვასილს არაფერი ეთქვა თინათეს რძლობაზე კოპალიანებთან, ამიტომაც ეცადა მის მოტაცებას. არ ესმოდა თინათეს არაფერი. როგორ შეიძლებოდა ოცდამეერთე საუკუნეში ვინმეს ძალდატანებით მოეტაცა ქალი. მიჰქროდა როგორც დაუმორჩილებელი და შეუპოვარი. ვერაფერი შეაჩერებდა, რადგან გულის სიღრმეში იცოდა, სადმე თავისი ადამიანი ჯერ კიდევ ელოდებოდა და არაფრის ნებით არ გახდებოდა ვინმე უცხოსი. შორს გაერბინა უკვე, ცხენების ხმა მიმწყდარიყო.
-ესეიგი მაინც ვერ დაისვენე არა მათე?- დადევნებული ორივე მხედარი ოსეს უეცარმა გამოჩენამ შეაჩერა, ჯერ გაოცდნენ და მერე ცოტათი გულზე მოუვიდათ მისი დანახვა.
-მაფრთხილებდა ბაბუაშენი, მიხედე იმ ქალს, არავინ არ მოგტაცოსო და ესეიგი თვითონ გეგმავდა ამ ამბავს.- ირონიით ჩაილაპარაკა და აქოშინებული თანმხლების წინ შეჩერდა. წინ გადაუდგა ორივეს, მზერით კი ხერგიანს თვალს არ აცილებდა.
-ჩვენ უბრალოდ აქ ვსეირნობდით, არც ვიცი რაზე ლაპარაკობ.- თვალი აარიდა მათემ.
-ყველაფერი გავიგონე. გიყურებდით შორიდან, სასაცილო იყო თქვენი დანახვა, როგორ ეკიდებოდით ერთ ქალს ორი ამხელა ვირი.- გამიზნულად ხმამაღლა იცინოდა. გამოუვიდა, ორივეს ბრაზი მოერია.
-და შენ რატომ ერევი ამ საქმეში, კოპალიანო?- ცხენიდან ჩამოვიდა და ეს თითქოს ნიშანი იყო შეტევის.
-ამბობენ ერთი მაღლა და მეორე ძირს, ეგრე საუბარი არ გამოდისო.- ჩაილაპარაკა და ისიც ძირს ჩამოვიდა. ახლოს დაუდგა ხერგიანს და ისეთი თვალებით შეხედა, მარტო მზერა ეყოფოდა შიშისთვის. რა იყო ამ თვალებში ისეთი, რაც შეგაშინებდა? არ ჰყოფნიდა მხოლოდ ის, რომ მამაცი იყო. მის თვალებში შიში საერთოდ არ იკითხებოდა. მხოლოდ გაბედულება, რისკი, სიამაყე, დაუმორჩილებლობა და თავისუფლება, რაც არ უნდა გეცადა ვერცერთს ვერ წაართმევდი. მგლისფერი თვალები ჰქონდა, ისეთი ვერაფერს რომ ვერ გამოაპარებდი და შენ თუ გიყურებდა, ისიც იცოდა რას გრძნობდი.
-ამ ნაბადში ხერგიანებს ერთად გაგახვევთ, თუ მეორედ გაბედავ და ჩემს ქალს ხელს დააკარებ.- თქვა თუ არა ნაბადი ხელიდან გამოგლიჯა და მთელი ძალით მოუქნია მუშტი სახეში. გაიბრძოლა მეორე მხედარმაც, თუმცა ისიც ზედ დააყოლა. ვერ იცნობდა ვასილ ხერგიანი თავის შვილიშვილს, ისეთი ნაცემი იყო. მათეზე ჩავლებულს, მეორე მხედარს ოსესთვის დარტყმა მოესწრო, ვერც ვერაფერი დააკლო, ერთი ნაკაწრის გარდა.
-ამაზე უარესს მიიღებ, თუ კოპალიანების ირგვლივ გამოჩნდები. უარესის ღირსი ახლაც ხარ, თუმცა მადლობა გეგის უთხარი, მისი ბიძაშვილი ხარ და დღეს მხოლოდ ამიტომ გადამირჩი.- ცხენისკენ მიტრიალებულმა დაინახა, როგორ მოდიოდა ცხენით უკან გამობრუნებული თინათე. დაინახა თუ არა ორი ძირს დაყრილი მხედარი, გაკვირვებამ მოიცვა გოგო. მერე კი მის წინ მაღალი, მგელივით ბიჭი დალანდა, სახეზე ოდნავი ნაკაწრით. ისევ ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თვალები მგელივით, ეშმაკურად უელავდა. სქელ ტუჩებზე კი ნასიამოვნები და სიამაყით სავსე ირონია დაჰკრავდა. მხოლოდ ერთხელ ახედა გოგოს, ისე რომ ეს ღიმილი სახიდან არ მოშორებია.
-ინანებ ოსე, ძალიან ინანებ შენს საქციელებს..- ფეხზე ქოშინით წამოდგა ხერგიანი, მხედარი წამოაყენა და თვალი ერთხელ მოავლო უცხო ქალსა და ისევ მომღიმარ ოსეს.
-დაგელოდები.- ბოლო ეს გაიგო მათემ, მერე კი თანმხლებთან ერთად ტყეს გასცილდა.
-აქ საიდან გაჩნდი?!- სიჩუმე ფიცხელაურმა დაარღვია.
-ხომ ხედავ, შენმა ერთმა გასეირნებამ რა მოგიტანა. ცოტა რომ დამეგვიანა ახლა ხერგიანის ქალი იქნებოდი.- ისევ ირონიით მიუდგა ბიჭი და ცხენზე შეჯდა.
-შენც უკან მომყვებოდი?-
-მეტი საქმე არ დამრჩა, შენ უკან გსდიო. უთქმელად გაპარულხარ სახლიდან და უნერვიულიათ ჩემებს. ყოჩაღ, კარგად გამოგდის ჯირითი, ორივე უკან ჩამოიტოვე.- შეაქო, მაგრამ ისეთი სახით, გესლიანი რომ ჰქვია.
-როგორც ჩანს ფეხი ვერ უნდა გავადგა ვერსად. აქედან მალე უნდა წავიდე!- წამოიძახა გაღიზიანებულმა.
-რა გეგონა ქალაქში რომ გამომზეურდი, ახლა ყველამ თვალი დაგადგა.- ნელა მიდიოდნენ სახლისკენ, ოსე წინ უსწრებდა.
-მარტოც მოვიგერიებდი!- ჯიუტად გააქნია თავი.
-ჰო, აბა რა.- ჩაეცინა ბიჭს.
-გინდ დაიჯერე გინდ არა! ასეთები გამიცურებია?-
-ვა, ხევსურეთშიც გყავს თაყვანისმცემლები?- ვითომ გაიკვირვა კოპალიანმა.
-იქ ასე ვერ გაგიბედავენ.-
-როგორ ამბობენ? ალვანს, ბახტრიონს, თიანეთს, ყველა შენ დაგაშაირებს, ცხენი რომ გააფრთიანეო, არა?-
-საიდან იცი ეს ხევსურული ლექსები და ამბები? ჰო, კიდევ წესებზეც გსმენია.-
-ამ მთებს იქით კი ცხოვრობ, მაგრამ ნუ გავიწყდება რომ ერთ კავკასიონზე ვცხოვრობთ. წესებიც მსგავსი გვაქვს და რაღაც მეც გამეგება.- პირველი შემთხვევა იყო ერთმანეთს რომ არ წაკბინეს.
-მაინც არ შეგრჩებათ ჩემი აქ ყოფნის ამბავი! ჩემს ხევსურ ხალხს შევყრი!-
-ჰო და ვნახავ შენი ხევსური ბიჭები რას დამაკლებენ!-
-ზედმეტად დარწმუნებული ხარ შენს თავში.- ისე უთხრა ბიჭის ზურგს თვალს არ აცილებდა.
-ტყეში რამ გამოგაქცია?- გოგოს გახედა.
-იქ სული მეხუთებოდა.-
-მერე და გეთქვა მაინც ვინმესთვის, ხომ ხედავ, ოღონდ ვინმემ მარტო დაგინახოს და შანსს არ კარგავენ.- უკვე ერთ გზაზე მიდიოდნენ. ჯერ არცერთი არაფერს ამბობდა, ჩუმად მიჰყვებოდნენ გზებს. ცას კი საღამო მოეპარა და მალე შემოაღამდებოდა.
-შენ რატომ მხვდები ყველა ფეხის ნაბიჯზე?- გულმა ვერ მოუთმინა ხევსურს, ამდენი ხანი იფიქრა, იყოყმანა და ბოლოს მაინც იკითხა.
-ხომ გითხარი შატილის ასულო, ტყულად გარბიხარ ამ ხეობებში. ყველა მთა და ყველა ხე მიცნობს აქ, სადაც წახვალ იქ წამოგეწევი.- გაუღიმა ეშმაკურად. გოგოს მოუნდა ცხენიდან ჩამოხტომა და ერთი შეთავაზება თავში, ამ ამაყი ბიჭისთვის.
-როდის დაასრულებ დევნას?! როგორ მომაბეზრე თავი შენი უაზრო, მხატვრული საუბრებითა და ირონიული ღიმილით, რომ იცოდე! ვოცნებობ ის დღე გათენდეს, შენი დანახვა რომ აღარ მომიწევს.-
-ეგ დღეც დადგება, შენთვისაც და კიდევ ბევრისთვის.- ჩაილაპარაკა თავისთვის თუმცა თინათეს სმენას არ გამორჩენია.
-რას ნიშნავს ბევრისთვის, სადმე გადასახლებას აპირებ?- ინტერესი მაინც ვერ დამალა ფიცხელაურმა.
-არ დაიღალე? სახლში წადი და რამე შეჭამე, ფატიმამ მითხრა არაფერს იკარებსო.- ესეც გაიკვირვა თინათემ, უცხო ბიჭი და ასეთი დაკვირვებული ჯერ არ ენახა.
-შენზე მითხრეს რომ სანადიროდ მარტო დადიხარ უღრან ტყეში.-
-მართალი უთქვამთ.-
-არ გეშინია რომ ვერ დაბრუნდე?- ერთხანს შეჩერდა და ისე უყურა.
-დიდი ამბავი, თუ არ დავბრუნდი. თავისუფლებაში მაინც დავიკარგები, სხვა თუ არაფერი.-
-ძალიან უყვარხარ ფატიმას. დღედაღამ შენი სახელი აკერია პირზე. შენზე ლოცულობს.-
-აქ ყოფნაში ამდენის გაგება როდის მოასწარი? ან რატომ გაგიჩნდა სურვილი მაგ ყველაფერს დაკვირვებოდი?- ცდილობდა არ შეეხედა გოგოსთვის მაგრამ მაინც მოტრიალდა. სჯობდა არც მოტრიალებულიყო, ისეთი ლამაზი სანახავი იყო ამ საღამოს. თეთრი კანი, თეთრი კბილები, ლამაზი თვალის ჭრილი და გაწითლებული ტუჩები.
-რა უნდა მეკეთებინა ეს დღეები, თავი ამით გავირთე.- უპასუხა დაბნეულმა. ოსეს მზერამ დააბნია, ერთხელ მოხედა და თითქოს თავიდან ბოლომდე აათვალიერა და შეისწავლაო.
-ძალიან ბევრი რამ არ იცი, არც ჩემს ოჯახზე და არც აქაურობაზე. გირჩევნია აქედან ამ ყველაფრის უცოდინარი თუ წახვალ, ღამით მშვიდად რომ დაგეძინოს, შენს შატილში.- ძალიან ლამაზი ბიჭი იყო, შავი თმა, შავი თვალები, გრძელი წამწამები და წარბები. ოდნავ მოზრდილი წვერი სქელი ტუჩების ირგვლივ, უფრო მიმზიდველს ხდიდა. ახლა ცოტათი გაოცდა ფიცხელაური, პირველად დააკვირდა რამოდენიმე წამი და მიხვდა, რომ აქამდე არ შეემჩნია მისი გარეგნობა.
-ა.. არაფერიც! გატაცების შემდეგ სახლში მშვიდად ვინ დაიძინებს.- დაიბნა გოგო.
-საკუთარ თავს დააჯერე რომ გაგიტაცე? არა და შენი ფეხით გამომყევი უკან.- ოსეს ჩაეცინა.
-შენი ხელით გამომკეტე იმ წყეულ სახლში, ნუ გავიწყდება!- წამოიყვირა ბრაზით.
-მართლა ასე ძალიან გძულს ეს მხარე?-
-თანაც როგორ!- იცრუა თინათემ. რაც არ უნდა ცუდი მოგონებები ჰქონოდა ამ მხარეში, მაინც იტაცებდა ეს მთები, ტყეები და ბუნება. ამიტომაც გამოვიდა დღეს გარეთ, გადაწყვიტა ყველაფერი ახლოდან, საკუთარი თვალით ენახა.
-ნუ ღელავ, მალე წახვალ.- გაუცინა ბიჭმა და ქალაქის შესასვლელში შევიდა.
-თბილისში ყოფილხარ?- მოულოდნელი შეკითხვა დაუსვა გოგომ.
-იქ ვსწავლობდი.-
-მე არასდროს შეგხვედრივარ.- ამოთქვა დაზუსტებით.
-ალბათ კი ან არა, ვინ იცის, ისეთი ამაყი გოგო ხარ დარწმუნებული ვარ თვალშიც რომ ვინმე მოგხვედროდა ზედაც არ შეხედავდი.-
-და შენ რა იცი? იქნებ უკვე შევხედე კიდეც და თვალში კი არა გულშიც მყავს!-
-მაშინ სად არის შენი თბილისელი სწორფერი, რატომ არსად არ გამოჩნდა? თუ არ იცის რომ ვიღაც სვანმა კოპალიანმა სვანეთში "გაგიტაცა" და გამოგკეტა?- წამის მეასედში მოატრიალა ცხენი თინათესკენ და მაჯაში მოკიდა ხელი. ისე ახლოს იდგა, გოგოს სუნთქვაც კი შეეკრა. სიტყვა ვერ დაძრა, ისეთი თვალებით უყურებდა ოსე. ჯერ თვალებში უყურებდა, მერე მზერა ბაგეებს დაავლო და სულ გააწითლა გოგო. აკანკალდა, როგორც კი გააცნობიერა მისი სიახლოვე. ბიჭმა ხელი მოაცილა და გაურკვეველი მიზეზით თავისთვის ჩაიღიმა.
-თავხედი და უზრდელი ხარ! როგორ მიბედავ და მეხები?!- უკან წამოეწია ქალი.
-ხმას დაუკელი და არ მაიძულო რამე საშინელება გავაკეთო, ნუ გავიწყდება რომ უკვე ქალაქში ვართ და შენს ხმას თავისუფლად გაიგებენ.- ხმადაბლა გადმოსძახა და სვლას დაუჩქარა.
-ეს თავგასული, როგორ გამიბედა..- ჩურჩულებდა თავისთვის თინათე და მის წინ მიმავალ კოპალიანს თვალებით ბურღავდა.
-ოსე!- უკვე დასადგურებულ სიჩუმეში ხმა გაისმა.
-რა მოხდა ინოლა?-
-აი ეს წავიდეს და მერე გეტყვი!- ალმაცერად გამოხედა თინათეს. ვერ გაუგო გოგომ, ასეთი ცუდი თვალით რატომ შეხედა. ოსემ თვალით ანიშნა თინათეს, დაგვტოვე ცოტა ხნითო. გზას ისე აჰყვა, ინოლასთვის მზერა არ მოუშორებია. შორი-ახლოს იდგა და თვალს ადევნებდა სიტუაციას.
-მართალია, რომ ეს უცხო ქალი მოიყვანე? მე ხომ ამდენი ხანი გელოდებოდი..- გულდაწყვეტილი ხმა ჰქონდა ინოლას.
-ამაზე სალაპარაკოდ გამოხვედი სახლიდან? ინოლა, ბოლოჯერ გიხსნი, კაცური სიტყვით. როგორც დას ისე გიყურებ. არ შემიძლია ამ სიტყვას გადავახტე! ძალიან ლამაზი და კარგი გოგო ხარ, აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, ვინც შეგიყვარებს და დაგაფასებს როგორც ქალს..- დაიწყო ხმადაბლა ახსნა, არ უნდოდა ვინმეს მოესმინა. საშინლად არ მოსწონდა, როცა ხვდებოდა რომ ქალს მოსწონდა და თვითონ ვერ პასუხობდა იგივეთი. წარმოედგინა, როგორი დამამცირებელი მოსასმენი იქნებოდა ეს დიალოგი სხვისი მხრიდან და ამიტომაც ზრუნავდა, ღელავდა ინოლას სტატუსზე. ეს აზრი ყოველთვის გამჯდარი იყო ხალხში, გოგონას თავი უნდა შეეკავებინა, თუმცა ინოლა წლებია შეყვარებული იყო ოსეზე და სასოწარკვეთილს ეს ხმა გულში ვეღარ შეეკავებინა. წარმოიდგინეთ, დიდხანს გიყვარდეს ვიღაც, მაგრამ რატომღაც ეს განგება ისე აწყობდეს, რომ უკან ვერ გიბრუნებდეს სიყვარულს ის შენი სატრფო.
-და მე ხომ გელოდი..- ისევ თავისას იმეორებდა ჩამწყდარი ხმით და გულს უფრო უკლავდა ბიჭს. ახლოში თინათეც დამდგარიყო და დიალოგს უსმენდა, თან აკვირდებოდა ორივეს.
-ინოლა, სახლში შედი და ცხოვრება გააგრძელე, ყველაფერი წინ გაქვს, გპირდები.- ისევ წრფელი და იმედიანი თვალებით ჩააშტერდა გოგოს.
-ამ ქალზე უკეთესს იმსახურებდი!- ზიზღით შეხედა ცხენზე შემჯდარ თინათეს და იქაურობას გაეცალა. აღარ იცოდა რა ექნა კოპალიანს. თვალი მთებს მოავლო და თითქოს ორმაგი ტვირთი იგრძნო მხრებზე.
-სახლში წადი თინათე, ჩემებს უთხარი რომ დღეს სახლში არ მოვალ. მშვიდი ღამე!-
-საით მიდიხარ?-
-შორს.- ცხენზე შეჯდა და ქვევითკენ დაეშვა. უყურებდა თინათე და თითქოს გრძნობდა რამდენად დამძიმებულიყო ეს მისთვის ჯერ კიდევ უცხო ბიჭი. ვერ ხვდებოდა, სად შეიძლებოდა ამ საღამოს წასულიყო. უკვე დაბნელებულიყო, ტყეებიც უფრო მეტად საშიში გახდა შესახედავად. მიჰყვებოდა კოპალიანების სახლის გზას და თან ფიქრს აეტანა. ეზოში შესული ცხენი საჯინიბოში შეიყვანა, ორი მსახური გამოვარდა ქოშინით, აშკარად გულზე მოეშვათ თინათე რომ დაინახეს.
-საღამომშვიდობისა!- ზრდილობით მიუგო ორივეს და სახლში შევიდა.
-სად წახვედი, ყველა შენ გეძებდით!- ფოიეში შესვლისთანავე ირაიდა გამოჩნდა შეშინებული სახით.
-ცოტა გავისეირნე.- ცივად მიუგო ფიცხელაურმა.
-ოსე სად არის? ფატიმა ნერვიულობს.- მისაღებში შევიდნენ და იქ მყოფთა მზერაც მათზე გადმოვიდა.
-მარტო ტყეში სიარული საშიშია შვილო, გაგვაფრთხილე ხოლმე წასვლას რომ დააპირებ.- ფეხზე მაშინვე წამოხტა ფატიმა.
-ბოდიში თუ განერვიულეთ..- მაინც შერცხვა საქციელის, მიუხედავად იმისა რომ მთლიან ოჯახზე ბრაზობდა.
-ოსე სად არის?- იკითხა ეგნატემ.
-მითხრა რომ დღეს სახლში არ დაბრუნდება.- თქვა თუ არა, ფატიმამ ხელები თავში წამოირტყა და სავარძელში გულმოსული ჩაესვენა. სხვა აურა ტრიალებდა ოჯახში, ეგონათ ოსემ მძიმე ტვირთი აიღო ზურგზე, კაკის სისხლის სახით და ამიტომაც ვერცერთი მთელი დღის განმავლობაში ხმას ვერ იღებდა.
-დღეს არ უნდა წასულიყო! გული ცუდს მიგრძნობს..- ჩურჩულებდა ქალი. ირაიდა კაპლის მოსატანად გაიქცა.
-ცოტას რესტორანში დალევს, მერე ტყეში წავა, გულს დაიმშვიდებს და ჩამოვა. ბევრი რამის გადატანა მოუწია ჩვენს შვილს.- თქვა უფროსმა კოპალიანმა და მისაღები ამ სიტყვებით დატოვა.
-რა მშვიდად ლაპარაკობს, თუ გესმით?! დათვრება და ტყეში წავაო ხალხო.. დამიგლეჯს შვილს ოხერი მტაცებელი და მერე რომელი მიწა გავითხარო ჩემი სამარისთვის, ვინ მიშველის?!- ყვიროდა ფატიმა. შეეცოდა თინათეს, მართლა ძალიან ნერვიულობდა ქალი. სიმართლე რომ ითქვას, თვითონაც ძალიან გაუკვირდა ოსეს ამბავი, ამ სიბნელეში ქალაქიდან შორს წასვლა, პატარა საქმე არ იყო. რამდენიმე დღე გასულიყო, რაც აქ ყოფნა მოუწია და უკვე ბევრი რამ შეესწავლა და გაეგო. ფატიმამ ირაიდას მოტანილი წამალი დალია და წამოდგა.
-აღარ დადგა ის დღე, მე რომ მოვკვდები, ნეტავ გული როდის გამიჩერდება ამდენი ნერვიულობისგან, რამდენს გაუძლებს კიდევ..- მოთქვამდა თავისთვის და ისე ტოვებდა მისაღებს. დასაძინებლად მიდიოდნენ ყველანი, თუმცა თინათემ კარგად იცოდა, ფატიმას ნერვიულობისგან არ დაეძინებოდა. საწოლზე დაჯდა ფიცხელაური და სვანეთის მთებს გახედა. უღრან ტყეს და იქამდე განათებულ ქალაქს, სვანური კოშკებით რომ იყო გაწყობილი და სანახაობას უფრო თვალწარმტაცს ხდიდა. ამ ქალაქს იქეთ, ეს ბნელი ტყე და მთები, ავისმომასწავებლად იყურებოდნენ. დაძინებას ეცადა ფიცხელაური, მაგრამ ვერა და ვერ გადაეშვა ძილში. გულაღმა მწოლიარე, ხელისგული გულ-მკერდზე მიედო და ხვდებოდა რომ არც მას დაეძინებოდა ამაღამ. იმდენი რამ მოხდა, იმდენი რამე გადაიტანა ამ მთიულ დღეებში, რომ ყველაფრის ერთად გადახარშვა ეძნელებოდა.
ბოლოს ღრმად ჩაისუნთქა და ფეხზე წამოდგა. თვალი ოთახს მოავლო, სული თითქოს ისევ ჩაეხუთა და ტანსაცმელი ჩაიცვა. მოიხურა მოსაცმელი და გარეთ სიფრთხილით გავიდა. ღამე იყო, ქალაქს ასე თუ ისე, ეძინა. არავის გაუგია მისი სახლიდან გასვლა, მათ შორის არც ფატიმა კოპალიანს, რომელიც ჯერ კიდევ იმდენად ღრმად ლოცულობდა მისი შვილისთვის, რომ არაფრის ხმა არ ესმოდა.
ცხენზე შეჯდა და დაეშვა ბარისკენ. გზადაგზა ათვალიერებდა ქალაქის კოშკებს, ღამით უფრო ლამაზი სანახავი იყო. არ შეშინებია სიბნელის, რადგან ამას ისედაც მიჩვეული იყო. არ ყოფილა ის ბარის გოგო, რამე მისთვის უცხო ან საშიში რომ ენახა ამ ბუნებაში. ქალაქის ცენტრისკენ, ერთ-ერთი რესტორნიდან გამოსული, ნაცნობი სხეული დალანდა.
-აბა ჰე, ხვალამდე გოგი!- ოსეს ხმა გაიგონა თუ არა თინათემ, მიუხვდა მთვრალიაო. მეგობარს ემშვიდობებოდა, რომელმაც გეზი ქალაქის ზედა მხარისკენ აიღო. შეჯდა ცხენზე ოსე და ერთი მძიმედ ამოისუნთქა.
-ახლა საით აპირებ წასვლას?- თინათეს ხმაზე გაოცებული მოტრიალდა ოსე.
-აქ რას აკეთებ?-
-მხოლოდ შენ ხომ არ იქნები ის, ვინც უკან დაჰყვება ვიღაცას.- ირონიით მიუგო გოგომ. უფრო მიუახლოვდა მხედარს, მის უკან დადგა.
-სახლში წადი და გამოიძინე.- არც შეუხედავს ისე მიუგდო და წინ წასვლას ეცადა.
-რას მოიგებ იქ წასვლით?- ცხენიდან ჩამოვიდა გოგო.
-შენ რაში განაღვლებს, ხევსურის ქალო?- არც ოსე დარჩა სიმაღლეზე. ახლა პირისპირ იდგნენ, მიწაზე და ერთმანეთს უყურებდნენ.
-დღეს ეგ ტყე ვერ გიმკურნალებს.- ისე ამბობდა, თითქოს დაზუსტებით იცოდა რომ ამ სიმძიმეს, ოსე რომ ატარებდა მკურნალი ვერ ეყოლებოდა.
-არც კი იცი, რაზე საუბრობ.- უკვე კარგად შეზარხოშებული იყო კოპალიანი.
-გიყურებ და ვხვდები, ყველას ჰგონია ვერაფერი დაგამარცხებს და ყველაფერს მოერევი. ისე საუბრობენ შენზე, თითქოს უშრეტი ენერგიით ხარ დამუხტული და არასდროს იღლები.- მისი თვალებისთვის მზერა არ მოუწყვეტია თინათეს. უყურებდა და ამ ყველაფერს ურცხვად კითხულობდა, გრძნობდა ამ ბიჭის გასაჭირსა და დაღლილობას, იმას რასაც ყველა ვერ გაუგებდა.
-რა გინდა შატილის ასულო, რატომ მომყვები? ჩემს გზაზე მივდივარ, იქ სადაც ჩემი ადგილია, ტყეში. აქ მცხოვრებს ყველას უნდა გავშორდე, თუნდაც ცოტა ხნით, თორემ თავს ვერ შევიკავებ და ცუდი მოხდება.- სიმთვრალე აშკარად ზედმეტსა და გულწრფელს ალაპარაკებდა. ჩაეღიმა ფიცხელაურს ამის გაანალიზებაზე.
-აქ ყველას უყვარხარ როგორც შევამჩნიე, რამდენად მართალი გულით ეგ არ ვიცი, მაგრამ ფაქტი სახეზეა! შენ რატომ გაურბიხარ იმას ვისაც უყვარხარ?- გააოცა ბიჭი, ასეთი კითხვა არავის არასდროს დაუსვამს. არავინ დაინტერესებულა, თუ რატომ მიდიოდა ხოლმე ტყეში მარტო. გააკვირვა ქალის გაბედულობამ და გონებამახვილობამ.
-მათ თუნდაც მოვწონდე, მე არცერთი არ მიყვარს.- მოუჭრა მოკლედ.
-იმ გოგოს შანსი რატომ არ მიეცი, დავინახე როგორ ცდილობდა.-
-იმიტომ რომ ის ვერ მიმკურნალებს, შატილის ასულო.- თქვა და სახე თინათეს სახეს გაუსწორა. არც ასეთ პასუხს ელოდა და არც ამ სპონტანურ მოქმედებას. გული აღელვებისგან აუთამაშდა, ოსეს თვალებში ჩახედვა ასე ახლოდან რომ მოუწია.
-ნაკაწრი გაქვს.- თემის გადატანა სცადა და წარბთან ახლოს გაწითლებულ ადგილზე შეხედა.
-არაუშავს, ეგ მორჩება. აი გულს კი ვერაფერი მოგირჩენს, ერთხელ თუ გაგიტეხეს.- ჩაიღიმა ბიჭმა. სულ გაწითლდა გოგო, წამით დაიწყევლა თავი აქ მოსვლისთვის. უფრო ლამაზი მოეჩვენა ბიჭი და თავი შიშით გააქნია, ოღონდ მსგავსი ფიქრები უკუეგდო.
-ახლა კი სახლში წადი და მეორედ ამ შუაღამით გარეთ ნუ გამოხვალ, საშიშია.- მიტრიალდა ბიჭი, მაგრამ თინათემ მაჯაში ჩაავლო. გაოცებაზე მეტი იყო ეს ოსესთვის. წარბები გაკვირვებით შეყარა და მის უკან მდგარ ქალს გამოხედა. ჯერ ხელზე დაიხედა, თეთრი, თლილი თითები დალანდა და მერე ქალის ულამაზესი ნაკვთები. აშკარად მთვრალი იყო და ამიტომაც ჩანდა ეს ჯიუტი გოგო მისთვის ჩვეულებრივზე ბევრად ლამაზი.
-არ წახვიდე.- მისი საქციელისგან გაკვირვებულმა, დაბნეულობისგან უფრო დიდი სისულელე წამოროშა.
-მართლა ცოლივით იქცევი.- ხმამაღლა გაეცინა ბიჭს, თუმცა ხელი არ გააშვებინა. ვერ ხვდებოდა, რატომ გაჩნდა ზუსტად ამ დროს ეს თავნება ქალი მის წინ. ისე მოესმა, თითქოს პირველად უთხრეს და ურჩიეს, რომ ტყეში არ წასულიყო. გოგოს უნდოდა მიწა გამსკდარიყო და სირცხვილიც იქვე ჩაეტანა. ეს რა სისულელე წამოროშა, ან კიდევ როგორი პასუხი და დაცინვა მიიღო ამ თავდაჯერებული ბიჭისგან?!
- დღეს გადამარჩინე, ჩვენთან ასე იციან, ვალში ვარ შენთან. ახლა კი მე გთხოვ რომ სახლში წახვიდე. მთვრალი ხარ, შენი ოჯახი ნერვიულობს, დედაშენი ღამეს გაათენებს ალბათ, სანამ არ დაბრუნდები.- მაჯაზე ხელი შეუშვა გოგომ და სათქმელს თავი მოაბა. გაეღიმა ბიჭს, იფიქრა რომ სიმთვრალისგან ეჩვენებოდა. როდის იყო ვინმე დადევნებია უკან? ყოველთვის მან იყო დაუღალავი, ყოველთვის მან უდგებოდა სხვას გვერდით და ამხნევებდა სხვების გულს. თვითონ ვინ ედგა სულის მეგობრად? ტყე და ბუნება? არ კმაროდა. არასდროს არავისთვის კმაროდა. პირიქით, ბუნება იმოდენა თავისუფლებასა და სივრცეს იძლეოდა, თავს უფრო მეტად გაგრძნობინებდა მარტოსულად.
-შენს გულს ვინ მკურნალობს, როცა იღლები? შენთვისაც მხოლოდ მთები მოდიან რომ გიშველონ? მე უარესს მმართებენ ხანდახან.- კიდევ უფრო ახლოს მიიწია გოგოსთან, რამაც თინათე ელექტროდენებით დამუხტა.
-იქნებ გეცადა და სახლში გეპოვა ეგ საშველი?- არ დაუთმო გოგომ.
-და სახლში ვინ მელოდება, ვინ მოუსმენს ჩემს სიჩუმეს?- აღარაფერი ჰქონდა სათმელი თინათეს, თითქოს დრო გაჩერდაო, ისეთი სიჩუმე ჩამოწვა. მოშორდა კოპალიანი და ცხენზე მაინც ამხედრდა. გააქროლა მთებისკენ, მიდიოდა და რაღაც აუხსნელი სევდა მიჰქონდა თან.
არ დანებდა თინათე, წამოდგა და უკან გაედევნა. ხეობასთან მისულებს სიჩუმე ვეღარ აეტანათ.
-გიჟი ხარ? სახლში რატომ არ მიდიხარ?!- დაიყვირა გაბრაზებულმა ბიჭმა, უკვე საკმარისი იყო ამდენი.
-სანამ სახლში არ წამოხვალ, იქამდე გამოგყვები.- უფრო გააცოფა ბიჭი.
-რა გინდა ჩემგან? ისედაც დამღალა ყველაფერმა, ვცდილობ რომ აქედან უხმაუროდ გაგაპარო. ვცდილობ ყველაფერი ვაკონტროლო, არცერთი დეტალი თვალიდან არ გამეპაროს. მივდივარ, რომ ცოტა დავისვენო და ამაშიც მეცილები?- უფრო ახლოს დადგა გოგოსთან.
-მთვრალი ხარ, სახლში უნდა დაისვენო და დაიძინო. არ გარბის არც მთა და არც ტყე!- ყვირილი არც თინათემ დააკლო.
-გავგიჟდები რა!- ხელები თავზე გადაისვა. -მაინც ვერ გამიგია, რა გეტაკა ასეთი, რომ უცებ ძალიან აღელდი ჩემი გზა-კვალის თაობაზე!- დააყოლა და გოგოს ახედა.
წამიერად ორივეს ერთმანეთზე დარჩა თვალი, ელამაზათ ერთმანეთი მაგრამ იმდენად ბრაზობდნენ და აღიზიანებდათ ერთიმეორეს პიროვნებები, რომ ვერც საუბარში და ვერც ქცევებში ვერ მალავდნენ ამ ანტიპათიას.
-ძალიან ლამაზია აქაურობა.- ერთმანეთზე მზერაში თინათემ ხმა ამოიღო, თემა უნდა გადაეტანა თორემ სირცხვილისგან სად წასულიყო არ იცოდა.
-როგორ თქვი? ვერ ვიტანო. შენს ხევსურეთში ეს მთები არ გაქვს, არც ეს კოშკები.-
-რა მნიშვნელობა აქვს!-
-მართალი ხარ, ადგილს მნიშვნელობა მაშინ ენიჭება, როცა იქ საყვარელი ადამიანები, ოჯახი გეგულება. თუმცა გული სხვანაირად მიგიწევს იქ, სადაც შენი მშველელი და სწორფერი გელოდება.-
-მიგიხვდი.-
-რას?-
-სიმშვიდის გარდა ამ მიდამოებში მშველელს ეძებ, ყოველდღე ბრუნდები მაგრამ როგორც ჩანს იქ არავინ გხვდება.- კიდევ ერთხელ გააოცა ოსე, ამას მისი დაშორებული ბაგეებიც მოწმობდა.
-ეკლებით გაქვს დაფარული შენი პიროვნება. გგონია ვინმემ ცუდად რომ შეეხოს დაგიბინძურებს, ამით კი იცავ მას. მართალიც ხარ. თუ კავკასიონმა აქამდე მოგიყვანა, მაშინ იმ მხარეშიც თავისუფლად მოგისვრის, სადაც შენს სულს არავინ დააბინძურებს. ვერც კი გაიგებ, ისე დაიგლეჯ ყველა ეკალს შენი სულისგან და მისგან დაჩხვლეტილი ყოველი უჯრედი საკუთარ თავთან ბრძოლის ნიშნად იქცევა, იმ ძალისხმევის ნიშნად, რასაც ნდობის სხვისთვის გაცემა ჰქვია. - დაამუნჯა ქალი. ჯერ გაოცდა, მერე იფიქრა მთვრალია და ასე ლამაზად ამიტომ საუბრობსო. საიდან იცოდა ამდენი ამ ბიჭმა? ფიქრობდა თინათე და გაოცება უფრო მეტად იპყრობდა, როცა აანალიზებდა რომ ოსე სახლისკენ მიჰყვებოდა.
მთვარიან ღამეს ორი მხედარი მიუყვებოდა გზას და ორივეს გული ხმამაღლა ფეთქავდა. აზრებით არც ისე შორს იყვნენ და არც ისე ახლოს. სადღაც მათთვის სულ სხვა განზომილება არსებობდა, წმინდა და ღვთიური. ორივეს თავისი თავის უკვირდა, შემდეგში კი ერთმანეთის გულწრფელობისა და ადამიანობის.
ფატიმამ ჯერ უფლის, მერე კი თინათეს სახელი დალოცა, როცა ორივე სახლში შემოსული დალანდა. მადლობას უხდიდა უფალს, თინათე რომ გამოუგზავნა. ვერავის მოეხერხებინა აქამდე ოსეს მობრუნება ან კიდევ მისთვის აზრის შეცვლა. ამ გოგომ კი, ბიჭი სახლში დაუბრუნა, თუნდაც ერთი ღამით. მშვიდად დაეძინებოდა ამაღამ.
თავიანთ საძინებლებში შესულებს, ყველაფერი სხვანაირად მოეჩვენათ. ორივეს ერთი კითხვა აწუხებდა: "ეს რა ჯანდაბა იყო?" ვერცერთი სცემდა პასუხს საკუთარ კითხვას, ეზედმეტებოდათ მსგავსი გულწრფელი საუბარი ვინმესთან, მითუმეტეს რომ ერთმანეთთან. წარმოუდგენელი რამ იყო! ფატიმა კოპალიანი მშვიდად დაიძინებდა დღეს. ოსე კოპალიანს თავისი თავის უკვირდა, სახლში რომ მოვიდა. ცოტა ხნით ემოციებისა და გაკვირვებისგან ვერ დაიძინებდა, მერე კი დიდი ხნის შემდეგ, მშვიდად ჩაეძინებოდა. ერთადერთი, თინათეს ვერ მოეხუჭა თვალი გათენებამდე, რადგან სვანურმა დღეებმა მოსალოდნელს გადააჭარბეს და სულ გადარიეს გოგო. ფიქრები აურია კავკასიონმა, ნეტავ ამაზე მოულოდნელ, იდუმალებით სავსე ადგილას, სადღა მოისვრიდა იგი, ვიდრე სვანეთია.

გატაცება კავკასიონზეWhere stories live. Discover now