Animals 💖

325 23 67
                                    

"ყველა კითხვას აქვს რაღაც პასუხი" ეს წინადადება ხანდახან ბოლომდე არ არის გამართლებული. დედამიწაზე, რომელზეც ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან ბევრ კითხვაზე უპასუხოდ ვრჩებით. ალბათ, ბევრი პარანორმალური შემთხვევების შესახებ გსმენიათ. რომელთა სიღრმეში მეცნიერები ვერა და ვერ ჩაძვრნენ. ამიტომაც დღემდე იდუმალ და საინტერესო, ამოუხსნელ ხასიათს ატარებენ და რჩებიან სადღაც ჩრდილში.

რამდენიმე შემთხვევის არსებობას, უცხოპლანეტელებსაც უკავშირებენ. თუმცა, ერთ-ერთ ასეთ შემთხვევად, თავად უცხოპლანეტელებიც რჩებიან.

ალბათ, ვერასდროს შევძლებთ გავიგოთ, თუ როგორ ააგეს პირამიდები. როგორ ააშენეს ქალაქი ბალბეკი, ლიბანში. ჩვენ ვერასდროს ამოვხსნით, ბერმუნდის სამკუთხედის საიდუმლოს და ვერც  მალაიზია - კუალა ლამპურის რეისის თვითმფრინავს ვიპოვნით, რომელიც გაფრენიდან ორ საათში დაიკარგა. ასეთი შემთხვევები უამრავია და დიდი ინტერესისა და თავდაუზოგავი შრომის მიუხედავად, მათი ამოხნა, მაინც შეუძლებლად რჩება.

სწორედ ამ მოვლენათა რიცხვს მიეკუთვნება, შინაურ ცხოველთა ფერმა, რომელიც რატომღაც, ჟუნგლებთან ახლოს მდებარეობს. იმდენად ახლოს, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება, რომელიმე მტაცებელმა გემრიელად ისაუზმოს, ისადილოს ან ივახშოს... ნუ, როგორც მოუხერხდება.

და მაინც, რატომ არის ფერმა ჯუნგლებში? - ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს და არც საიმისოდ ვარ დაინტერესებული, რომ რამე მოვიფიქრო. მთავარი ის არის, თუ რა ხდება ფერმაში და რატომ არც ერთი მტაცებელი არ სტუმრობს, შინაურ ცხოველებს.

***

დღეს უსაშველოდ ცხელა. გავარვარებულ მზეს, ცამდე აღმართული ხეებიც კი ვერ აფერხებს. ცხოველები მოფარებულ ადგილებს აფარებენ თავს და ფერმის მშვენებას, თვალყურს ადევნებენ, რომელიც საშინელი სიცხის მიუხედავად, მკლავებში ჭყლეტს პატარა კნუტს და დროდადრო გემრიელადაც კოცნის ხოლმე.

JunglesWhere stories live. Discover now