Kim Taehyung

1.4K 142 34
                                    

ყველაზე დიდი და ბოლო თავი ^^

° ° °

თეჰიონი თავზარდაცემული უყურებდა ჰოსოკს და მისი ნათქვამის გააზრებას ცდილობდა. ჰოსოკი მის პირდაპირ იჯდა, დროს აძლევდა კიმს, რომ მალე მოსულიყო გონს და რაიმე ეთქვა, თუნდაც ის, რომ დამნაშავე იყო.

- ანუ, იუნგი ასე თვლის? - როგორც იქნა, ხმა ამოიღო კიმმა.

- სხვანაირად როგორ უნდა თვლიდეს? - ჰკითხა ჰოსოკმა.

კიმმა ნერვიულად გააქნია თავი იმის ნიშნად, რომ ჰოსოკს უნდა შეეწყვიტა ასე საუბარი. თეჰიონი ახლა წარმოუდგენლად გაოგნებული იყო მოსმენილისგან, ამიტომ იმის თავი არ ჰქონდა, ჰოსოკისგან მსგავს დაკითხვას რომ გამკლავებოდა.

- იუნგის უნდა დაველაპარაკო.

- შენი ნახვა არ უნდა.

- რა თქმა უნდა, არ ენდომება, თუკი ფიქრობს, რომ გავაუპატიურე, - მომენტალურად წამოიძახა კიმმა, - ეს გაუგებრობაა, რომელიც მასთან უნდა გავარკვიო. მხოლოდ მასთან! რატომ არავის არ გესმით?!

- შენ რატომ არ აუხსენი ბიჭებს ისე, როგორც ახლა მე მიხსნი? - ჰოსიკი მისკენ გადაიხარა და დაჟინებით მიაჩერდა თვალდალურჯებულ კიმს.

- არაფრის ახსნას არ მაცდიან, იმასაც კი არ ისმენენ, რასაც ვამბობ. აქამდე წესიერად ისიც კი ვერ გამეგო, ზუსტად რაში მდებდნენ ბრალს. სამი დღეა ისე მექცევიან, თითქოს არ ვარსებობდე.

- მათ ადგილზე შენც მსგავსად მოიქცეოდი, - უპასუხა ჰოსოკმა, - საშუალებას მოგცემ, რომ იუნგის დაელაპარაკო. მაგრამ იცოდე, რომ ის ცუდადაა. რამდენიმე თვეა, რაც ისევ წამლებს სვამს.

თეჰიონმა მძიმედ ამოიოხრა და სახე ხელებში ჩამალა. ეს ცუდი იყო, ძალიან ცუდი.

- მადლობა, ჰოსოკ. შენთან ვალში ვარ.

- ვალს იმით გადამიხდი, რომ დამნაშავე არ იყო.

კიმმა მას შეხედა და უყურებდა რამდენიმე წამის განმავლობაში, შემდეგ კი ფეხზე წამოდგა და კარისკენ გაემართა. გული სწრაფად უცემდა და ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს თავისი ცხოვრების ყველაზე საშინელი რამდენიმე წუთი ელოდა წინ და ეს მართლაც ასე იყო.

Minor uncertaintyWhere stories live. Discover now