1.

694 61 201
                                    

*მითითებულ მუსიკაზე დავწერე, თუ მოუსმენთ შეიძლება უკეთესი წასაკითხი გახდეს*

00101001

დაფხაჭნილი კედლებით გარშემორტყმულ ოთახის შუაგულში, მდებარე ტყავის სავარძელში მოთავსებულა ჯონგუკი. ყურში მისთვის სასიამოვნო სიმღერა ჩაესმის. სამყაროს მოწყვეტილია, წინ მხოლოდ ერთი სახატავი რვეული და ფანქარი უდევს. გულმოდგინედ ხატავს პორტრეტს. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ამავდროულად კი საძულველი ადამიანის სახეს. პორტრეტის მხოლოდ ერთი მხარე აქვს, ფანქარს გვერდით დებს და სახატავ რვეულს ჰაერში წევს. მომღიმარი სახით აკვირდება სიმპატიურ სახეს, მკერდის არეში ტკივილს გრძნობს, ხელს ნელა ასრიალებს ბიჭის სახეზე. ქაღალს ეჭიდება და ხევს, შემდეგ კი მთლიანად კუჭავს და აცრემლიანებული თვალებით ისვრის ოთახის ბოლოში. სადაც, ამის გარდა კიდევ დაახლოებით ორმოცამდე დაკუჭული ქაღალდი გდია. ჯონგუკი ფეხზე დგება და ოთახის კუთხეში დადგმულ საწოლზე ჯდება, პერანგს იძრობს და მხოლოდ მაისურითა და შორტით იძინებს. ჯერ მხოლოდ საღამოს ათი საათია. ბიჭი კი უკვე გრძნობს როგორი დაღლილია, თვალები სტკივა, რადგან მთელი დღე შეუჩერებლივ ხატავდა სიმპატიურის სახეს, რომელმაც საბოლოოდ, წინა ოცდაცხრამეტივეს ბედი გაიზიარა, ჯონგუკი ხვალ აუციელბლად გაიტანს გარეთ და ეზოში დაწვავს. არ უნდა რომ ნაგავში გადაყაროს, არ უნდა მისი სახე სადმე სხვაგან წაიღონ, არ უნდა მისი სახე კიდევ ვინმემ ნახოს. ეს არ სურს, ჯონგუკი საბოლოოდ ახერხებს დაძინებას. როგორც ყოველთვის ამჯერადაც ხედავს მისთვის უცნაურს. არ უკვირს, მაგრამ ეუცნაურება ის ფაქტი, რომ ყოველ ღამე განსხვავებული სიზმრები აქვს. თან აღიზიანებს, რადგანაც არ შეუძლია ნორმალურად გამოიძინოს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მთლიანად რომ შეაჯამოს შესაძლო მაქსიმალური ანგარიშით, მხოლოდ ერთი კვირა ეძინა. დანარჩენ დროს ტელევიზორის ყურებაში ატარებს, ან უბრალოდ იმ პორტრეტს აჩერდება, რომელსაც  ოთახის ერთ-ერთ კუთხეში დაეკავებინა ადგილი და ასე უსირცხვილოდ უმზერს ჯონგუკს ოცდა ოთხი საათის განმავლობაში. ჯონგუკი კი მას არ აცილებს თვალს, მთელი დღე-ღამის განმავლობაში ხუთი ან ექვსი, ხანდახან რვა ჭიქა ყავით ხელში ატარებს მის წინ.

Therapy||VKOOK Where stories live. Discover now