rainy day

121 16 1
                                    

ატირებული სხეული მთელი სისწრაფით გარბის წვიმიან ქუჩებში. ცდილობს გაექცეს, გაექცეს რეალობას და დაივიწყოს ის. მას არ უნდოდა ასეთი დასასრული, ამაზე არც კი უფიქრია. ეგონა, რომ ხალხი ნამდვილ მას მიიღებდა, მაგრამ მწარედ შეცდა. შეიძლება ეს ყველაფერი არც მომხდარიყო, თუ კი სიმართლეს არ გაუმხელდა ყველას? ვინ იცის, იქნებ ასეც ჯობდა, თუმცა მოსახდენი უკვე მოხდა და ამ ყველაფერთან შეგუება მოუწევს.

ადამიანები სასტიკები არიან. მათთვის მთავარია მისცე საბაბი და ისინი შენს წინააღმდეგ გამოიყენებენ ამ ყველაფერს. ჯინმა თავის დაბადებისდღეზე გადაწყვიტა, რომ მშობელბისთვისა და იქ მყოფ საზოგადოებისათვის თავისი ორიენტაცია გაემხილა და რა მიიღო პასუხად? მამისისგან მწარე სილა,დედამისგან არაფრის მთქმელი სიტყვები, სხვა დანარჩენზე კი საუაბრიც არ უნდა. უსუსური ადამიანი ფეხქვეშ გათელეს, თითქსოდა რაიმე ისეთი დანაშაული ჩაედინოს. უჭირს ამასთან გამკლავება.ახლა რა უნდა გააკეთოს? ვინ შეიფარებს ასეთ მდგომარეობაში მყოფ 19 წლის ბიჭს?არც არავინ. ყველამ ზურგი აქცია და მიატოვა.

ატირებული სხეული შუა გზაზე მუხლებით ეცემა. გამლელების ყურადღებას იქცევს, თუმცა მის წამოსაყენებლად თავსაც არ იწუხებიან. ცხელი ცრემლები მისი ლამაზი სახიდან ჩანჩქერივით მოედინება და წვიმის წვეთებს უერთდება. ხელს გულზე იდებს და ძლიერად ირტყამს. კოშმარი ჰგონია, რომელიც გამოღვიძებისთანავე დასრულდება, თუმცა რატო არ იღვიძებს? რატო ჩანს ყველაფერი ისე თითქოს რეალობა იყოს? რადგან რეალობა და იმასაც ხვდება,რომ ამ რეალობიდან თავის დაღწევა არც ისეთი ადვილია მისთვის.

ძალას იკრებს და სუსტად დგება ფეხზე. არ უნდა დანებდეს, არ უნდა მისცეს სხვებს მისი დამცირების უფლება. მერე რა არის, რომ ბიჭები მოსწონს? ამით არც არაფერი დაუშავებია და არც დააშავებს რამეს მომავალში. იცხოვრებს მისთვის მშვიდად და ლამაზად. თავის სიტყვებში არ არის დარწმუნებული, თუმცა შეეცდება, რომ ცხოვრება განაგრძოს, რის ფასადაც არ უნდა დაუჯდეს ეს ყველაფერი.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: May 10, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

rainy dayWhere stories live. Discover now