~

14 4 1
                                    


                                                                                   

2020, 14 April.

[ დღიურის წერის მე-60-ე დღე ]

' იცით რა არის ყველაზე აუტანელი გრძნობა? ყველა რომ ზურგს გაქცევს.....და ყველას ეზიზღები.

იმდენად აუტანელი გახდა ეს ყოველივე რომ ატანა შეუძლებელია. ყველა, უცხო და ნაცნობი არაფრად რომ გაგდებს, მაგრამ უნდათ რომ შენ მათ

ეკუთვნოდე.

განა ადვილია ყველას სურვილების დაკმაყოფილება? არა....ათობით ადამიანის სურვილის ასრულება....და თან წუწუნის გარეშე. ჩემს ცხოვრებას

რომ ვაკვირდები, სასაცილოა. აქამდე რატომ არ გავიქეცი? ალბათ იმიტომ, რომ მშიშარა ვარ?!

წლებია ვცდილობ გავუძლო, მაგრამ უკვე სხეულიც არ მემორჩილება. ნუთუ შეიძლება ხალხი ამდენად უგულო და ცივი იყოს? არავის აინტერესებს რას

ვგრძნობ. მხოლოდ ეს დღიურია ჩემი თავშესაფარი...და მხოლოდ მას შემიძლია ვანდო, გავუმხილო ჩემი რეალური გრძნობები. სხვა არავინ მყავს.

სიმართლე რომ ვთქვა კარგია მეგობების გარეშე ყოფნა. რატომ?! ვიცი რომ არავინ მიმატოვებს და გულს არ მატკენს. მაგრამ მარტოობაც ცუდია.

შენს ტკივილს ან თუნდაც სიხარულს, ვერავის გაუზიარებ.

დღიური, ეს ხომ მხოლოდ უსულო საგანია, მაგრამ რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება, რომ ჩემი განცდების მასში ჩაწერისას უკეთ ვხდები?

ხანდახან მოჩვენბითი მეგობრებიც კი მყავს, მაგრამ ეს დიდხანს არ გრძელდება. შემდეგ ვხვდები რომ მოჩვენებითი მეგობრები...ეს უბრალოდ სიგიჟის

ერთ-ერთი სიმპტომია და ისევ რეალობას ვუბრუნდები. ბევრჯერ მიოცნებია მეგობარზე. მინდა ის განცდა შევიგრძნო, რასაც მეგობრის ყოლა ქვია.

ვიცი, რომ შეუძლებელს ვითხოვ. აბა ვინ მოისურვებს, ღარიბ, შეუხედავ ადამიანთან მეგობრობას, რომელსაც არავინ ჰყავს?!

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Apr 15, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Stary Night ~Where stories live. Discover now