559 55 13
                                    

სამსახურიდან გვიან გამოვიდა,როგორც ყოველთვის მისმა უფროსმა დამატებითი სამუშაო მისცა. თეჰიონის უფროსი,ერთი დიდი ჰომოფობია,ამიტომაც ამ პატარა არსებას,ასე ტანჯავს.თითქმის ყოველდღე დამატებით საქაღალდეებს აძლევს და ავალებს,რომ სახლში წასვლამდე დაამთავროს. ცდილობს,როგორმე ნაკლი უპოვოს და სამუშაოდან გააძევოს,მაგრამ თეჰიონი..ის ხომ ჯიუტია,ის ხომ არ დანებდება. თითქმის ყოველდღე 10 საათამდე რჩება სამუშაოზე და საქაღალდეებს ახარისხებს,როცა მისი სამუშაო დრო 7 საათზე მთავრდება. არაუშავს, ცოტას კიდევ გაუძლებს,მერე უფროსი შეეცვლება და დაინახავენ მის ნიჭიერებას და მონდომებას. ნეტა არ ეთქვა,არ ეთქვა სამუშაოზე,რომ გეი იყო. რას ერჩოდა მის თავს,მაგრამ რა იცოდა,რა იცოდა,რომ მისი ერთ დროს საყვარელი უფროსი ჰომოფობი იყო. ამაშიც არ გაუმართლა.

იტანჯება.

მთელი ცხოვრება ასეა,სულ პრობლემები და თავსატეხები აქვს,როგორც ყველა დანარჩენს.არადა,როგორ ოცნებობდა,რომ როცა გაიზრდებოდა განსხვავებული ცხოვრება ექნებოდა,როგორ ოცნებობდა,რომ სასურველ სამსახურში შევიდოდა,სასურველი განათლებით,მერე კი სამსახურიდან ხან სად წავიდოდა,ხან სად,ხან რას გააკეთებდა მეგობრებთან ერთად,ხან რას. ეგონა,რომ ცხოვრებით დატკბებოდა და ბედნიერი იქნებოდა. მაგრამ ახლა,მისი ცხოვრება უბრალო რუტინაა და მეტი არაფერი. ყოველდღე ერთი და იგივე მეორდება და მეორდება.
ოცნებები პირველად მაშინ ჩაეშხამა,როცა მშობლები მოუკვდა...ეს მისთვის დიდი დარტყმა იყო. მისი მშობლები, მისთვის მთავარი საყრდენი იყვნენ,მაგრამ ისინიც დაკარგა ისე,როგორც მისი 2 ახლო მეგობარი.
მარტო დარჩა,პატარა ბინაში,უფულოდ და უიმედოდ. ოცნების უნივერსიტეტში ვერ ჩააბარა,ვერც მისთვის სასურველ ფაკულტეტზე,ფული არ ჰქონდა. მოუწია უფასო უნივერსიტეტში ჩარიცხულიყო და მისთვის არასასურველი სფერო ესწავლა.

მაინც არ ჩაუქნევია იცნებებზე ხელი,უფრო მოინდომა. არ დანებდება.სახლში ღამის 3 საათამდე მეცადინეობს,რომ გამოცდები ჩააბაროს და სტიპენდია აიღოს. ფულსაც აგროვებს,ის აუცილებლად დასჭირდება.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Dec 23, 2023 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Changes [J.jk K.th]Where stories live. Discover now