შენ ზღვას ჰგავხარ, დამშვიდებულს.

2.3K 146 51
                                    

მზის თხელი ხაზები ნელა შეიჭრა თბილისის ცაზე. ისევ ლურჯი შეფერილობა ჰქონდა ღვთიურ, უკიდეგანო თაღს. ქუჩებში ჯერ კიდევ ენთო ყვითელი ლამპიონები და ახლად გამოღვიძებული ადამიანები სერიოზული სახეებით მიემართებოდნენ სამსახურებისკენ. ჯერ კიდევ ეძინა ქალაქს და როგორც დილის სიმშვიდე ქუჩებში, კოპალიანების სახლშიც სამარისებული სიჩუმე სუფევდა.

ოსეს ღრმა ძილს მობილურზე აწკრიალებული ზარი არღვევს. თვალებს ზანტად ახელს და გრძნობს თვალების ქვეშ დადებულ მძიმე ბალიშებს, რომლებიც ისევ ძილის მორევში გადაშვებას აიძულებენ. მთელი ტანი უხურდა, იმდენად ცხელოდა ოთახში. ხელი ტუმბოზე დადებულ ტელეფონს დაავლო და ცალი ხელით იდაყვს დაეყრდნო.
-გისმენ.- ბოხი, ჩახლეჩილი ხმით მიხვდებოდი, რომ წამების გამოღვიძებული იყო. ნომრისთვის არც დაუხედავს.

-ძილის დრო ნამდვილად არ გვაქვს.- ისმის მეორე მხრიდან დათას ხმა.

-საათი რომელია, რა გეტაკა?!- ზმუის მობეზრებული ხმით და ფანჯარაში თვალების ფშვნეტით იყურება.

-შენები თბილისში წამოვიდნენ, ახლა შენთან გადავედი და სახლი დაკეტილია.-

-რა? რატომ?-

-მაგდა შემხვდა და მითხრა, რომ ღამით წამოსულან, სადაცაა მაქ იქნებიან და გირჩევნია რამე მოიფიქრო, გაიგეს გოგო მაქ რომ გყავს.-

-ფუ ამის დედას შევეცი.- იგინება და მაშინვე ფეხზე დგება, რა დროს ეს იყო? უნდოდა ერთხელ მაინც დაეძინა მშვიდად ამ გრძელი, დამღლელი დღეების ფონზე.

-ვინ უთხრა, არ იცი?-

-ჯაბა ხერგიანი ესტუმრათ გუშინ, გეგისთან ყოფილა ჯერ, მერე კი მამაშენთან გადაბრძანდა. რძალი მიულოცავს შენებისთვის, მგონი მთვრალი იყო ან შეიძლება ვასილს გეგმებში ჰქონდა შენების გაღიზიანება.- ოსე ერთხელ ძლიერად არტყამს კედელზე მუშტს და ბოლთას მოჰყვება.

-მარტივი არ იქნება მამაშენის დაწყნარება, ეგონათ რომ ეგ გოგოც და მისი ოჯახიც საბოლოოდ ჩამოიშორეს. რამე სისულელე არ გააკეთო, ვასილი საკმაო ეჭვებშია რომ შეიძლება აღარ ატყუებ და მართლა აპირებ მაგ გოგოს ცოლად შერთვას. ასიანში ვიცი, მიხვდა რომ შენებმა არაფერი იცოდნენ თინათე რომ წაიყვანე და ახლა უნდა რომ ოჯახი აგიმხედროს, ახვარი.-

გატაცება კავკასიონზეWhere stories live. Discover now