1. არსებობენ ვამპირები?

1.4K 51 11
                                    

" ვინ არიან ვამპირები? რას წარმოადგენენ ისინი და რამდენად საშიშნი არიან საზოგადოებისთვის? და საერთოდ, არსებობენ თუ არა ისინი სინამდვილეში?
ამ კითხვებზე ერთმნიშვნელოვნათ პასუხი არ არსებობს.სხვადასხვა სახის სენსაციის მოყვარულთ ამასთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრება და ვერსია აქვთ. მოდი დავიწყოთ მითებით:
ადამიანთა პირველი კატეგორიის აზრით ვამპირი არის მიცვალებული, რომელიც საფლავიდან ამოვიდა და ღამღამობით ადამიანის სისხლით იკვებება.
ხოლო მეორე კატეგორიის აზრით, მეცნიერები თვლიან რომ ვამპირები ისევე როგორც ჩვენ ადამიანები იყვნენ, სანამ XV საუკუნეში მცხოვრებ ე.წ ვლად დრაკულას ვამპირად შერაცხავდნენ. დიახ ეს გახლდათ ადამიანი კასტელვანიის სამთავრობოს მმართველი და ისტორიაში შესული სახელით სისხლის მსმელი გრაფი. ხოლო 1897 წელს როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, ბრემ სტოკერმა გრაფი დრაკულა ვამპირად, ადამიან ურჩხულად შერაცხა. ,, დრაკულა" გახლდათ მეტსახელი რომელიც რუმინულ ენაზე ეს სიტყვა დრაკონის ძესაც ნიშნავდა და ეშმაკსაც.
ასევე ებრაულ ტრადიციაში მოიხსენიებენ მდედრობითი სქესის მითოლოგიურ არსებას ლილიტს, რომლეიც სრულიად ვამპირთა დედაა. ის იყო პირველი ქალი და ადამის ჯიუტი თანამგზავრი, რომელიც კაცებს აცდუნებდა და მათ სასიცოცხლო ძალას ართმევდა.
გავიდა დრო და ლილიტმა შვა პატარა არსებები, ლილიმები, რომლებიც რვა დღის ჩვილებს იტაცებდნენ მათ სისხლს სწოვდნენ..."

მორჩა...როგორც იქნა დავასრულე, იმედია საკმარისია. არა რა, ვერ გამიგია ლექტორმა მაინცა და მაინც რატომ მოგვთხოვა რომ კონსპექტი ვამპირებზე უნდა გაგვეკეთებინა..
ეს კაცი ამ არსებებზე ძალიან არის ჩაციკლული, უკვე თითქმის ერთი კვირა გავიდა და ჯერ კიდევ ვამპირების ისტორიას გავდივართ, რომელიც ნამდვილად უაზრობად მიმაჩნია.
კალამს იქვე ფურცლის გვერდით ვდებ, სკამიდან ვდგები და საწოლში მოწყვეტით ვეცემი. ძალიან დამღლელია, საერთოდ ეს ისტორიის ფაკულტეტი რომ არ ამერჩია ალბათ ყოველ ღამით მაგიდასთან გადათენებაც არ მომიწევდა, იმისათვის რომ თემები მეწერა, თუმცა რას ვიზამთ ისტორია ჩემი გატაცებაა, ამიტომ მომიწევს კიდევ 2 წელი ავიტანო...

༒︎ნამდვილი სისხლი༒︎Wo Geschichten leben. Entdecke jetzt