(ეს სიმღერა აქ უეჭვ😈😇
Aaryan Shah-lonely nights)მივდივარ...შორს. წვიმს...თუმცა არა ისე ძლიერად რომ, ჩემს გულში...ღრმად დატოვებული იარა მომიშუშოს...გამიქროს ტკივილი...ტკივილი რომელიც, ფეხებს მკვეთს და მაიძულებს დავეცე, ტკივილი რომელიც შიგნიდან მტეხს...მაიძულებს დავინახო...დავინახო ჩემს თვალწინ, ცოცხლად დახოცილნი, ყველა ის ადამიანი რომელიც ჩემთვის ოდესღაც, თავშესაფარს წარმოადგენდა...ტკივილი რომელმაც ოდესღაც იმის გაკეთება მაიძულა, რის გაკეთებასაც ახლა ვაპირებ...ამჯერად კი ამაში ხელს ვერავინ შემიშლის...
მოდით დრო, რამდენიმე წლით უკან გადავახვიოთ, იმ დღემდე როდესაც მე, საბოლოოდ გავტყდი...იმ დღეს რომლის შემდეგაც, დედაჩემის წყალობით ვითომ "ხელახლა" დავიბადე...
და საბოლოოდ მის მარიონეტად ვიქეცი...__________________________
საწოლზე ვარ წამოწოლილი, და რამდნიმე წუთის წინ მოსულ შეტყობინებას ისევ ხელახლა ვკითხულობ. ვერ ვიჯერებ რომ ჯონგუკი თავის გრძნობებში გამომიტყდა, არა ამას ადრეც ვხვდებოდი, რომ ის ჩემს მიმართ გულგრილი არ იყო, თუმცა ნამდვილად არ მეგონა თუ პირველ ნაბიჯს ის გადმოდგამდა, ნამდვილად არ ვამბობ რომ არ მიხარია, უბრალოდ, რატომღაც მის ტიპაჟში არ ჯდება, გრძნობებში გამოტყდომა, საყვარელი სიტყვებით შემკობა და ა.შ ამიტიმ გამიკვირდა მისგან ეს შეტყობინება:
,, თე, ჩემო ერთადერთო, პირველო და უკანასკნელო ცხოვრების მასწავლებელო, ამის თქმას შენთვის აქამდეც ვაპირებდი თუმცა, როდესაც გადავწყვეტდი რომ უნდა მეთქვა, სიტყვები სადღაც ქრებოდნენ, ისინი შენი დანახვისას სადღაც იფანტებოდნენ, მაგრამ ვიცი რომ ხვდებოდი რასაც ვგრძნობდი შენს მიმართ, ამაში დანამდვილებით დარწმუნებული ვარ, და ისიც ვიცი რომ შენც იმავეს გრძნობ, რასაც მე,
ამიტომ მინდა საბოლოოდ ჩემი გიწოდო, და უფრო ორმაგი მიზეზი მქონდეს შენთან ახლოს ყოფნისა და შენი მობრთხილების...
მე შენ მიყვარხარ, კიმ თეჰიონ და იქამდე მეყვარები სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს ერთმანეთს...
იმედი მაქვს შენგან პასუხ მალე მივიღებ, რადგან დღეს გეგმები მაქვს რომლის შესრულებასაც,შენთან ერთად ვაპირებ."
YOU ARE READING
༒︎ნამდვილი სისხლი༒︎
Romance" ის უნდა შეიყვარო ვისაც უყვარხარ, სხვა შემთხვევაში დაიტანჯები."