3. გამოჩენა

515 33 35
                                    

Jungkooki's pov

- იუნგი! გამიღე ეს ჯანდაბა კარები და შემომიშვი ოთახში სალაპარაკო მაქვს! საჩქაროა!

- რა გინდა ბავშვო! წადი თავი დამანებე! შენი თავი არ მაქვს!

- პირველი, მე შენი ბავშვი არ ვარ! და სანამ ოთახში არ შემომიშვებ თავს არ დაგანებებ!

- ოხ... კარგი მოვდივარ! იმედია სერიოზული რაღაც გაქვს სათქმელი, თორემ ჩემი ხელით გამოგასალმებ სიცოცხლეს!

არ მესმის, როგორ შეუძლია ადამიანს მთელი დღის განმავლობაში ეძინოს, და არაფერი აკეთოს.
მესმის მეორე მხარეს ფეხის ნაბიჯების ხმა, რომელიც იუნგის ეკუთვნის და ბურდღუნ ბურდღუნით მოდის კარების გასაღებად, მაგრამ მგონი აქედანვე უნდა დავიწყო მომზადება და რაიმე მსხვრევადი ნივთების გატანა თორემ, ჩემი აქ მოსვლის მიზეზის გაგების შემდეგ, დარწმუნებული ვარ რაც ხელში მოხვდება იმას მესვრის.
ამ დროს ჩემს წინ კარები იღება და როგორც ყოველთვის, ნამძინარევი სახით გამოდის, აჰა ხომ ვიცოდი რომ ეძინა...

- დიდი ხანი აპირებ მანდ დგომას და ირონიული გამომეტყველებით, ჩემთვის ყურებას!?

მეც აღარ დამიყოვნებია და მის ოთახში შევაბიჯე, აქაურობა სუფთა ნაგავ საყრელს გავს, როგრ შეუძლია ასეთ გარემოში მშვიდად ძილი, ხაზს კი იმას გავუსმევდი რომ, აქ რაიმე დაიკარგოს მორჩა, ჩათვალე ვეღარ იპოვნი

- მალე ამოღერღე რის თქმას აპირებდი, შენი დრო არ მაქვს!

- ჰო, ჰო როგორი დაკავებული ადამიანი მყავხარ
ჩემთვის ჩუმად ჩავიჩურჩულე

- რა თქვი?

- არა არაფერი, მოკლედ მინდოდა მეთქვა რომ დღეს მე და შენ სავაჭრო ცენტრში მივდივართ

- და რატომ გადაწყვიტე რომ მე მოგყვები? არამგონია ეს გეთქვა და მე დაგთანხმებოდი

- მე ეს შენთვის არც მითქვამს და ახლა არც გეკითხები წამოხვალ თუ არა, იმიტომ რომ მომყვები

༒︎ნამდვილი სისხლი༒︎Where stories live. Discover now