🌻

40 2 3
                                    

     გაზაფხულის ფერებით მორთულ ბაღში საგულდაგულოდ გაჭიმულ თოკზე თოვლივით თეთრი თეთრეული ნიავის ნებას დაჰყოლოდა, თავი მისთვის მიეძღვნა და მასთან ერთად მონოტორულად ცეკვავდა.
თავად ბაღი არც თუ ისე დიდი იყო, მაგრამ საკმარისი იმისთვის რომ მასში პატრონს ხეხილთან ერთად ულამაზესი მზისფერი ყვავილები გაეშენებინა.
აქ ყველაფერი ისეთი ფერადი იყო როგორც პალიტრაზე, როგორც ყველა მის ნახატში . სიმართლე უნდა ითქვას , თეჰიონს ძალიან უყვარდა თავისი შემოქმედება , თავადვე ზრუნავდა ყველა მცენარეზე. ბაღის ყოველ ინჩს თვითონ უვლიდა ამით კი უდიდეს სიამოვენებას იღებდა .თითოეული მცენარის ყვავილობისას
მხატვრის ისედაც ულამაზესი სახე ბედნიერებისგან კიდევ უფრომეტად ლამაზდებოდა .
ეს მისი ტერიტორია იყო სადაც მუდამ ნახავდით :მოლბერტს, პალიტრას, უამრავს საღებავს (ყველაზე მეტად მათში ყვითელი ჭარბობდა) და აუცილებლად ჭიქა ლიმნიან ჩაის .
უკვე წელიწადზე მეტრია რაც მხატვარი სეულიდან დეგუში გადმოსახლდა , იყიდა პატარა ლამაზი სახლი გარეუბანში და ყველაფერი ახალი სრულიად სუფთა ფურცლიდან დაიწყო.
აქამდე კი ოცდარვა წლის მხატვრის ცხოვრებაში ბევრი უსიამოვნო რამ მოხდა :
იყო წარუმატებელი ქორწინება, რომელმაც მხოლოდ ორ წელიწადს გასტანა.
დაიხურა ,,ვანთეს სამხატვრო აკადემია".
ამ ყველაფრის გათვალისწინებით თეჰიონმა გადაწყვიტა შვება მშობლიურ მხარეში ეპოვა , ასეც მოხდა ეს გარემო და ეს პაწაწინა ბაღი იქცა მის პირად სამოთხედ .
ფაქტია , რომ სამოთხე ანგელოზების გარეშე არ არსებობს .
თეჰიონის პირად სივრცეს გამუდმებით არღვევდა ოცი წლის თავზეხელაღებული ბიჭი ვინმე ჯიმინი.
გადმოსვლის დღიდან მეზობლად მცხოვრები ბიჭი მხატვრის ჯერ თავისტკივილი შემდეგ კი ყველაზე დიდი საყრდენი გახდა .
თეჰიონისთვის რომ გეკითხათ ამ აბეზარი არსების გარეშე თავისი ცხოვრების არც ერთი წამი არ ახსოვს .
თითქოს ჯიმინი ყოველთვის იყო ,აქამდე უხილავი მაგრამ ახლა ხილული ანგელოზის სახით.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Mar 23, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Sunshine Scent🌻Where stories live. Discover now