☆ 1 ☆

76 7 0
                                    

Hi მე ანი ვარ. წარმოშობით ქართველი. 1-ი თვეა რაც სამხრეთ კორეაში სეულში ვცხოვრობ. უნივერსიტეტში ვსწავლობ იურიდიულზე და პატარა კაფეში ვმუშაობ. ჩემთან ერთად ჩემი ორი საუკეთესო მეგობარი ცხოვრობს. რუსა და თაკო  ტყუპები არიან. ჩემზე 3-ი თვით დიდები არიან მაგრამ რუსა ამბობს რომ ის ყველაზე დიდია რადგან ის თაკოზე 10-წუთით ადრე დაიბადა. ორივე გიჟია მაგრამ რუსა ჩვენი დედიკოა. თაკო ბიზნეს ფაკულტეტზე სწავლობს რუსა ფარმაციაზე და უკვე აფთიაქში მუშაობს. ისინი რომ არა არვიცი რა მეშველებოდა. სამივე KPOP- ერები ვართ ყველაზე მეტად BTS-ი მოგვწონს.









დილით მაღვიძარამ დარეკა, ბალიში ვესროლე და ძირს გადავარდა. ძილი კი ისევ გავაგრძელე მაგრამ ვინ დაგაცდის?!  თაკო შემოვარდა და ზედ დამახტა.--ანი აეგდე გვაგვიანდება! უნივერსიტეტში არ მიდიხარ?!--ოო დაიცა რა დამაძინე! ამ დროს კი რუსას ხმა მესმის--საუზმე მზადაა ჩამოდით!--მოვდივართ! დაუყვირა თაკომ და ოთახიდან გავარდა. მე კი ზლაზვნით ავდექი. მოვწესრიგდი და დაბლა ჩავედი.
მე:მმმ რა გემრიელი სუნია--ხოდა ჭამეთ არ დაგაგვიანდეთ, თქვა რუსამ და ჭამა დაიწყო. ჭამას მოვრჩით და უნივერსიტეტისთვის გავემზადეთ. ტაქსი გამოვიძახეთ მე და თაკო  ტაქსში ჩავჯექით რუსა კი მერე აპირებს უნივერსიტეტში წასვლას. თაკო თავის სასწავლებელში მივაცილე შემდეგ კი მე ჩემს  უნივერსიტეტში წავედი.










/რუსა/
უკვე 11-ი საათია,  მოვემზადე და სახლიდან უნივერსიტეტში წავედი. ავტობუსში ავედი და ჩემი ადგილი დავიკავე და ყურსასმენები გავიკეთე. მეორე გაჩერებაზე ორი ადამიანი ამოვიდა რომლებსაც პირბადეები ეკეთათ. ახლოს რომ მოვიდნენ ერთი მათგანი ვიცანი მაგრამ არამგონია BTS-ის იუნგი იყოს. ის ჩემი სკამის გვერდით ფეხზე იდგა. ჩემსკენ იყო მობრუნებული და სახელურს ეჭიდებოდა. ამასობაში ჩემი ჩასვლის დროც მოვიდა სკამიდან ავდექი და ვუთხარი -- დაბრძანდით--არა გმადლობთ ფეხზე დგომით დაიღლებით -- ჩემი ჩასვლის დროა და ჯობია დაჯდეთ სანამ სხვამ დაიკავა, და ავტობუსიდან ჩავედი.










/ ♡მე ის შემიყვარდა♡/ Where stories live. Discover now