იუნგიმ ძილში იგრძნო, როგორ ჩაიწია რბილი საწოლი მის გვერდით. ვიღაცამ მისი საბანი ასწია და გვერდით მიუწვა. ეს ალბათ ჯინი იყო. წინა წელს, ერთად ცხვორების შემდეგ, ჯინი მიეჩვია იუნგისთან ძილს. თავიდან ეს ძალიან აგიჟებდა ხოლმე იუნგის, მაგრამ არ უნდოდა ჰიონის წყენინება და ჩუმად ითმენდა, შემდეგ კი პრობლემა საერთოდ გაქრა. ერთ დღეს, როცა ჯინმა თავის საწოლში გადაწყვიტა დაძინება, იუნგიმ მას გაოცებით გამოხედა და ჰკითხა:
- მანდ იძინებ?
- ხო.
- რა მოხდა?
- არაფერი.
ჯინი ვერ მიხვდა იუნგის კითხვას. იუნგი კი იმას ვერ მიხვდა, საერთოდ რატომ ანაღვლებდა, სად დაიძინებდა ჯინი. ჰიონს ზურგი აქცია და დაძინებას შეეცადა. იმ ღამეს ჯინი მაინც გადმობობღდა მასთან და იუნგისაც ძალიან კარგად ეძინა.
მას შემდეგ, რაც ახალ, უფრო დიდ სახლში გადმოვიდნენ და თითქმის ყველას საკუთარი ოთახი ჰქონდა, ჯინი პირველად იყო მასთან შესული. ალბათ რამე მოხდა, შეიძლება რომელიმემ მოუშალა ნერვები და ახლა მარტო დარჩენილს დამშვიდება არ შეეძლო.
იუნგიმ გაურკვევლად მოიბზუილა რაღაც, მაგრამ გამოფხიზლება არ შეეძლო. ჯინს თუ ახლა საუბარი სურდა, შესაფერისი დრო ნამდვილად არ იყო.
იუნგის თითქმის უკვე ღრმად ეძინა, როდესაც მის გვერდით საწოლი ისევ შეირხა. მის უკან ჯინი მოუსვენრად ცქმუტავდა. იუნგი ვერ იტანდა ამ ხმას. შრიალს, როდესაც თეთრეული სხეულს ეხებოდა. ეს ჯინმაც მშვენივრად იცოდა, მაგრამ ჯიუტად აგრძელებდა ფეხებით საბნის გასწორებას. უნდოდა მისთვის შენიშვნა მიეცა, მაგრამ კვლავ გაურკვეველი ბგერები აღმოხდა. დაიძაბა. თავი აიძულა უფრო მეტად გამოფხიზლებულიყო, მაგრამ ერთადერთი, რაც შეძლო, თვალების ოდნავ გახელა იყო. მაგრამ ძლიერად მოგვრილი ძილისგან ისე აეწვა, მაშინვე დაეხუჭა. უკან გადაბრუნება სცადა, მაგრამ სხეულს ძვრაც ვერ უყო. იწვა საწოლის მარჯვენა მხარეს გადაბრუნებული, ცალი ხელით ბალიშის ქვეშ, მეორე ხელით საბნის ზემოდან გადადებული, ფეხები მუხლებში მოეხარა და აჩქარებული სუნთქავდა. არ იცოდა რა ემართებოდა. მისი გონება უკვე სრულიად გამოფხიზლებულიყო საღამოს მიღებული ალკოჰოლისგან, სხეული კი არ ემორჩლებოდა. ყოველ შემთხვევაში, იმ წამს იუნგის სწორედ ასე ეჩვენებოდა.
KAMU SEDANG MEMBACA
Minor uncertainty
Fiksi Penggemarიუნგის თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა. იმის გამო, რომ ამით სიამოვნება მიიღო, იმის გამო, რომ ასეთი გამოყენებული იყო, იმის გამო, რომ ეს მისმა რომელიღაც მეგობარმა გააკეთა...