კონგდოგი

1.7K 151 132
                                    

აბა გამარჯობა ხალხობავ, მოგენატრეთ?😉😉 მეც მარა.....(დიდი ჩამონათვალია აქ მოუცლელობის).

ამ ფიკით რამე გამსაკუთრებულის თქმას არ ვცდილობ, მინდა გაერთოთ და დაისვენოთ, გამიხარდება ამას თუ მოვახერხებ და არ ჩვფლავდები. ამ ბოლო დროს ყველანი დაძაბულები ვართ და კიდე დრამების კითხვა🙄🙄

ქალბატონ ჯონს ყოველთვის სურდა გოგონა ყოლოდა, როდესაც მეორედ დაორსულდა ლოცულობდა რომ ლამაზი ფერია შეძენოდა, თუმცა პატარა ანგელოზიც ბიჭი აღმოჩნდა.

თქვენ გგონიათ, აწ უკვე ორი ვაჟის დედა დანებდა და მომდევნო ბავშვისთვის გადაინახა ის ლამაზი თმის სამაგრები ორსულობისას რომ შეიძინა? ნურას უკაცრავად!

როგორ უნდა შეენახა ეს ლამაზი რეზინები და წკაპები ბაჭიებით, როცა პატარა გუკს ასეთი ლამაზი თმები ჰქონდა. ბავშვი იზრდებოდა, ფუმფულა ლოყებთან და ნაკეცებიან ხელებთან ერთად ლამაზი, შოკოლადისფერი კულულებიც ეფინებოდა პატარა მხრებზე. მისი სრიალა, გლუვი და მბზინვარე თმების დანახვისას შეუძლებელია შავი, მწარე შოკოლადი არ გაგახსენდეთ, პირში ხავერდივით რომ გადნებათ.

გუკი გაიზარდა, ის უკვე ოთხი წლისაა და ისევ ლამაზი კულულებით დარბის. ახლა სკამზე ზის და ფეხებს მოუსვენრად იქნევს სანამ დედა თმებს ვარცხნის. მოუსვენრადაა, მალე უნდა გაიქცეს მოპირდაპირედ მდებარე ბინაში, თავის ჰიონთან.

დღეს ზამთრის დღისთვის უჩვეულოდ თბილოდა ამიტომ მისის ჯონმა იფიქრა, რომ ბავშვს თმებს აუწევდა

- არაა! კიკინები... კიკინები მინდა!!!

მოულოდნელა სკამზე აფართხალდა

- კიმაგრამ გუკი

- დედაა, ჰიონს კიკინები მოსწონს

თავდახრილმა ამოიბუტბუტა

- ახლა გასაგებია დღეს რატომ ხარ ასეთი პრეტენზიული

კონგდოგი🦩 (დასრულებული)Where stories live. Discover now