Black Jeans... why not?

859 96 107
                                    

• მკვეთრად შევიწროვებული თვალის გუგები.
• სუნთქვა - ნელი და ზედაპირული, თითქმის არ სუნთქავს.
• პულსი - ნელი გულისცემა... წუთში ორმოცზე ნაკლები.
• კანი - მკრთალი და წებოვანი .
• გალურჯებული ტუჩები და ფრჩხილები.
• ძლიერი ძილიანობა, ვერ ფხიზლდება.
• გულისრევა .
• გონების დაკარგვა - ბიჭი არ რეაგირებს ხმამაღალ მიმართვაზე.

ჩამოფარებული ფარდების მიღმა, სიჩუმეში, აუტანელი ხმაური იყო გამეფებული. ბევრად უფრო მძიმე, ვიდრე დგება მაშინ, როცა სამყაროში მხოლოდ ერთი ადამიანი რჩება. ოთახში შესულ, ახალგაზრდა ბიჭს გულს უხეთქავდა ბგერები, რომლებიც არ ესმოდა. თუმცა, მაინც ასე ტვინის წამღებად ზუოდა ყურებში. სიგარეტისა და ალკოჰოლის სურნელს კიდევ უფრო ამძაფრებდა სუნი, ამოუცნობი, მყრალი და საშინელი. სხეულში უსიამოვნო გრძნობამ დაუარა. მსგავსად არასდროს შეშინებია, არასდროს უგრძვნია თავი ასე დაუცველად. მოულოდნელად მუხლებში სისუსტე იგრძნო. ფანჯარამდე მისასვლელი ორი მეტრის გავლაც კი ისეთი დამღლელი და დამქანცველი აღმოჩნდა მისთვის, თითქოს მარათონიდან - ათენამდე შეუსვენებლად ირბინა.
მუქი ფარდები გადაწია. უეცრად შემოჭრილმა დღის ნათებამ კი ოთახში სასოწაკვეთილი სიბნელე ერთბაშად შთანთქა.
ფანჯარას თვალი მოაშორა და დამძიმებული გულით საწოლს იმ იმედით გადახედა, , რომ მის ძმას უბრალოდ, მშვიდად ეძინა. საკუთარ თავს ებრძოდა. იმ გრძნობას ვერაფერს უხერხებდა, რაც ასე აფორიაქებდა. თავი ეზიზღებოდა, იმის გამო, რომ ფეხებს ვერ იმორჩილებდა და საწოლთან მიახლოებას ვერ ბედავდა. შორიდან უყურებდა, იატაკზე მიმოფანტულ ტანსაცმელს შორის მდგარ საწოლზე, საბანში გახვეულ ბიჭს. ხალიჩაზე დაყრილ, ცარიელ ვისკის ბოთლებს.

ოთახი საშინლად გამოიყურებოდა, შუშის საფერფლეში ჩამწვარი სიგარეტის ნამწვავები კი, კიდევ უფრო საშინელ აურას ქმნიდა. მარტოობის, სასოწარკვეთის აურას. უიმედობის მთელი ჯარი მაშინ დაატყდა თავს, როცა ჭიქაში დარჩენილი ვისკის გვერდით, გამჭირვალე პაკეტებში ჩაყრილი თეთრი ფხვნილი დაინახა.

Black JeansWhere stories live. Discover now