guess we were ships in the night.

495 68 64
                                    


ხომალდის კიჩომ ნელა გააპო ალივლივებული ლაჟვარდისფერი ტალღები. ოდნავ ყვითლად მბჟუტავი ღამის შუქურა, ვარსკლავებს შორის გაკიდული მთვარე და მოშორებით წყნარი ოკეანის ზედაპირზე არეკლილი მნათობებიღა თუ გაანათებდა ამ წყვდიადში დანაღვლიანებული ყმაწვილის თვალთახედვას. დაუჟანგავი ლითონით მოპირკეთებულ ნაპირზე იდგა ჯიმინი, წელი ოდნავ წინ, რამდენიმე ათეული გრადუსით, გადაეხარა და გადაქერცლილი იდაყვები მოაჯირზე ჰქონდა შემოდებული. მინაბულ თვალებზე ქერა კულულები ჩამოცვენილიყო, თუმცა ეს ფაქტი სრულებითად არ აღელვებდა. ხელისგულებში ჩაირგო ნიკაპი და თავისი პაწია თითები შუბლზე გადმოღვრილ თმებში შეისრიალა.

მისი მენტალური მდგომარეობა ნიუტონის აკვანს ჰგავდა. თითქოს რეალურად არაფერი სჭირდა, თუმცა მის გონებას მუდამ იპყრობდა ქაოტური ფიქრები, რომლებიც დასაბამს საიდან იღებდა, თავადვე არ იცოდა. ყველაფერი ჰქონდა, უსრულდებოდა ნებისმიერი საწადელი, რომელნიც გონებაში მილიწამით გაუელვებდა, მაგრამ რაღაც მაინც აკლდა. არაფერი სჭირდა, თუმცა ერთი ციცქნა ბიძგი იყო მხოლოდ საჭირო იმისათვის, რომ ქანქარას მოძრაობა დაეწყო. ერთი ბნელი ფიქრი, მეორეს აძლევდა ძალას და ასე ერთმანეთის მიყოლებით გადაეცემოდა იქამდე, სანამ ოდნავ ჩაეხშობოდა და საბოლოოდ დროებით გაქრებოდა. თავის მოსაზღუდად ფროიდისეულ ეგოს დაცვის მექანიზმებს ნამდვილად არ იყენებდა. იგი თითოეულ ქმედებას ცნობიერების დონეზე ახორციელებდა და არც ილუზირებულ რეალობაში ცხოვრობდა. ძალაუნებურად სანამ ქანქარის ბურთები დაიწყებდა ციკლს, იქამდე თავშესაფარში, პუსანის პორტის ერთ–ერთ ნაპირზე, მიდიოდა ხოლმე. სრულ სიმშვიდეში არ ყოფილა, მის ყურთასმენას პორტში შემომავალი გემთა რინდა ხშირად იპყრობდა, თუმცა არც ეს ფაქტი ანაღვლებდა. იგი არც კაშკაშა სფეროებისაგან შეკრულ თანავარსკლავედებს აკვირდებოდა და არც დედამიწის თანამგზავრს, უბრალოდ ყოველღამით ოკეანის ტალღებს უყურებდა და ცხოვრებაზე ფიქრობდა. განცალკევებისათვის მართლაც კარგი ადგილი ჰქონდა შერჩეული, მთელს სანაპიროს ხედავდა, მაგრამ გემთსადგომისაგან საკმაოდ მოშორებით იყო, ამიტომაც მას სიმყუდროვეს არავინ დაურღვევდა.

kawaakari | minjoon. ✓Where stories live. Discover now