•თავი პირველი•

238 19 39
                                    

2019 წლის 29 მაისი

დილით

მინა POV:

თვალებს ნელა ვახელ, და ხელით ჰოსოკს ვეძებ... მაგრამ არარის...

საწოლზე წამოვჯექი და გარშემო ვიყურები...

-ჰოსოკკ...

ოდნავ ხმამაღლა ვამბობ და ისევ სამარადისო სიჩუმე დგება...

-სად წახვედიი...

ფეხზე წამოვდექი და მთელს სახლში ვიწყებ მოვძებნას...

-ღმერთო არსადაა...

გარშემო ვიყურები და მაგიდაზე დატოვებულ წერილთან ნელი ნაბიჯებით მივდივარ...

ხელის კანკალით ვიღებ წერილს და უკვე ვხვდები რომ რაღაც ცუდი ხდება..

წერილს სწრაფად ვხსნი და ნერწყვს ხმაურიანად ვყლაპავ, შემდეგ ხმამაღლა ვიწყებ წერილის კითხვას...

ამასობაში ცრემლები გზას თავისით იკვალავენ ჩემს ოდნავ აწითლებილ ლოყებზე..

"დამელოდე, აუცილებლად დავბრუნდები, გპირდები... მიყვარხარ"

ამ ხუთი სიტყვის გაგონების შემდეგ ოდნავ უკან დავიხვიე, სიტყვების სათითაოდ გააზრებას ვცდილობდი...

და ბოლოს, წერილი გულში ჩავიკარი და ხმამაღლა დავიწყე ტირილი...

2020 წლის 29 მაისი

დღეს მშვენიერი დილაა, მზე განსაკუთრებულად აცხუნებს ჩემი ოთახის ფანჯარას, ჩიტების სასიამოვნო ჭიკჭიკთან ერთად ჩემი პატარას თამაშის ხმაც ისმის..

არვიცი რატომა ეს დილა ასეთი კარგი, თუმცა დღეს ზუსტად ერთი წელი გავიდა იმ დღიდან როდესაც ჰოსოკმა დამტოვა..

ამ ერთი წლის განმავლობაში ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა..

მომიწია ჰოსოკის დედასთან გადავსულიყავი საცხვორებლად, მაგრამ ამ ერთი წლის განმავლობაში ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი ჩემი პატარაა...

პატარა ერთი ციდა არსება რომელიც ჰოსოკისგან მყავს..

მისგან სხვა არაფერი დამრჩა, ამ ერთი წლის განმავლობაში არც მინახავს, არც წერილი მიმიღია მისგან, არც კი მსმენია მასზე რაიმე..

he's back...Where stories live. Discover now