* * *

940 115 15
                                    


იუნგი შეშინებული წამოჯდა საწოლში. ეს რა საშინელი სიზმარი ნახა. ბიჭმა შვებით ამოისუნთქა, რადგან მოძრაობა შეეძლო, თავისუფლად ხელების ქნევა, ყვირილიც კი, თუ მოუნდებოდა. თვალები მოისრისა და დაამთქნარა. დამშვიდებული და გამოფხიზლებული ახლა ცხადად იაზრებდა, რომ წუხელ არაფერი მომხდარა. თავს ჩვეულებრივ გრძნობდა, არანაირი დისკომფორტი, ნაბახუსევის მსგავსი შეგრძნებაც კი არ აწუხებდა. პირიქით, ენერგიით იყო სავსე.

იუნგიმ საბანი გადაიხადა და როდესაც დგებოდა, ზეწარზე რამდენიმე თეთრი ლაქა შენიშნა. ერთ ადგილზე გაიყინა, თუმცა, მალევე დაიმშვიდა თავი. ვის არ ჰქონია სველი სიზმარი? ალბათ მასაც მსგავსი რამ დაემართა წუხელ. მაშინ, რატომ იყო მისი საცვალი სუფთა?

იუნგის გაახსენდა, რომ წუხანდელ სიზმარში უცნობმა საცვალი ჩახადა.

სუნთქვა შეეკრა და ტუჩები აუკანკალდა. ხელები გაეყინა შოკისგან. შემდეგ სწრაფად წამოხტა ფეხზე და სააბაზანოში შევარდა. გზაში მაისური გაიძრო და ძირს დააგდო. სარკის წინ დადგა და თავის გამოსახულებას შეშლილივით მიაჩერდა. მთელი ყელი დალურჯებული ჰქონდა. ყველის მარჯვენა მხარეს უზარმაზარ, მოიისფრო სისხლჩაქცევები გამოჰყურებდა სარკიდან, ზოგ ადგილზე, სადაც შედარებით სუსტი კბენის კანი იყო, მხოლოდ წითელი წერტილები დაინახა, ძალიან წვრილი, მაგრამ სხვა დანარჩენი... ეს საშინელება იყო. არა მხოლოდ ყელი, მკლავებიც დალურჯებული ჰქონდა. მისი სითეთრის გამო იდნავ უხეშ შეხებაზეც კი ლურჯდებოდა. მაგრამ ის, რაც ახლა მის სხეულზე ხდებოდა, არ იყო ოდნავი უხეშობა. მის სხეულზე ეჭვგარეშე ძალადობის ანაბეჭდები იყო.

იუნგი ცდილობდა ცივი გონება შეენარჩუნებინა. არანაირი სიზმარი არ ყოფილა. ეს ყველაფერი მართლა მოხდა. მისი ოთახის გარეთ მყოფი 6 ბიჭიდან ერთ-ერთმა ჩაიდინა ეს. იუნგის იმ წამს ძალიან მოუნდა ტირილი, მაგრამ სიმშვიდის შენარჩუნება მოახერხა. ტირილისა და თავის შებრალების დრო არ ჰქონდა, ამას ნებისმიერ დროს მოასწრებდა. ახლა უნდა მოეფიქრებინა, როგორ გამოემჟღავნებინა დამნაშავე.

Minor uncertaintyWhere stories live. Discover now