When?

202 9 10
                                    

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ციდან უამრავი ვარსკვლავი ერთიანად ჩამოცვივდა და ზეცა დაღლილი ადამიანივით გამოიფიტა. მისი ღიმილის შემდგომ, გაბრწყინებული მთვარისებრი თვალები, ჩემში სასიამოვნოდ ნოსტალგიურ შეგრძნებას მიღვივებდა და ამავდროულად საშინლად მტკენდა. ჩვენ სახით ცისაკენ, გვერდიგვერდ ვისხედით და დაუსაბამო ცის მნათობ მორევს, ხარბად შევყურებდით.

ეს ყველაფერი კი წელიწადის მეცხრე თვეში დაიწყო, მაშინ როცა ჩვენ ერთმანეთისათვის ძალიან ახლო უცნობები გავხდით, რომელთა გზებიც აგვისტოს ცის ქვეშ გადაიკვეთა, როცა ათასობით ვარსკვლავი ერთიანად მოწყდა ცას და სადღაც ჩაიკარგა, სადღაც, სადაც ჩვენ ორნი ერთმანეთს შევხვდით. მაშინ კი წარმოდგენაც არ გვქონდა რომ ერთმანეთის დაუვიწყარ ტრაგედიად ვიქცეოდით.

                        *  *  *
მზის სხივებისგან შეწუხებული, ავტომატურად ვიშმუშნები და ვცდილობ ნანატრი ძილი გავიხანგრძლოვო, მაგრამ დედაბუნება ჩემს უძილობაში დიდ როლს თამაშობს. ახლახანს გაღვიძებული მაგრამ უკვე დაღლილი ვდგები საწოლიდან და აბაზანაში იმწამსვე შევდივარ, გზად გაგონილ გამონათქვამებს როგორიცაა
"ოჰ, გაიღვიძე მზეთუნახავო?" ან
"დილამშვიდობისა... რა გეჩქარებოდა?!" ყურადღებას არ ვაქცევ. სააბაზანოში ყოფნა საათობით შემიძლია, აქ თავს მარტო და კომფორტულად ვგრძნობ მხოლოდ ერთადერთი რამ მაწუხებს...
"მალე გამოდი!"

გაშტერებული ვდგავარ წყლის დინების ქვეშ, ვფიქრობ... ჩემი ფიქრები კი მხოლოდ რამდენიმე თემას მოიცავს, რაც ნამდვილად არაა საინტერესო. ჩემი გონება და საერთოდ, ყველაფერი ჩემი, იმდენად ცარიელია, რომ არამგონია რაიმე ღირებული აღმოაჩინოს ვინმემ. როცა ჩემს საქმიანობას ანუ, ფიქრს მოვრჩი, გავაანალიზე, წყლის ტემპერატურამ იმდენად იმატა, რომ ნელ-ნელა კანი მეწვოდა. აბაზანიდან შესაძლოზე მალე გამოვედი და ჩემდა გასაკვირად არავის უკითხავს "ჰომ კარგად ხარ, ასე მალე რომ გამოხვედი?"

August's SkyWhere stories live. Discover now