18💫

2K 120 16
                                    




* ნორა *


ჯეიდენს დავემშვიდობე და სახლში შევედი. ჩემს ძველ რუტინას მონატრებული ვიყავი. ეგრევე სააბაზანოს შევსება დავიწყე.ქენდისაც მონატრებული ვყავდი. გვერდიდან არ მშორდებოდა. საჭირო ნივთები მოვიმარაგე და წყალში ჩემებურად მოვთავსდი. ცხელი წყალის შეხებამ სხეულზე ჟრუანტელები გამოიწვია, რამაც ჯეიდენი გამახსენა. თვალები დავხუჭე და  გონებით იმ მომენტს დავუბრუნდი. თითოეული შეხება მკაფიოდ მახსოვდა. მივყვებოდი გონებას და სახეზე ღიმილი დამთამაშებდა. ნუთუ ეს მე ვიყავი?  თვალები გავახილე და ჭერს მივაშურე. შეხების პატარა ნაპერწკლებით დაიწყო ჩემი მისდამი გრძნობების გაღრმავება. ვიხსენებდი და კვლავ მსურდა იგივე განმეორებულიყო. იგივე თუ არა ჩემთან მაინც ყოფილიყო..სულელები ვართ გოგოები და ამას ვერავინ და არაფერი გამოასწორებს. ვართ ისეთები როგორებიც ვართ. არ მინდოდა იმის აღიარება, რომ ნელ-ნელა გრძნობა სიყვარულს უკავშირებდა გზას, მაგრამ ცხადი არასდროს დაიმალება და ვერც ვერასდროს ვერ დავემალებით.ზუსტად ამას ვგულისხმობ ჩვენ სულელობაში. ერთი სითბოც საკმარისია საპირისპირო სქესის წარმომადგენელისგან, რომ ჩვენში რაღაც იღვიძებს. იღვიძებს და იმედიც ჩნდება. იმედი იცით რის? იმის, რომ იმას ვისაც ვეძებდით ვიპოვეთ. ვიპოვეთ და მის  ჩაბღაუჭებას ვიწყებთ. ჯეიდენის განზრახვებს კი ჯერ-ჯერობით ვერ ვხვდებოდი. არ ვიცოდი რა ჰქონდა ჩაფიქრებული. სიკეთეც და სიბოროტეც თან სდევს და მის პიროვნებას მთლიანად ვერ ვეცნობი..მაგრამ თან დამსდევს ის გრძნობა, რომ მასში არის რაღაც რაც გვაერთიანებს. ის რაც საერთოა...                                                                                                                       აბაზანაში დრო დიდხანს გავატარე..იქიდან გამოსულს კი მალევე ჩამეძინა. დილით ძალიან კარგ ხასიათზე გამეღვიძა. შემართებით გავეშურე სამსახურისკენ. გზაში რადიომ Stevie Wonder-ის და Ariana Grande-ს ''Faith''-ით დამასაჩუქრა, რამაც ძალიან კარგად იმოქმედა ჩემს ხასიათზე. კაბინეტში შესული ნორმალურად არ ვიყავი, რომ ეგრევე ჯეიდენის ხმა მომესმა ტელეფონიდან. თავისთან მიხმობდა. გამიკვირდა რა საქმე ჰქონდა ასეთი, რომ მოსვლაც არ მაცადა. ჩანთა მაგიდაზე დავდე და ჯეიდენთან შევედი.

შეპყრობილიWhere stories live. Discover now