'Author's Position'........
დღევანდელი დილაც დანარჩენებს გავს....და განა რატომ უნდა იყოს იგი განსხვავებული? დილა არაფრით გამორჩეულად იწყება, მაგრამ რავიცით დღე როგორ დამთავდება? რას ამზადებს ბედი? ლოდინის მეტი განა რამე დაგვრჩენია?
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
სამყაროში მხოლოდ ბედნიერები როდი არსებობენ? აქ უამრავი უბედური ადამიანია რომლებიც არავის გვაღელვებს....ყურადღბას არ ვაქცევთ. რატომ? პასუხი მარტივია. ჩვენ ისინი არაფერში გვჭირდება.
არ ვცდილობთ მეტის გაგებას, რაც ხშირად სავალალოდ მთავრდება ხოლმე. ამბავი რომელსაც ახლა მოისმენთ სწორედაც რომ ადმიანების უგუნურობას ეხება. უგუნურობა ჩვენი მტერია, იგი გვღუპას და ჩვენ ამას ვერც კი ვხვდებით, ან უბრალოდ არ გვინდა რომ მივხვდეთ.
ეს ისტორია დიდი ხნის წინათ მოხდა, მაგრამ მას წლებმა ვერაფერი დააკლო და დღევანდელობაშიც ხშირად იხსენებენ ამას, ისე როგორც ' ამბავი, რომელიც მსოფლიოში მუდამ დაუვიწყარი იქნება'. განა რა მოხდა ასეთი? რატომ ახსოვს ხალხს ამდენი ხნის მანძილზე? ნუთუ ასეთი მნიშვნელოვანი და მართლაც რომ დაუვიწყარია?
~~~~
12 ბიჭი, 12 სული, 12 ძალა, ძალა რომელსაც წინ ვერავინ აღუდგა.
ამბობენ, რომ მსოფლიოში ყველაზე ტკბილი შურისძიებააო...
~~~~~~
ბიჭი შავი თმით და დაძენძილი, გახუნებული ტანსაცმლით პატარა შენობასთან გაჩერდა...შენობასაც ვერ ვუწოდებდით, უბრალოდ გადახურული, პატარა 'ოთახი'. ბიჭი შიგნით შევიდა და იქ მყოფებს მიესალმა.
-გამარჯობა...
-ჰეი, ასე ადრე რატომ მოხვედი?
-ადრე დავამთვრე სამუშაო.
თქვა ბიჭმა და დანარჩენებს ისეთი ღიმილი აჩუქა ნებისმიერს რომ გაუთბობდა გულს.