თავი პირველი

1.6K 73 29
                                    

2019 წლის  1 თებერვალი

ჯიმინ POV:

საღამოა, ქუჩაში ნელი ნაბიჯებით მივიწევ. მარტო ვარ, თან არავინ მახლავს... მივდივარ სადღაც "მკვდარ ქუჩაზე" სადაც ადამიანის ხმაც  კი არ ისმის...  თუმცა  მოულოდნელად ისმის ქალის კივილი,  რაზეც ოდნავ შევხტი და გაკვირვებულმა გარშემო გავიხედე...
რამდენიმე წამის შემდეგ როცა უკვე ყველაფერი  გავიაზრე ქალის კივილის ხმას გავყევი.

-ვინმე დამეხმარეთ

კივილის ხმას ბოლომდე მივყევი და დავინახე როგორ ცდილობს მამაკაცი გოგონას გაუპატიურებას...

-რას აკათებ შე ნაბიჭვარო!

კაცისკენ ახლოს მივიწიე და მთელი ძალით დავარტყი  ხელი, მის ზემოდან მოვექეცი და სახეში მთელი ძალით ვურტყავ, ბოლოს,  თავს ასფალტზე ვარტყმევინებ და ვკლავ...

-ბატონო გეყოფათ ასე მას მოკლავთ

გავხედე გოგონას რომლის სხეულიც ცახცახებს შიშისგან და სიცივისგან...

-კარგად ხართ?

ფეხზე ავდექი და კაცს ხელი გავუშვი მისკენ ახლოს მივიწიე და ჩემი ქურთუკი გავიხადე, მხრებზე მოვხვიე და გულში ჩავიკარი

-დამშვიდდი ყველაფერი კარგადაა

თავზე ხელს ფრთხილად ვუსვამ და თავზე ნაზად ვკოცნი

-მადლობა რომ გადამარჩინეთ...

-არაფრის...

პოლიციის სირენების ხმა გაისმა. გოგოს ხელი ჩავკიდე და მასთან ერთად მთელი სისსწრაფით გავიქეცი. სულ მალე ჩემს სახლთან ახლოს ვიყავი, შიგნით შევედი და გოგოც თან შევიყვანე...

-ლამაზი სახლია...

ჩუმად თქვა და მზერა მასზე გადავიტანე...

-მადლობა, თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში... დივანზე დაჯექი მე კი მანამდე პლედს და ცხელ ჩაის მოვიტან...

-კარგი

დივანს მიუახლოვდა და ფრთხილად დაჯდა, გარშემო იყურება და სახლის თითოეულ წერტილს შეისწავლის. ცოტა ხანში ერთ ხელში პლედით ხოლო მეორე ხელში ცხელი ჩაით სავსე ჭიქით ვუახლოვდები.

-გემრიელად მიირთვი

ჩაის წინ მაგიდაზე ვდებ და პლედს ვაფარებ

-მადლობა

ჩაის სულს უბერავს და ნაზად სვავს...

ტელევიზორს ვრთავ და მის გვერდით ვჯდები...  თავს მხარზე მადებს და კინოს ყურებას ვიწყებთ...

ჩაეძინა... მძინარე მზეთუნახავს გავს, მშვიდი და აუღელვებელი სახე აქვს, ღრმად სუნთქავს და ხელით მაისურზე მეჭიდება...

ხელში ფრთხილად ვიყვან და ჩემს ოთახში  შემყავს, საწოლზე ვაწვენ და საბანს ვაფარებ, იქვე ახლოს ვჯდები და მის მშვენიერ სახეს ვუყურებ, დაუსრულებლად შემიძლია მისი ყურება... პატარა ლამაზი გოგოა... მასზე ძალის გამოყენება რთულია... თვალები დავხუჭე და ცოტა ხანში მეც ჩამეძინა...

დილით

გოგონას POV:

თავის ტკივილმა გამაღვიძა...

-ოჰ ღმერთო- თვალებს ნელა ვახელ და გარშემო ვიყურები...

- შენ აქ რატომ გძინავს...

ჩუმად ვამბობ და ბიჭს  მხარზე ხელით პატარა ბიძგს ვაგრძნობინებ...

-დილამშვიდობისა ლამაზო

-დილამშვიდობისა
გავუღიმე და ხელში ვექაჩები -გასწორდიი და რბილზე დაწექი...

გასწორდა და ჩემს გვერდით მოთავსთდა...

-მე შენი სახელიც კი არ ვიცი...

-მე ჯიმინი ვარ

-სასიამოვნოა  მე კი სონია...

~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
იმედია მოგეწონებათ

დროის შემდეგWhere stories live. Discover now