დაიკოს შეყვარებული?

1K 117 115
                                    

აპრილი იყო, შუადღის ორი საათი. ლექციაზე მჯდომ ბიჭს თვალი კოლეჯის ბაღისთვის მიეპყრო და ძილბურანში მყოფი შეჰყურებდა პეიზაჟს. იმისდა მიუხედავად, რომ შუა გაზაფხული გახლდათ ამინდი მოღუშულიყო, ცას ნაცრისფერი გადაჰკვროდა და ისედაც წინა ღამის უძინარ ბიჭს უფრო ანდომებდა ძილს... ისე იყო გათიშული, რომ ვერც კი გაიგონა, როგორ დაირეკა ზარი და ლექცია დამთავრდა. გონს მხოლოდ მაშინ მოეგო, როდესაც თანაკურსელმა დაუძახა.

- ჰეი ჯონგუკ, კარგად ხარ? - ხელი მხარზე დაადო გოგომ და უეცარ შეხებაზე ჯონგუკი შეხტა. გოგომ დაბნეულმა შეხედა და წამში მოაშორა ხელი.

- ჯანდაბა... კი, მე... კარგად ვარ, უბრალოდ გუშინ ვერ დავიძინე... გმადლობ ჩუნჰვა, - ძალდატანებით მკრთლად გაუღიმა გოგოს და თავისი ნივთების შეგროვებას შეუდგა.

- იცი... - სიტყვა გაწელა მორცხვად ჩუნჰვამ. ბიჭმა კი თავი წამოსწია და ინტერესით შეხედა, - ვფიქრობდი და დღეს, ერთად ხომ არ...

- ჰეი ბოცვერო, - უეცრად ცარიელ კლასში, სადაც მხოლოდ ჩუნჰვა და ჯონგუკიღა დარჩენილიყვნენ ბიჭის თავი გამოჩნდა და გოგოს საუბარი გააწყვეტინა. ოდნავ აწითლებულმა გუკიმ მაშინვე ხმის მიმართულებით გაიხედა ისევე, როგორც ეს ჩუნჰვამ გააკეთა.

- რა გინდა კიმ? - თვალები გადაატრიალა ბიჭმა და ფეხზე წამოდგა.

- შენმა დამ გამომიშვა და დამავალა მეთქვა სწრაფად გამოტეულიყავი გარეთ, - სწერვულად გაუღიმა ბიჭმა, მერე კი ცალი თვალით შეათვალიერა გოგო. უეცრად სახე მთლად შეეცვალა და უცნაური გამომეტყველება მიაპყრო ჯონგუკს.

- თქვენს ძვირფას შეყვარებულს გადაეცით, რომ ახლავე გამოვალ, - ამოიოხრა ჯონგუკმა და დარცხვენილ ჩუნჰვას გახედა.

- დროზე, - ცოტა არ იყოს და მკაცრად განაცხადა კიმმა და როგორ სწრაფადაც გამოჩნდა ისევე გაუჩინარდა.

- ბოდიში ჩუნჰვა, თეჰიონს ყურადღებას ნუ მიაქცევ, - თმა უხერხულად აიჩეჩა ჯონგუკმა - რაღაცას მეუბნებოდი არა?

Sister's Boyfriend? || TK✓Where stories live. Discover now