ჯონგუკი ნაზად მოეფერა ჯიმინის ლოყას და ჩამოცვენილი თმა ფრთხილად გადაუწია სახიდან. დიდი ნებისყოფა დასჭირდა თავის შესაკავებლად რომ ხელახლა არ დატაკებოდა მძინარეს. ის ხვდებოდა რომ თუ ახლავე არ დატოვებდა ბინას უკან ვეღარ დაიხევდა.საწოლიდან ფრთხილად წამოდგა, ჩაიცვა და წასვლამდე ბოლოჯერ გახედა ჯიმინს.
„ადგომის დროა. შენთან თამაში მინდა დეივონ" ჯონგკუმა სილა გააწნა ბიჭს, რომელიც მოულოდნელობისგან შეცბა.
თვალები სწრაფად დაახამხამა, თეთრ კედლებიან ოთახში მიმოიხედა. ამოიკრუსუნა როდესაც ჯონგუკის თავდაჯერებული ღიმილი შემოხვდა.
„ვინ ჯანდაბა ხარ?! გამიშვი" დეივონმა წამოდგომა სცადა.
„ახლა ჩაგიგდე ხელში და უკვე გათავისუფლებას მთხოვ. თუმცა უნდა ვაღიარო რომ ნამდვილად მებრძოლი ხარ. მოხიბლული ვარ შენით. პირველი ხარ ვისთანაც მტკიცედ მიწევს დგომა. ვგრძნობ ერთად როგორ კარგად გავერთობით" ჯონგუკმა ხელი მის შიშველ მკერდზე ააცურა, ბიჭი კი ცდილობდა ამ შეხებისგან გათავისუფლებულიყო.
„ნამდვილად გიჟი ხარ! ჭკუიდან შეშლილი!" დეივონმა სახეში შეაფურთხა.
ჯონგუკმა ჩაიცინა, ხელები ძლიერად წაუჭირა კისერზე, და ჟანგბადის მიწოდება მთლიანად შეუწყვიტა.
„უკვე გაგაფრთხილე რომ არ გაგებრაზებინე დეივონ, უმადლოდე რომ კარგ ხასიათზე ვარ" ჯონგუკმა ხელები მოაცილა და კაბელები მიუმაგრა სხეულზე.
„რაც დაიმსახურე იმას მიიღებ" მკვლელმა მანქანა პირდაპირ მეექვსე სიმძლავრეზე დააყენა.
„რადგანაც ასე დაუმორჩილებელი ხარ, სიამოვნებით ვუყურებ როგორ დაიტანჯები ტკივილისგან" ამ წუთას ჯონგუკის სახეს ბოროტული ღიმილი ამშვენებდა.
ახლა მას გონებაში მხოლოდ ერთი ადამიანი ჰყავდა, და ყველაფერს რასაც დეივონს უკეთებდა მის ადგილას ჯიმინს წარმოიდგენდა.
ESTÁS LEYENDO
Arrest Me! [Jikook]
Fanficაგათა ქრისტის წიგნზე დაფუძნებული. ჯიმინი არის ახალბედა დეტექტივი და ის ხდება ახალი სამიზნე ცნობილი სერიული მკვლელისთვის. ჯიმინი მოწადინებულია რომ დაიჭიროს ის რადაც არ უნდა დაუჯდეს, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს ნიშნავს რომ იგი თავად გაებას თავისივე თამა...