18. დაუდევარი

391 56 56
                                    


გრეისონმა გაიღვიძა. შეამჩნია რომ დაბმული აღარ იყო და კარებიც ღია დახვდა. ოთახიდან გააღწია, არ იცოდა საით წასულიყო და მაინც მარცხენა მიმართულება აირჩია. კარებამდე როდესაც მიაღწია სახელურს ხელი მოკიდა, რომ გარეთ გასულიყო. ზუსტად ამ დროს შორიდან ჩაცინების ხმა შემოესმა

„გრეისონ, გრეისონ!  შენი აზრით სად მიდიხარ? გართობა ჯერ არ დაგვისრულებია" ჯონგუკმა დანა კედელს დაუსვა.

გრეისონმა უკან გაიხედა და მისკენ მიმავალი კაცი დაინახა. მთელი დარჩენილი ძალით კარს მიაწვა, გააღო და რომ გავიდა უკან ძლიერად მოიჯახუნა. ფეხს აუჩქარა, რომ რაც შეიძლება მალე გასცლოდა იქაურობას. ჯონგუკს მის ბაცბაცზე ეცინებოდა. შეშინებული ბიჭი კი უკან მოხედვასაც ვერ ბედავდა.

"კარგი რა გრეისონ, ნუ გამირბიხარ" ჯონგუკმა დანა აათამაშა.
"მომშორდი!" დაიყვირა მან, წინ მეორე კარები შემოხვდა, რომლის გაღებაც სცადა, მაგრამ სამწუხაროდ ჩაკეტილი დახვდა.

„არა! ჯანდაბა! გთხოვ არა!" გრეისონი ფეხებს ურტყამდა კარებს, ნელ-ნელა აცნობიერებდა წინ რაც ელოდა.
„ოოუ გრეისონ სულ ესა ხარ?" მკვლელი მიუახლოვდა, გრეისონს სხვა გზა აღარ ჰქონდა, მისკენ მოტრიალდა.
„გთხოვ ბატონო ჯონ, როგორ მიკეთებ ამას, მეგონა რომ ჩემზე ზრუნავდი" ბიჭმა ტირილი ატეხადა, შიშისგან თავს აქნევდა.

ჯონგუკმა თავი გვერდზე გადახარა, მისი გამომეტყველება არაფრის მთქმელი იყო.
„რა თქმა უნდა ვზრუნავ შენზე გრეისონ, შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ"  ის შეკრთა, როდესაც ჯონგუკმა მკლავებს შორის მოიქცია.

„მიყვარხარ გრეისონ" მკვლელმა ლოყაზე ხელი შეახო, ამაზე გრეისონი შეცბა, მისმა სხეულმა კანკალი დაიწყო და უხმო ტირილი ამოუშვა. მან ჩაიცინა და დანა ყელთან მიუახლოვა.

ჯიმინი წვიმის ქვეშ იდგა, სუსხიანი ხუთშაბათის დილა იყო. ის გვამს უყურებდა, წვიმის წვეთები მის სახეზე სრიალებდნენ. ვერაფერს გაეგო, ჯერ ერთი კვირაც კი არ იყო გასული. მკვლელი მსხვერპლს ექვსი დღის განმავლობაში იტოვებდა. ახლა რა შეიცვალა?

Arrest Me! [Jikook]Donde viven las historias. Descúbrelo ahora