აქ ხარ, მაგრამ აქ არ ხარ

2.2K 209 74
                                    


   კარგად იცით, არ მჩვევია შესავლების და ზედმეტი სიტყვების წერა, მაგრამ ახლა თავს ვალდებულად  ვთვლი, ავხსნა რატომ დააგვიანა განახლებამ თვეზე დიდხანს.
   სამწუხაროდ ადამიანები ვართ და ადამიანები კი არც თუ ისე იშვიათად ცუდად ხდებიან. მომიწია ოპერაციის გაკეთება და ამის გამო ვერ გავიყვანე თავი ბოლოში 😔 ახლა კარგად ვარ და აღარც ახალი თავი დააგვიანებს დიდხანს 🥰🥰🥰

~~~~~~


- ფრთხილად ნიშნების გარეშე, - ხუმრობით იშორებს იუნგი ჯონგუკს, რომელიც ყელში ჰკოცნის. - რამდენიმე საათის შემდეგ ქორწილია და არ მინდა, რომ ჩემკენ თითს იშვერდნენ ან ჩემს ზურგს უკან ჭორაობდნენ.

ჯონგუკი სურვილის გარეშე შორდება და საწოლზე იშლება.

- საღამომდე ვერ შევძლებ შენს ნახვას, შენ კი ნორმალურად დაკმაყოფილების საშუალებასაც არ მაძლევ, - წუწუნებს ალფა და ომეგისკენ ტრიალდება. - რატომ მოიწყინე?

- მართლა მიხარია ქორწილი, - ჩუმად ამბობს იუნგი, ჭერს უყურებს, რომლის მოხატულობაც უკვე ზეპირად შეისწავლა. - მინდა შენი მეუღლე ვიყო, მაგრამ ჩემი ოჯახი მენატრება და მტკივა, რომ მამა და ჩემი ძმები ვერ დაესწრებიან ამ დღეს. ასე რომ არ ვჩქარობდეთ, ხომ გააგზავნიდი ხალხს მათ ჩამოსაყვანად? - ცოცდება მისკენ ომეგა.

- რა თქმა უნდა, - იხუტებს გულში ჯონგუკი და თმაზე ეფერება. - ყველაფერს გავაკეთებდი, ოღონდ შენ არ მოგეწყინა.

მის მკერდზე კომფორტულად მოწყობილი იუნგი ნელ-ნელა იძინებს. ომეგა დიდხანს ძილს ვერ ახერხებს, ტკბილი ძილიდან კარზე დაჟინებული კაკუნი აღვიძებს. ომეგა სურვილის გარეშე ჯდება და როდესაც ხედავს რომ ჯონგუკი საძინებელში არ არის, ხვდება რომ ადგომის დროა, უკმაყოფილოდ ბუზღუნებს და შემოსვლის ნებას აძლევს სტუმარს.

- თქვენთან მოვიდნენ, - ატყობინებს დაცვა.

- დარბაზში დამელოდონ, - ბრძანებს იუნგი, იმაში დარწმუნებული, რომ მკერავები მოვიდნენ, საწოლიდან ცურდება და ჩაცმას იწყებს. დილის პროცედურების შემდეგ და მას შემდეგ რაც ექიმი მის ჭრილობას კიდევ ერთხელ შეამოწმებს, ომეგა დარბაზისკენ მიდის აუჩქარებლად. როგორც კი დარბაზის ზღურბლს სცდება, იუნგის სულ ავიწყდება ჭრილობაც, თავისი მდგომარეობაც და ჭაღარა მამაკაცისკენ გარბის, რომლის სახეც ღრმა ნაოჭებს დაუღარავს და კისერზე ეკიდება.

GUKYUNOù les histoires vivent. Découvrez maintenant