16. დარწმუნებული ვარ ჩემთან დროს კარგად გაატარებ

352 58 43
                                    


გრეისონმა გაიღვიძა, თავი სტკიოდა და ყელში წვას გრძნობდა. განძრევა სცადა, მაგრამ დაბმული ვერაფერს გახდა. შეამჩნია რომ მხოლოდ დაცვლებში იყო, თვალები დაახამხამა, ცდილობდა გაეგო რა ხდებოდა მის თავს. შემდეგ თითქოს ყველაფერი გაახსენდა, როგორ გაჰყვა თავის პროფესორს სამეცადინოდ, მისი უცნაური ქცევა, როგორ ააფარა ხელი პირზე და ნემსი ჩაარჭო. გრეისნონი თავის დაღწევას ცდილობდა, ვერ წარმოიდგენდა თავისი სამაგალითო პიროვნებისგან ასეთ საქციელს.

„მიშველეთ, ვინმემ დამეხმარეთ" ცდილობდა ვინმესთვის ხმა მიეწვდინა.

გრეისონს შორიდან სიცილის ხმა შემოესმა, კარი მაშინვე სწრაფად გაიღო. შიშისგან შეცბა როდესაც მის მეორე მხარეს ჯონგუკი დაინახა თავისი ბოროტული ღიმილით სახეზე.

„პროფესორო ჯონ?! რ-რატომ აკეთებთ ამას?" ნელ-ნელა პანიკაში ვარდება ბიჭი.

„რა მიამიტი ხარ გრეისონ, კიდევ ვერ ხვდები რა ხდება შენს თავს. შენით იმედგაცრუებული ვარ. მეგონა მარტივად გაერკვეოდი სიტუაციაში. მე ხომ შენთვის ამდენი მინიშნება დავტოვე" ჯონგუკი მას მიუახლოვდა და თავი გვერდზე გადახარა.

„უკვე რამდენი ხანია გაკვირდები, შენი სილამაზით მოხიბლული ვარ" ჯონგუკი მის ფეხს შეეხო და თითები აასრიალა ბიჭის სხეულზე.

გრეისონი შეკრთა პროფესორის ასეთ ფსიქოპატურ საქციელზე. ცდილობდა გაეხსენებინა მისი ლექციები, რომელშიც მკვლელის ფსიქოლოგიაზე საუბრობდა, როგორ დალაპარაკებოდა მას და ნდობა მოეპოვებინა.

„ჯონგუკ. მე.. მეც იმავეს ვგრძნობ, იმ დღიდან მომწონდი როდესაც პირველად დაგინახე" გრეისონმა ტუჩზე იკბინა, ჯონგუკმა შიშველ მკერდზე ხელი აუცურა.

„ანუ, შენც იმავე კავშირს გრძნობ რასაც მე" მკვლელმა ხელი ბიჭის კისერზე გადაიტანა და ძლიერად მოუჭირა.

„არ მომწონს როდესაც მატყუებენ. კარგად ვიცი რასაც ფიქრობ, რა გეგმაც შეიმუშავე გადარჩენისთვის. შენ ჩემი მოსწავლე ხარ, ნუ გავიწყდება, შენი ყველა ნაბიჯის გამოთვლა შემიძლია" გრეისონი ცდილობდა ჰაერი ჩაესუნთქა.

Arrest Me! [Jikook]Donde viven las historias. Descúbrelo ahora